სანდრა რულოვსი: მიშა სავსეა ენერგიით, მაგრამ გრძნობს, რომ ხალხს მისგან დასვენება უნდა

სანდრა რულოვსი: მიშა სავსეა ენერგიით, მაგრამ გრძნობს, რომ ხალხს მისგან დასვენება უნდა

მიშა სავსეა ენერგიით, არ იღლება, მაგრამ გრძნობს, რომ ხალხს მისგან დასვენება უნდა და აძლევს ამის საშუალებას, - განაცხადა ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა, რომელმაც შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, მომავალი გვიჩვენებს, როგორ გაგრძელდება მისი მეუღლის პოლიტიკური საქმიანობა, მთავარია, "საქართველომ გააგრძელოს განვითარება და წინსვლა ევროპისკენ".

ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. როგორც მან განაცხადა, საკუთარ გეგმებში ბევრი რამ არ შეუცვლია. მისი თქმით, ახლა უფრო მეტი დრო აქვს დედობისა და ქველმოქმედებისთვის. სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სწავლობს ლონდონის უნივერსიტეტში გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის განხრით და კვლავაც რჩება სამუშაოდ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში.

ასევე დაგაინტერესებთ: სად არის სააკაშვილი და რა ფორმებით დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში

იხიოლეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია