SMBიზნეს ამბები
ლაზერული სასწავლო და სამკურნალო სტომატოლოგიური ცენტრი 1-2 მაისს გიწვევთ კონგრესზე ლაზერულ სტომატოლოგიაში.
60 წლიანი გამოცდილება, პროფესიონალები თქვენს სამსახურში,არჩევანი საუკეთესო პირობებით.გვეწვიეთ!
გამოკითხვა
კალენდარი
  
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:08 / 24-11-2013
"130 000 ადამიანი შეიძლება საცხოვრებლის გარეშე დარჩენილიყო"
მომავალი წლიდან თბილისის მერია ავარიული კორპუსების გამაგრებას დაიწყებს, რისთვისაც თბილისის ბიჯეტიდან 25 მილიონი ლარი უკვე გამოყოფილია, თუმცა ამისთვის 35 მილიონი ლარია საჭირო. საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თემურ გრიგალაშვილის თქმით, დარჩენილი 10 მილიონის დამატება ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომელმაც ქალაქის მერიას ტრანსფერი 50 მილიონი ლარით შეუმცირა.

თუმცა გრიგალაშვილი იმედოვნებს, რომ ღარიბაშვილის მთვარობა ამ საკითხზე იმსჯელებს და საქმე მოსახლეობის სასიკეთოდ გადაწყდება.

"მთავარი პრიორიტეტი ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრებაა. თუ ჩვენ ამ ქმედებას დროულად არ დავიწყებდით, ჩნდებოდა საფრთხე, რომ 130 000 ადამიანი შეიძლება საცხოვრებლის გარეშე დარჩენილიყო. ეს იმის ფონზე, როცა 10 000 ოჯახი პრაქტიკულად, უსახლკაროა ან ისეთ პირობებში ცხოვრობს, რომ მას საცხოვრებელი არ ჰქვია.

"ამისთვის ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. მიმდინარეობს კორპუსების ტენდერები და თებერვლიდან უკვე დაიწყება კორპუსების სრული გამაგრება. ამისთვის მერიას 25 მლნ ლარი აქვს შემოთავაზებული, თუმცა 35 მლნ-ია საჭირო", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა. ამასთან, როგორც შიხიაშვილმა განაცხადა, უნდა დაიწყოს ქალაქში "ხრუშჩოვკების" დემონტაჟი.

"საკრებულომ უნდა დაიწყოს "ხრუშჩოვკების" დემონტაჟი და ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალი კორპუსების მშენებლობა, რომლითაც დავაკმაყოფილებთ ბინებით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ "ხრუშჩოვკებში" ცხოვრობენ და ამასთან, ქალაქს შევუქმნით საბინაო ფონდს. ეს პროექტი განხორციელდება კერძო ინვესტორების და სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე", - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

თემურ გრიგლაშვილს ე.წ ხრუშჩოვკების დემონტაჟზე არაფერი სმენია. ავარიული კორპუსების გამაგრების პროექტს კი პოზიტიურად აფასებს. ამბობს, რომ თბილისში ძალიან ბევრი ავარიული კორპუსია, რომლებიც გამაგრებას საჭიროებს, თუმცა მისი თქმით, ერთ წელიწადში ეს პრობლემები ვერ აღმოიფხვრება.

"ე.წ ხრუშჩოვკების დემონტაჟზე დღეს წავიკითხე, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ. რაც შეეხება გამაგრებას, ცალსახად პოზიტიური საკითხია და მხარდაჭერის გარდა ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით.

"ზოგადად თბილისში ძალიან ბევრი ავარიული კორპუსია და რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს არ არის შერჩეული ერთი, რომელიმე უბნის მიხედვით. ბუნებრივია, ეს პრობლემა ერთ წელიწადში ვერ აღმოიფხვრება, თუმცა კარგია, პირველი ნაბიჯები რომ იდგმება და რაღაც ნაწილი კორპუსებისა გამაგრდება.

"გამაგრების პროცესში მოხდება თუ არა მოსახლეობის გამოყვანა ამა თუ იმ კორპუსიდან, უცნობია. ეს დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და ასევე ამ პროექტზე, რომელზეც დაიწყება მუშაობა. ამაზე შესაბამის დასკვნას ექსპერტები დადებენ.

რაც შეეხება ე.წ იტალიური ეზოების გამაგრებას, ამასთან დაკავშირებითაც არსებობს რაღაც პროექტი. საკრებულოს თავმჯდომარეს ამასთან დაკავშირებით აქვს თუ არა კონკრეტული მოსაზრება, არ ვიცი. ჩემი აზრით, ეს გამაგრება მხოლოდ კორპუსებს არ უნდა ეხებოდეს, იმიტომ, რომ ამ ეზოებშიც ბევრი სახლია, რომლებიც გამაგრებას საჭიროებს.

"მაგრამ ეს დამოკიდებულია დედაქალაქის ბიუჯეტზე - ცნობილია, რომ ცენტრალურმა მთვარობამ თბილისის ტრანსფერი 50 მილიონი ლარით შეამცირა და თუ იქნება ხელისუფლების კეთილი ნება, ამისთვის გამოყოფილ 25 მილიონ ლარს კიდევ დაემატება 10 მილიონი ლარი და სამუშაოები ჩვეულებრივ შესრულდება. იმედი მაქვს, ხელისუფლება მოსახლეობის ინტერესს გაითვალისწინებს", - უთხრა "რეზონანსს" გრიგალაშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრის გიორგი მუსხელიშვილის თქმით, თბილისის მერიას ბიუჯეტი იმდენად არ აქვს შემცირებული, რომ კორპუსების გამაგრებასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები შეიქმნას.

"ამ ეტაპზე საუბარია ავარიული შენობების
გამაგრებაზე. იტალიური ეზოების და ძველი უბნების გამაგრებას, რამდენადაც ვიცი, "თბილისის განვითარების ფონდი" ახორციელებს. თბილისის მერიას ბიუჯეტი იმდენად არ აქვს შემცირებული, რომ მოსახლეობას ამ მხრივ რაღაც პრობლემები შეექმნას.

"დღეის მდგომარეობით, დედაქალაქის მერიას 168 მილიონი ლარი აქვს დაუხარჯავი, სწორედ ამის გამო არ მისცა ცენტრალურმა მთავრობამ ის 50 მილიონი ლარი, აქედან გამომდინარე, ვერ დავეთანხმები მათ, რომ ვიღაცამ რამე დააკლო.

"ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი კი ჯერ არ დაიწყება, ამის მხოლოდ პროექტი არსებობს. ამასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარე უცხოეთში იმყოფებოდა, რომ იქიდან მიიღოს დაფინანსება და დონორმა ორგანიზაციებმა გამოგვიყონ ფული ამ კორპუსების ადგილზე უფრო თანამედროვე ლამაზი კორპუსების ასაშენებლად", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში მუსხელიშვილი.

"ხრუშჩოვკების" დემონტაჟის აუცილებლობაზე საუბრობს არქიტექტორი მერაბ ჩხენკელი, თუმცა მისი თქმით, მთავრობამ ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ ხალხი არ დაზარალდეს.

"ხრუშჩოვკების" დემონტაჟი საჭიროა, მაგრამ როგორ მოხდება ეს, კაცმა არ იცის. სახელმწიფომ ისე უნდა გააკეთოს, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და ეს პროცესები არ გაჭიანურდეს. ისე არ მოხდეს, რომ დაანგრევენ და მერე გაპარტახებულ სახლებს დატოვებენ, როგორც აკეთებდნენ ხოლმე", - გვითხრა ჩხენკელმა.

თიკო ოსმანოვა
გაზეთი ”რეზონანსი”
22:13 / 26-11-2013
მე თბილისელი კაცი ვარ, ხრუშჩოვკა , რომელშიც ვცხოვრობ ზუსტად ჩემი ასაკისაა-50 წლის, ვთვლი რომ ამ სახლების დემონტაჟის დრო ნამდვილად დადგა და გამიხარდება მეც და უამრავ ჩემს თანაქალაქელს, თუ მათ ადგილას უფრო კომფორტულ სახლებს ააშენებენ და ჩვენ ნორმალური ცხოვრების პირობები შეგვექმნება
saxli
21:34 / 26-11-2013
ხრუშჩოვკების დემონტაჟი და მათ ადგილზე ახალი სახლების აშენება საჩქაროა და კარგი იდეაა, ამ სახლებს არსებობის დრო ამოეწურათ, მაინცდამაინც გასამაგრებელი უნდა გახდეს სახლი? დროული და სწორი გადაწყვეტილებაა ნამდვილად მიღებული.თანაც ეკონომიურადაც გამართლებული პროექტია, ეს თბილისისთვის მშვენიერი იდეაა.
zura
მსგავსი სიახლეები
"ამის გულისთვის, მითხარით, მაგ. გერმანიაში, რას უზამდნენ შემსრულებელს, დამკვეთს და ზედამხედველს?"
ეს საკითხი ქუთაისელებისთვის დიდი ხანია იუმორისა და განხილვის საგანია
ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე აუქციონის წესით 52 ობიექტი გაასხვისა
სამუშია: "მერია სამუშაოების დაწყებას ხელოვნურად აჯანჯლებს, რაც ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს საბოტაჟთან"
გთავაზობთ მერიის აპარატის იმ ხარჯებს, რომლებიც დოკუმენტურად დასტურდება
თბილისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოსა და მერიას შორის ნამდვილ "განხეთქილების ვაშლად" იქცა
ბრძანება მიმდინარე წლის 12 თებერვლით თარიღდება
ლიფტების უმეტესობა დაახლოებით 30-40 წელზე მეტია ფუნქციონირებს (+ფოტო) (ვიდეო)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:16 / 24-04-2014  Image როგორები არიან ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტები (+19 ფოტო)
"უცნაურობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი წარმოსახვის და გამოცდილების უკმარისობაა" (ფოტოგალერეა)
14:15 / 24-04-2014  Image ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი გამოხმაურება ქმრისთვის ბრალის დამძიმების შესახებ
გთავაზობთ ტელეწამყვანის გამოხმაურებებს ქმრისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით
13:07 / 24-04-2014  Image მაია ჯაბუას ქალიშვილს პედოფილები აწუხებენ? - 16 წლის ლიზა ყენიას გამომწვევმა ფოტოებმა პრობლემები შეუქმნა
"ქალებო ქმრებს მიხედეთ, გთხოვთ"
17:36 / 24-04-2014  Image "სახინკლე" "ფოლკსვაგენზე" - ფოტო, რომელმაც Facebook-ი "ააფეთქა"
თუ საბარგულზე ხინკლის გაკეთებას მოისურვებთ, ამით ბევრი ადამიანის გაოცებას გამოიწვევთ...
13:57 / 24-04-2014  Image შსს-ს პირველი კომენტარი გოგა ხაჩიძის პროვოკაციულ ექსპერიმენტზე
"ეს არის არასერიოზული ექსპერიმენტი მისი მხრიდან"
"დედაჩემს "წავესპორე", საღორეში გდია, სასწრაფოს დაუძახეთო" –...
"ვთხოვე, ქალბატონი ნინო შემოუშვით, რადგან პატრიარქის სტუმარია-მეთქი""პატრიარქთან...