როგორ არ უნდა მოვტყუვდეთ მანქანის შეძენისას

როგორ არ უნდა მოვტყუვდეთ მანქანის შეძენისას

რა უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის შეძენისას? ამას ავტოექსპერტი დავით მიგრიაული გვირჩევს:

- სამწუხაროდ, ავტომობილების იმპორტიორები გარიგებული არიან ავტოხელოსნებთან და ამიტომ მანქანის შეძენისას დიდი სიფრთხილე გმართებთ. საქართველოში შემოდის ამერიკული, ევროპული და იაპონური წარმოების ავტომობილები. თუ ამერიკული წარმოების მანქანის შეძენა გსურთ, ძალიან ადვილია იმის დადგენა, გამართულია თუ არა ავტომობილი, მისი ისტორია. მძღოლის სავარძლის ქვეშ იპოვით სპეციალურ ვინკოდს, რომელსაც შევიყვანთ კარფაქსში და დეტალურად ნახავთ, თუ რამდენი მფლობელი ჰყავდა ავტომობილს, რა დაზიანებები ჰქონდა და ა.შ.

იაპონური წარმოების მანქანების შემოწმებაც ძალიან ადვილია, თითოეული მანქანის მონაცემი 6 თვის განმავლობაში რჩება ავტოაუქციონის ბაზაში და აქაც იგივე პრინციპით მოწმდება მანქანის ისტორია.

იაპონელებს სხვა კულტურა აქვთ, განსაკუთრებით უვლიან ავტომობილებს და, შესაბამისად, მათი ავტომობილების 95% კარგ მდგომარეობაშია. გაცილებით რთულად არის საქმე ევროპული მანქანების შეძენისას. მათი შემოწმება მხოლოდ დიაგნოსტიკით შეიძლება. როცა ბაზრობაზე ვიძენთ ევროპულ მანქანას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, ევროპაში ზამთარში გზებზე ყრიან ბევრ მარილს, რომელიც მანქანას ქვემოდან ეკრობა და ძარას აზიანებს. შესაბამისად, ევროპული მანქანები უფრო იაფი ღირს. როცა მანქანის ძარას ქვემოდან ჟანგი აქვს შეპარული, ე.წ. "ბაზრის ვიდამდე" რომ მიიყვანო, ხელის შევლება სჭირდება რა დაზიანებები ჰქონდა მანქანას, ამას უცხო თვალი ვერ ხედავს, ხელოსანმა უნდა გითხრას, მანქანების შემომყვანები კი გარიგებული არის მეთუნუქეებთან, მღებავებთან და ა.შ. ამიტომ მათ ვერ ენდობი. როცა რუსთავის ბაზრობაზე ყიდულობთ მანქანას, უნდა ჩამოიყვანოთ თბილისში, ჩაუტაროთ დიაგნოსტიკა.

ვინკოდის გაშიფვრა გიჩვენებთ, იყო თუ არა დაძირული წყალში მანქანა წყალდიდობის დროს. იაპონიაში ნებისმიერი ქვეყნის წარმოების მანქანის შეძენა შეიძლება. დავუშვათ, ვიყიდეთ ე კლასის "მერსედესი", მოგვწონს გარეგნულად, ვხედავთ ყველაფერი მუშაობს, მაგრამ შეიძლება წყალდიდობაშია მოხვედრილი. თუ ვინკოდით მოვძებნით, მის მდგომარეობას ინტერნეტით შევამოწმებთ. ასევე არსებობს კომპანიები, რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას. იქ სპეციალური ლაზერული კალმისტრის მეშვეობით ამოწმებენ საღებავის სისქეს, ძრავის გამართულობას და ა.შ. აქ გარიგება შეუძლებელია, სამაგიეროდ, ცენტრში ეს მომსახურება 150 ლარი ჯდება. ასევე ავტობაზრობაზე ხშირად იყიდება მანქანები, რომლებსაც საჭე აქვს გადატანილი.

დავუშვათ, მანქანის ვინკოდი იწყება ასოებით WTS 200987, თუ ასოების შემდეგ ციფრები 2-ით იწყება, მანქანა მარცხენასაჭიანია, თუ არადა - საჭე გადატანილია.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია