"რი­გის ტრა­გე­დი­ა" შე­საძ­ლო­ა, თბი­ლის­შიც გან­მე­ორ­დეს"

"რი­გის ტრა­გე­დი­ა" შე­საძ­ლო­ა, თბი­ლის­შიც გან­მე­ორ­დეს"

21 ნო­ემ­ბერს რი­გის გა­რე­უ­ბან­ში სა­ვაჭ­რო ქსელ "მაქ­სი­მას" ნგრე­ვის შე­დე­გად დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვა­ფიქ­რა, თუ რა რის­კებს შე­ი­ცავს უხა­რის­ხო და გა­უთ­ვლე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ამ კუთხ­ით ბევრ კითხ­ვებს რომ იწ­ვევს, არა­ხა­ლი­ა. მე­ტიც, ექ­სპერ­ტე­ბი აცხ­ა­დე­ბენ, რომ თუ ამ სფე­როს სა­ხელ­მწი­ფომ დრო­უ­ლად არ მი­აქ­ცია ყუ­რადღ­ე­ბა, შე­საძ­ლო­ა, "რი­გის ტრა­გე­დი­ა" თბი­ლის­შიც გან­მე­ორ­დეს. "სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ უფ­რო მძი­მე და რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა, ვიდ­რე სხვა ქვეყ­ნებ­ში" - გვითხ­რა ასო­ცი­ა­ცია "მშე­ნებ­ლო­ბა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გა­რე­შე" თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე თე­მურ ბუ­ლი­ამ, რო­მელ­თა­ნაც ამ მტკივ­ნე­ულ პრობ­ლე­მა­ზე ვი­სა­უბ­რეთ:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რა რო­გორ არის ნა­შე­ნე­ბი, კა­ციშ­ვილ­მა არ იცის. ან კონ­სტრუქ­ცი­ა­ში რა არის ჩა­დე­ბუ­ლი, ან პრო­ექ­ტი რო­გო­რაა გა­კე­თე­ბუ­ლი - ეს ყვე­ლა­ფე­რი უც­ნო­ბი­ა. გა­რე­დან ხომ არ ეტყ­ო­ბა შე­ნო­ბას, რას გა­უძ­ლებს და რას ვე­რა? რო­დე­საც ვინ­მეს მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვას აძ­ლე­ვენ, მი­სი პრო­ექ­ტი სრულ­ყო­ფი­ლი უნ­და იყოს, ხო­ლო კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ნა­წი­ლი - სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შეს­წავ­ლი­ლი. აქ კი შე­აქვთ მარ­ტო არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნა­წი­ლი და ამის მი­ხედ­ვით აძ­ლე­ვენ მშე­ნებ­ლო­ბის დაწყ­ე­ბის ნე­ბარ­თვას. მეტ­რო "დე­ლის­თან" უნ­დათ 32-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბის აგე­ბა და კაც­მა არ იცის, რო­გორ აა­შე­ნე­ბენ.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­გორ უნ­და მოგ­ვარ­დეს ეს პრობ­ლე­მა?

- ლი­ცენ­ზი­ი­სა და სერ­ტი­ფი­კა­ტის გა­რე­შე არც ერთ ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში არა­ფერს აშე­ნე­ბენ, ჩვენ­თან კი, არც ლი­ცენ­ზია აქვთ, არც სერ­ტი­ფი­კა­ტი და ბო­დი­ში, მაგ­რამ - ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი ფე­ხებ­ზე ჰკი­დი­ა. ექ­სპერ­ტი­ზა არ არ­სე­ბობს და ალალ­ბედ­ზე იძ­ლე­ვი­ან მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვას, ეს ხომ ნონ­სენ­სი­ა? მა­ინ­ცდა­მა­ინც რა­ღაც უნ­და და­ინ­გრეს და და­იქ­ცეს, რომ მე­რე ატყ­დეს ერ­თი ალი­ა­ქო­თი? ან ღმერ­თი­სა არ ეში­ნი­ათ და ან - კა­ცი­სა?!

- ბა­ტო­ნო თე­მურ, თქვენ ამ­ბობთ, რომ ბევ­რმა, ვინც აშე­ნებს, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არც იცის ეს საქ­მე.

- კი ბა­ტო­ნო! ისი­ნი მშე­ნებ­ლე­ბიც კი არ არი­ან - ზო­გი გი­ნე­კო­ლო­გი­ა, ზო­გი - პროქ­ტო­ლო­გი, ზო­გი კი­დევ - ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი. (!) ეს იგი­ვე­ა, მე რომ ახ­ლა ბრმა­ნაწ­ლა­ვის ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა და­მა­ვა­ლონ. არ მეს­მის, რა­ტო­მაა სა­ქარ­თვე­ლო­ში მშე­ნებ­ლო­ბის დაწყ­ე­ბა ასე გა­ი­ო­ლე­ბუ­ლი, ეს ხომ არ არის უხა­რის­ხო სას­მე­ლი ან საჭ­მე­ლი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა მუ­ცე­ლი აგატ­კი­ოს, წა­მა­ლი და­ლიო და მორ­ჩე? ამ სფე­რო­ში დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მას შე­იძ­ლე­ბა გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვეს. ახ­ლად აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბა 50-60 წე­ლი მა­ინც ხომ უნ­და იდ­გეს? მყა­რი ხომ უნ­და იყოს? მაგ­რამ რო­გორ ავა­შე­ნებთ კარ­გად, რო­ცა მარ­ტო ბე­ტო­ნის წარ­მო­ე­ბით ჩა­მოვ­რჩე­ბით ევ­რო­პას 40 წლით, ან რა უხა­რის­ხო მა­სა­ლე­ბით აშე­ნე­ბენ, კაც­მა არ იცის. რაც დრო გა­დის, იჟან­გე­ბა, ზო­გი­ერ­თი გად­მოხ­რი­ლი­ა, ზო­გის არ­მა­ტუ­რა - და­ჟან­გუ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. მა­გათ გა­მაგ­რე­ბას დი­დი ფუ­ლი სჭირ­დე­ბა, დაშ­ლას კი მო­სახ­ლე­ო­ბა არ აპი­რებს და გა­მო­სა­ვა­ლიც არ­სად ჩანს. ისიც არ ვი­ცით, თუ რამ­დე­ნად უსაფ­რთხოა ბაზ­რო­ბე­ბი, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი, სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი რადგან თით­ქმის ყვე­ლა შე­ნო­ბა შე­უ­მოწ­მე­ბე­ლი­ა.

2009 წლის 26 აპ­რილს ჯი­ქი­ას ქუ­ჩა­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის შე­ნო­ბა ჩა­მო­ინ­გრა, სა­დაც შოუ "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მია" მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ნგრე­ვის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

2008 წლის 9 დე­კემ­ბერს გლდა­ნის "ა" მიკ­რო­რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე 63-ე კორ­პუ­სის მი­შე­ნე­ბუ­ლი ნა­წი­ლი ჩა­მო­ინ­გრა. ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლი­ლე­ბი­დან ოთხი გარ­და­იც­ვა­ლა, ერ­თი გა­დარ­ჩა.

ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნა­ზე ამე­რი­კა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 700 მი­ლი­არდ დო­ლარს ხარ­ჯა­ვენ, გერ­მა­ნი­ა­ში 1980 წლამ­დე აშე­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა სახ­ლი გა­ა­რე­მონ­ტეს, ხო­ლო ისი­ნი, რომ­ლე­ბიც რე­კონ­სტრუქ­ცი­ას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, და­ან­გრი­ეს და და­შა­ლეს. და­ნარ­ჩენს კი - უკ­ლებ­ლივ ყვე­ლას ჩა­უ­ტა­რეს რე­კონ­სტრუქ­ცი­ა.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია