რამდენი ნარკომანია საქართველოში და რას შეცვლის მარიხუანას ლეგალიზაცია

რამდენი ნარკომანია საქართველოში და რას შეცვლის მარიხუანას ლეგალიზაცია

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 250 000-მდე ნარ­კო­მა­ნი­ა.­ გა­ე­როს აღი­ა­რე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად დი­დი მცდე­ლო­ბი­სა,­ ნარ­კო­მა­ნი­ა­სა და ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლა­ში სა­ბო­ლოო წარ­მა­ტე­ბას ვერც ერ­თმა ქვე­ყა­ნამ მი­აღ­წი­ა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა მას­თან ბრძო­ლის მე­თო­დებ­ზე, მათ შო­რის, დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ა­სა თუ ე. წ. მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კე­ბის, მათ შო­რის, მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზე­ბის სა­კითხ­ზე. გვე­სა­უბ­რე­ბი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ა­ხა­ლი ვექ­ტო­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი­ კო­კა ლა­ბარ­ტყა­ვა და ნარ­კო­ლო­გი ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე.

კო­კა ლა­ბარ­ტყა­ვა: - ლე­გა­ლი­ზე­ბის არა, მაგ­რამ იმის მომ­ხრე ვარ, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვის გა­მო ადა­მი­ანს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ უნ­და ემუქ­რე­ბო­დეს, არც მკაც­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლი, ჩვენ, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მძი­მე ნარ­კო­ტიკ­ზე ვი­ყა­ვით და­მო­კი­დე­ბულ­ნი, ვამ­ბობთ, რომ ასე­თი მიდ­გო­მა ზი­ანს აყე­ნებს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს, ბევ­რი მათ­გა­ნი უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა, მა­თი შვი­ლე­ბი - ულუკ­მა­პუ­როდ. თუ ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩა­ში, სხვის თვალ­წინ მო­იხ­მა­რენ ნარ­კო­ტიკს, შე­იძ­ლე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ჯა­რიმ­დნენ, მაგ­რამ სან­ქცი­ე­ბი შე­სა­ბა­მი­სი უნ­და იყოს, ამ თან­ხით ბი­უ­ჯე­ტი არ უნ­და ივ­სე­ბო­დეს.

ზუ­რაბ სი­ხა­რუ­ლი­ძე: - არ ვე­თან­ხმე­ბი ნარ­კო­ტი­კის "მსუ­ბუ­ქად" და "მძი­მედ" და­ყო­ფას, მა­რი­ხუ­ა­ნა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნარ­კო­ტი­კი­ა, ზო­გა­დად, შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლებ ზი­ანს იწ­ვევ­დეს, მაგ­რამ არც ისე უვ­ნე­ბე­ლია - ფსი­ქი­კის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს; მი­სი ლე­გა­ლი­ზე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი­ა, რუს­თა­ველ­ზე ნამ­დვი­ლად არ უნ­და აბო­ლებ­დე მა­რი­ხუ­ა­ნას, მაგ­რამ დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ა, ვფიქ­რობ, შე­საძ­ლე­ბე­ლია - მი­სი გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის ფლო­ბის გა­მო მო­ქა­ლა­ქე არ უნ­და ის­ჯე­ბო­დეს. ასე­თი სი­ე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში­ა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მხა­რეს, მა­რი­ხუ­ა­ნას სის­ტე­მა­ტუ­რი მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ფსი­ქოზს, ჰა­ში­შუ­რი ფსი­ქო­ზი კი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მძი­მე პა­თო­ლო­გიაა ფსი­ქი­ატ­რი­ა­სა და ნარ­კო­ლო­გი­ა­ში, არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ში­ზოფ­რე­ნია და ჰა­ში­შუ­რი ფსი­ქო­ზი ძალ­ზე ჰგავს ერ­თმა­ნეთ­ს. მა­რი­ხუ­ა­ნას ხში­რი მოხ­მა­რე­ბა იწ­ვევს ათას­ნა­ირ ფო­ბი­ას, ორ­გა­ნულ და­ზი­ა­ნე­ბებს, თა­ვის ტვი­ნის ქერ­ქის ატ­რო­ფი­ას, სა­სუნ­თქი გზე­ბის პრობ­ლე­მებს, ასე­ვე, ხა­სი­ა­თის მკვეთრ ცვლი­ლე­ბას, ეი­ფო­რი­ის შეგ­რძნე­ბას, თუმ­ცა რიგ შემ­თხვე­ვა­ში, მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა, დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­დეს, სე­და­ტი­უ­რი ეფექ­ტიც აქვს, გა­აჩ­ნია ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კას, რა ფო­ნი ხვდე­ბა "წა­მალ­ს".ე.­წ. კლა­სი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვა არ იწ­ვევს შიდსს, ც ჰე­პა­ტიტს, ნაკ­ლე­ბია კრი­მი­ნა­ლის ალ­ბა­თო­ბა,­ თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ნარ­კო­მა­ნე­ბის 99%-ის­თვის, ვინც დღეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ინ­ტრა­ვე­ნუ­რი ნარ­კო­მა­ნი­ა, პირ­ვე­ლი ნარ­კო­ტი­კი სწო­რედ მა­რი­ხუ­ა­ნა­ა, მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მარ­ტო მა­რი­ხუ­ა­ნას რომ მო­იხ­მა­რენ...

"და­ბო­ლილ­მა" სა­ცო­ლის ოჯახ­ში მოვ­შარ­დე და სა­თა­მა­შო ძაღლს და­ვაბ­რა­ლე

ლა­შა: სა­ცო­ლის მშობ­ლებ­თან ხე­ლის სათხ­ოვ­ნე­ლად მივ­დი­ო­დი და მე­გობ­რებ­მა გა­სამ­ხნე­ვებ­ლად მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვა შე­მომ­თა­ვა­ზეს, მეც დავ­თან­ხმდი. კარგ ხა­სი­ათ­ზე მი­ვა­დე­ქი მათ სახლს, სა­ცო­ლის მშობ­ლე­ბი ჯერ შინ არ იყ­ვნენ, ოთახ­ში შეს­ვლი­სას და­ვი­ნა­ხე ლეკ­ვი, რო­მელ­საც დიდ­ხანს ვე­ფე­რე. უეც­რად, ბუ­ნებ­რი­ვი მოთხ­ოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მო­მინ­და, არ ვი­ცო­დი, სად ჰქონ­დათ სა­პირ­ფა­რე­შო.. დიდ­ხანს ვი­ცა­დე და ბო­ლოს, ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე... იმე­დი მქონ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ძაღლს დაბ­რალ­დე­ბო­და, ასეც მო­ვი­ქე­ცი. მხო­ლოდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ძაღ­ლი სა­თა­მა­შო ოყო, ცხა­დი­ა, ჩე­მი სა­ცო­ლე ყვე­ლა­ფერს მიხ­ვდა.

ცნობისთვის: ბელ­გი­ა­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ მა­რი­ხუ­ა­ნა მსუ­ბუქ ნარ­კო­ტი­კად მი­იჩ­ნი­ეს; მი­სი მოხ­მა­რე­ბა ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს არ არ­ღვევს და სხვას არ მიჰ­ყი­დის, თუმ­ცა, სას­ტი­კად აკ­რძა­ლუ­ლია მო­წე­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში. ავ­სტრა­ლი­ის რამ­დე­ნი­მე შტატ­ში მა­რი­ხუ­ა­ნა ნა­წი­ლობ­რივ ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი­ა, დაშ­ვე­ბუ­ლია მი­სი შე­ნახ­ვა და გა­მო­ყე­ნე­ბა პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის, 25 გრა­მამ­დე. 2009 წლი­დან არ­გენ­ტი­ნა­ში ჰა­ში­შის შე­ნახ­ვა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად აღარ ით­ვლე­ბა, ამ ნარ­კო­ტი­კი­სად­მი ასე­ვე ლო­ი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა აქვთ ბრი­ტა­ნეთ­ს, გერ­მა­ნი­ას, კა­ნა­დას, მექ­სი­კას.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია