ვინ არის რეალურად ანა მარგველაშვილი, რომელსაც პრეზიდენტის შვილობას აბრალებენ

ვინ არის რეალურად ანა მარგველაშვილი, რომელსაც პრეზიდენტის შვილობას აბრალებენ

მას შემდეგ, რაც უკვე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი დაასახელა, ჟურნალისტებმა განათლების ყოფილი მინისტრის შესახებ უამრავი ინფორმაცია მოიძიეს.

განსაკუთრებით დიდ ინტერესს მისი პირადი ცხოვრება იწვევდა. მაკა ჩიჩუასთან რომანის შესახებ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი თავისუფლად ლაპარაკობდა და იმასაც ამბობდა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაშიც არ აპირებდა რაიმე ცვლილების შეტანას, რადგან თავს ასეც კარგად გრძნობდა.

მაკა ჩიჩუას გარდა, პრეზიდენტის ცხოვრებაში არსებობს მეორე ქალი, რომელიც მისთვის ასევე ძალიან ძვირფასი და საყვარელია, ეს გახლავთ ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცოდა და დიდი ხნის განმავლობაში მისი ფოტოც ''სანატრელი'' გახლდათ.

სწორედ იმ პერიოდში ერთ-ერთ ქართველ მსახიობსა და მომღერალ ნუკა მარგველაშვილს დაახლოებით ისეთი ამბავი გადახდა თავს, როგორიც ფილმ ''ჭრიჭინაში'' მარინა ფერაძეს.

თურმე, ნუკა პირადობის მოწმობის მიხედვით, ანი გიორგის ასული მარგველაშვილი გახლავთ, რაც ჟურნალისტებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა მარგველაშვილის ქალიშვილს საზოგაოდება არ იცნობდა, ერთ-ერთ საიტზე ნუკა პრეზიდენტობის კანდიდატის შვილად იყო მოხსენიებული და ფოტოც გახლდათ გამოქვეყნებული...

მასალის ქვევით კომანტარების ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ეს გოგონა ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის შვილი გახლდათ.

მართალია, ყველაფერი გაირკვა, მაგრამ მაინც დავინტერესდით, რეალურად აკავშირებს თუ არა ნათესაური კავშირი მსახიობს ქვეყნის მთავარსარდალთან.

- ის, რომ პრეზიდენტის შვილი ვყოფილვარ, მეც ინტერნეტიდან შევიტყვე და ძალიან ბევრი ვიცინე, ვინმეს ჩემთვის რომ დაერეკა, ავუხსნიდი, რომ ეს უბრალო დამთხვევა იყო, გავარკვევდი სიტუაციაში და ეს გაუგებრობაც არ მოხდებოდა.. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ ფაქტის შემდეგ ახალი მეტსახელი მაქვს, მეგობრები ''პრეზიდენტოვნას'' მეძახიან და როცა პირადობის მოწმობას მთხოვენ, ამაყად ვაჩვენებ ხოლმე.

- რეალურად, მარგველაშვილთან რაიმე ნათესაური კავშირი ხომ არ გაქვს?

- არა, არანაირი, უბრალოდ მოგვარეები ვართ, თუ ძალიან ჩავუღრმავდებით, შეიძლება აღმოვაჩინოთ საერთო ფუძე, მაგრამ საერთო გვარის გარდა არაფერი გვაკავშირებს. ასე თუ მივყევით, საქართველოში ძალიან ბევრი ნათესავი შეიძლება აღმოვაჩინოთ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია