რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია

რიკოთის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" რიკოთის უღელტეხილიდან მგზავრებმა აცნობეს, რიკოთზე ამ წუთებშიც თოვს, რის გამოც ხილვადობა ცუდია.

ამასთან, თოვლის გამო რამდენიმე  მანქანა მოცურდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

გარდა ამისა, უღელტეხილზე არ ატარებენ ე.წ. ტრაილერებს, ხოლო მსუბუქ ავტომანქანებს გადაადგილების უფლება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით აქვთ.

გზაზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია