სოფო შევარდნაძის ემოციური წერილი პატრიარქს

სოფო შევარდნაძის ემოციური წერილი პატრიარქს

საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში ხელნაწერი წიგნ-ალბომის "წერილები პატრიარქს" მეორე ნაწილის პრეზენტაცია შედგა.

წიგნში წმინდა სინოდის წევრების, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების, ხელოვანების პატრიარქისადმი ხელნაწერი წერილებია დაბეჭდილი, სადაც ისინი უწმინდეს საკუთარ სიხარულს, წარმატებას და ტკივილს უზიარებენ.

გთავაზობთ სოფო შევარდნაძის პატრიარქისადმი მიწერილ პირად წერილს.

"თქვენო უწმინდესობავ,

გწერთ ერთი ნაცრისფერი დილის მიწურულს. მოსკოვში უკვე რახანია მზიანი ყინვა გადაუღებელმა წვიმამ და დამხობილმა ცამ შეცვალა. ჩემს წინ, ფანჯრის რაფაზე მიდევს იაპონური სიცოცხლის ხე, რომელიც თქვენ მაჩუქეთ. ამ ხეს ხშირად ვუყურებ და მჯერა სიცოცხლის სასწაულის. თქვენ არა მარტო ხე მაჩუქეთ, ყველაზე მთავარი - სიცოცხლის სასწაულში რწმენა შემძინეთ. ვუყურებ ამ ხეს როცა წვიმს, როცა დღეობით ვერ ვხედავ ცას და მაინც მიხარია ცხოვრება; მიხარია მშვიდად, ჩემთვის, გულის სიღრმეში, არა როგორც ადრე, თავქარიანი სულისკვეთებით. თქვენო უწმინდესობავ, თქვენ მასწავლეთ რომ ცხოვრება მუდმივი სასწაულია, აუჩქარებელი და უწყვეტი, როგორც ჩემი მშვიდი და ფარული სიხარული...

ვხვდები ახლა რაც თქვენის წყალობით რაც ჩემში უპირობო სიყვარულის უნარი აღმოვაჩინე. ის აღდგომა განსაკუთრებული იყო: ჩემი პირველი მარხვა, პირველი აღსარება, ზიარება, თქვენთან შეხვედრა. ამ შეხვედრამ განაპირობა ის, რომ მე დღეს ასე მიყვარს - სიყვარული...

უდიდესი მოწიწებით და სიყვარულით, სოფო.

მოსკოვი, 12.02.2013."

ასევე დაგაინტერესებთ:

- ლევან ვასაძის პირადი წერილი პარტიარქს: ჩემი უსამარცხვინოესი საქციელების მიღმაც კი...

- ივანიშვილის პირადი წერილი პატრიარქს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია