მოძღვარი: "ვინ ამ­ბობს, რომ მა­მა­კაცს უნ­და ეპა­ტი­ოს ის, რაც ქალს არ მი­ე­ტე­ვე­ბა?!"

მოძღვარი: "ვინ ამ­ბობს, რომ მა­მა­კაცს უნ­და ეპა­ტი­ოს ის, რაც ქალს არ მი­ე­ტე­ვე­ბა?!"

ფი­ცის გა­ტე­ხა მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურ რე­ლი­გი­ა­ში სე­რი­ო­ზულ ცოდ­ვად არის მიჩ­ნე­უ­ლი, ამას ადას­ტუ­რებს მცი­რე სჯუ­ლის კა­ნო­ნიც, სა­დაც წე­რია: "ვინც გა­ჭირ­ვე­ბი­სა და იძუ­ლე­ბის გა­მო ფიცს გა­ტეხს, მსუ­ბუ­ქი გან­კა­ნო­ნე­ბით და­ის­ჯე­ბა, რის გა­მოც 6 წლის შემ­დეგ მი­ი­ღებს შეწყ­ნა­რე­ბას... ხო­ლო ვინც ცრუდ და­ი­ფი­ცოს, 10 წე­ლი უზი­ა­რე­ბე­ლი იყო­სო. მცი­რე სჯუ­ლის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ფი­ცის გა­ტე­ხა და­უშ­ვე­ბე­ლია რო­გორც სა­ე­რო, ასე­ვე სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბის მი­ე­რაც. წმინ­და კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდელ­მ­სა­ხურს, ლე­ვან ალა­დაშ­ვილს, სწო­რედ ამ ცოდ­ვა­ზე ვე­სა­უბ­რეთ:

- სა­ხა­რე­ბა­ში მაცხო­ვა­რი გარ­კ­ვე­ვით ბრძა­ნებს: იყოს თქვე­ნი ჰო - ჰო, და არაი - არა, რა­თა ორ­გუ­ლო­ბა არ მო­გე­რი­ო­თო. მორ­წ­მუ­ნის სიტყ­ვა მარ­თა­ლი უნ­და იყოს. ჩვენ არ უნ­და გვჭირ­დე­ბო­დეს და­ფი­ცე­ბა და ამით ჩვე­ნი­ვე ნათ­ქ­ვა­მის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა. რო­დე­საც ვინ­მე გთხოვს, რომ და­ი­ფი­ცო, ესე იგი, ბო­ლომ­დე არ გენ­დო­ბა და ეს მა­შინ, რო­ცა მაცხო­ვა­რი გვა­რი­გებს, რომ ადა­მი­ა­ნებს ერ­თ­მა­ნე­თის ნდო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და რწმე­ნა უნ­და ჰქონ­დეთ. რო­დე­საც ერ­თი ადა­მი­ა­ნი მე­ო­რეს ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს და მი­სი არ სჯე­რა, ესე იგი, მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე ვერ არის.

- მა­მაო, არა­ნაკ­ლებ მტკივ­ნე­უ­ლია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი პი­რო­ბას დე­ბენ და მე­რე აღარ ას­რუ­ლე­ბენ. ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს ვა­ლის არ­დაბ­რუ­ნე­ბას შე­ე­ხე­ბა.

- თა­ვის­თა­ვად, პი­რო­ბის და­დე­ბა ცოდ­ვა არ არის, ამა­ვე დროს, ჩვენ ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე­ნი არა ვართ და შე­იძ­ლე­ბა ეს პი­რო­ბა ვერც შე­ვას­რუ­ლოთ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვა­ლის და­უბ­რუ­ნებ­ლო­ბა ცოდ­ვაა, მაგ­რამ ერ­თია, რო­ცა არ ზრუ­ნავ მის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე და ამი­ტომ ვერ უბ­რუ­ნებ, მე­ო­რე - რო­ცა ბო­დიშს უხ­დი, ცდი­ლობ რო­გორ­მე და­უბ­რუ­ნო და შენს წილ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გრძნობ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ცოდ­ვა არ არის. ხში­რად ასეთ გან­საც­დელ­ში ის ვარ­დე­ბა, ვი­საც იოლი გზით გამ­დიდ­რე­ბა უნ­და, მა­გა­ლი­თად, ვინც მე­ვახ­შე­ობს და მო­ვა­ლი­სა­გან პრო­ცენტს მო­ითხოვს. ხში­რად ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თონ იქ­ცე­ვი­ან ხოლ­მე მსხვერ­პ­ლად: ან ვი­ღაც მო­ატყუ­ებს და ნა­სეს­ხებ თან­ხას არ და­უბ­რუ­ნებს, ან ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლებს მის გა­დახ­დას.

- ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი დებს პი­რო­ბას, რომ ტა­ძარს თან­ხას შეს­წი­რავს, ცხვარს დაკ­ლავს და ა.შ... მე­რე კი ამ პი­რო­ბას ვერ ას­რუ­ლებს. რამ­დე­ნად მძი­მე ცოდ­ვაა ეს?

- ეს ამ ადა­მი­ა­ნის რე­ლი­გი­უ­რი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. თუ ადამიანი ეკ­ლე­სი­ა­ში და­დის და ფსალ­მუ­ნებს კითხუ­ლობს, მან კარ­გად იცის, რომ უფა­ლი ჩვენ­გან ამ­გ­ვარ მსხვერპლს არ მო­ითხოვს. იქ პირ­და­პირ წე­რია: ჩე­მი მსხვერ­პ­ლი არ არის ცხვრე­ბი და ზვა­რა­კე­ბი, ჩე­მი მსხვერ­პ­ლია სუ­ლი შე­მუს­ვ­რი­ლი, გუ­ლი შე­მუს­ვ­რი­ლი და დამ­დაბ­ლე­ბუ­ლიო. ეს არის ღვთი­სათ­ვის შე­სა­წი­რი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი რამ და არა ფუ­ლი ან საკ­ლა­ვი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ტა­ძარს თან­ხაც შეს­წი­როს, საკ­ლა­ვიც დაკ­ლას, მაგ­რამ შემ­დეგ ეს ხორ­ცი მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში უნდა მი­ი­ტა­ნოს, ან უდედ­მა­მო, უსახ­ლ­კა­რო ბავ­შ­ვებს მი­უ­ტა­ნოს. ახ­ლა კი, რა ფორ­მით სწი­რა­ვენ? - მი­იყ­ვანს ერ­თი ადა­მი­ა­ნი ცხვარს ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში, მე­რე იმის ძმა­კა­ცი ან ნაც­ნო­ბი და­ი­ჭერს, დაკ­ლა­ვენ, იქ­ვე სუფ­რას გაშ­ლი­ან და ქე­ი­ფო­ბენ. მი­პა­სუ­ხეთ - სად არის აქ ღმერ­თი და მის­და­მი სიყ­ვა­რუ­ლი ან მო­წი­წე­ბა?!

- და­ვუშ­ვათ, ადა­მი­ან­მა ვერ შე­ას­რუ­ლა უფ­ლი­სათ­ვის მი­ცე­მუ­ლი აღ­თ­ქ­მა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს?

- თუ ისეთ რა­ღა­ცას შეჰ­პირ­დი, რა­საც ფი­ზი­კუ­რად ვერ ას­რუ­ლებ, შე­იძ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში მიხ­ვი­დე და ეს ცოდ­ვა აღ­სა­რე­ბა­ში თქვა. არ­სე­ბობს ლოც­ვა, რო­მე­ლიც მოძღ­ვარ­მა ასეთ დროს უნ­და წა­ი­კითხოს. ბუ­ნებ­რი­ვია, მღვდე­ლი აღ­მ­სა­რე­ბელს და­ა­რი­გებს და ეტყ­ვის, რომ სხვა დროს აღარ ჩა­ი­დი­ნოს მსგავ­სი რამ. ისე კი, თუ და­დე­ბუ­ლი პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­გიძ­ლი­ათ, უმ­ჯო­ბე­სია შე­ას­რუ­ლოთ. შე­საძ­ლოა ადა­მი­ან­მა არც იცო­და, რომ არ არის სწო­რი ფორ­მა ცხვრის შე­წირ­ვა, მღვდე­ლი მას და­აკ­ვა­ლი­ა­ნებს, ეტყ­ვის, რომ ეს ცხვა­რი, ან შე­სა­ბა­მი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ვინ­მეს - გან­საც­დელ­ში მყოფ, გა­ჭირ­ვე­ბულ ან მი­უ­სა­ფარ ადა­მი­ანს გა­უ­წი­ოს. ქველ­მოქ­მე­დე­ბა მარ­ტო ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის შე­სა­წი­რის გა­ღე­ბა რო­დია, პი­რი­ქით, უფ­ლი­სათ­ვის გა­ცი­ლე­ბით უფ­რო სათ­ნოა, თუ ობოლს, ავად­მ­ყოფს, პა­ტი­მარ­სა და გა­ჭირ­ვე­ბულს და­ვეხ­მა­რე­ბით.

- ყვე­ლამ იცის, რომ ჯვრის­წე­რის დროს და­დე­ბუ­ლი ერ­თ­გუ­ლე­ბის ფი­ცის გა­ტე­ხაც უმ­ძი­მე­სი ცოდ­ვაა, თუმ­ცა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დიდ და­ნა­შა­უ­ლად არ მი­აჩ­ნი­ათ, თუ ცოლს ქმა­რი ღა­ლა­ტობს...

- ვინ ამ­ბობს, რომ მა­მა­კაცს უნ­და ეპა­ტი­ოს ის, რაც ქალს არ მი­ე­ტე­ვე­ბა?! ოჯა­ხის ღა­ლა­ტი ერ­თ­დ­რო­უ­ლად დი­დი სირ­ცხ­ვი­ლი­ცაა და დი­დი ცოდ­ვაც. მრუ­შო­ბა მრუ­შო­ბაა და სიძ­ვა - სიძ­ვა. რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ვინ ჩა­ი­დენს ამას - ქა­ლი თუ კა­ცი? ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვაა. შე­იძ­ლე­ბა და­უ­ო­ჯა­ხე­ბე­ლი სცო­დავ­დეს, ამით ის ზი­ანს სა­კუ­თარ თავს აყე­ნებს, მაგ­რამ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი მრუ­შო­ბა უფ­რო მძი­მე და გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლია, რად­გან ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ცოდ­ვა მთელ მის ოჯახ­ზე ვრცელ­დე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლამ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ მი­სი არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლის გა­მო შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ზი­ან­დ­ნენ. სიძ­ვა და მრუ­შო­ბა ქა­ლის­თ­ვი­საც უმ­ძი­მე­სი ცოდ­ვაა და მა­მა­კა­ცის­თ­ვი­საც. თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მარ­თ­ლა მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ქა­ლის მი­ერ ოჯა­ხის ღა­ლა­ტი უფ­რო მძი­მე და­ნა­შა­უ­ლია.

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ფიქ­რობს, რომ თუ მშო­ბე­ლი არას­წორ გზას ად­გას, შვი­ლიც აუცი­ლებ­ლად მის კვალს გაჰ­ყ­ვე­ბა. ვიც­ნობ ერთ გო­გო­ნას, რო­მელ­ზეც საქ­მ­როს ოჯახ­მა მხო­ლოდ იმი­ტომ თქვა უარი, რომ დე­დამი­სი არას­წო­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. ამ­გ­ვა­რი კლი­შე­ე­ბის გა­მო ბევრ ადა­მი­ანს ხომ არ ენ­გ­რე­ვა ცხოვ­რე­ბა?

- დედ-მა­მის არას­წო­რი ცხოვ­რე­ბა დი­აგ­ნო­ზი არ არის, გა­აჩ­ნია, პი­როვ­ნე­ბა სა­ით მი­იდ­რი­კე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვი უყუ­რებ­დეს მშობ­ლის უზ­ნე­ო­ბას და მიხ­ვ­დეს, ის­წავ­ლოს, რომ ასე ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. პრო­ტეს­ტი გა­უჩ­ნ­დეს ცოდ­ვის მი­მართ და პი­რი­ქით, ძა­ლი­ან სუფ­თა, წე­სი­ერ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. თუნ­დაც ამის გა­მო, ყვე­ლა მშო­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია იფიქ­როს შვი­ლის მო­მა­ვალ­ზე, იმა­ზე, რომ მას, პირ­ველ რიგ­ში, ზნე­ობ­რი­ვი მა­გა­ლი­თი უნ­და მის­ცეს..

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია