როგორ აიხდინა ქართველმა გოგონამ "ამერიკული ოცნება"

როგორ აიხდინა ქართველმა გოგონამ "ამერიკული ოცნება"

27 წლის ეკა ქარ­და­ვა ამე­რი­კა­ში ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის - ვე­რა ვან­გი­სა და ბეტ­სი ჯონ­სო­ნის ასის­ტენ­ტი­ა. უკ­ვე 8 წე­ლია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და მი­სი სა­მუ­შაო ოფი­სი ნი­უ­-ი­ორ­კის ცნო­ბილ ქუ­ჩა­ზე "ფე­შენ ავე­ნი­უ­ზე" მდე­ბა­რე­ობს. ამ­ბობს, რომ ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბამ­დე რთუ­ლი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით აღ­სავ­სე გზა გან­ვლო.

- მა­მა აფ­ხა­ზე­თის ომამ­დე ერ­თი წლით ად­რე გარ­და­მეც­ვა­ლა და დე­და სა­მი შვი­ლით მარ­ტო აღ­მოჩ­ნდა იმ ბომ­ბე­ბის წვი­მა­ში. სო­ხუ­მი 27 სექ­ტემ­ბერს დავ­ტო­ვეთ ბო­ლო გე­მით, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის გა­დარ­ჩე­ნის ბო­ლო იმე­დი იყო. ხუ­თი წლი­სა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მახ­სოვს, გემ­ზე უამ­რა­ვი ხალ­ხი იყო, ჭყლე­ტა­ში მოვ­ყე­ვით და დე­დამ ის ორი ჩან­თაც, რო­მელ­შიც მხო­ლოდ ჩვე­ნი ტან­საც­მე­ლი ეწყ­ო, ზღვა­ში მო­ის­რო­ლა, ხელ­ში რომ ავეყ­ვა­ნე და გა­და­ვერ­ჩი­ნე. ეს სა­ში­ნე­ლი წუ­თე­ბი ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში არა­სო­დეს წა­იშ­ლე­ბა. დევ­ნი­ლო­ბის პირ­ვე­ლ წლე­ბში ხან ვის სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით, ხან - ვის, მე­რე მოვ­ბეზ­რდე­ბო­დით ხოლ­მე მას­პინ­ძლებს და სხვა­გან ვე­ძებ­დით თავ­შე­სა­ფარს. თუმ­ცა მა­ინც მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა­სი, ვინც ერ­თი ღა­მე მა­ინც გაგ­ვა­თე­ვი­ნა. სა­ბო­ლო­ოდ თბი­ლი­სის ერ­თ-ერ­თი სკო­ლის შე­ნო­ბა­ში და­ვი­დეთ ბი­ნა. სკო­ლაც თბი­ლის­ში და­ვამ­თავ­რე.

- ხატ­ვამ რო­დი­დან გა­გი­ტა­ცა?

- ბი­ძა და ბა­ბუა მხატ­ვრე­ბი მყავს. მეც შერ­ვა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბელ­ში მო­დე­ლი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე და აქე­დან და­იწყო ჩე­მი მო­დის სამ­ყა­რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა. თუმ­ცა "მო­ზარ­დთა სახ­ლმა" ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა... მე­გობ­რის­გან შე­ვიტყ­ვე, რომ იყო ამე­რი­კუ­ლი პრო­ექ­ტი, სა­დაც ინ­გლი­სურს, კომ­პი­უ­ტერს, ხე­ლოვ­ნე­ბას, ჟურ­ნა­ლის­ტი­კას - უფა­სოდ ას­წავ­ლიდ­ნენ. ავ­დე­ქი და ყვე­ლა წრე­ში ჩა­ვე­წე­რე, მინ­დო­და ყვე­ლა­ფე­რი მეს­წავ­ლა და იმ­დე­ნი მო­ვა­ხერ­ხე, რომ ლი­დერ­თა კლუბ­ში მოვ­ხვდი, რის შემ­დე­გაც ერ­თი თვით ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­ნეს, რო­გორც "მო­ზარ­დთა სახ­ლის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ფონ­დე­ბის მო­ძი­ე­ბის პრო­ექ­ტით. ამ ფონ­დე­ბის მო­ძი­ე­ბის იდეა ამე­რი­კის სახ­მე­ლე­თო ჯა­რის პოლ­კოვ­ნიკ ედუ­არდ ფი­შერს ეკუთ­ვნო­და, რომ­ლის ოჯახ­შიც ერ­თი თვე ვიცხ­ოვ­რე.

- და აიხ­დი­ნე კი­დეც შე­ნი ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა...

- ამე­რი­კა ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნის ქვე­ყა­ნაა და მეც ავიხ­დი­ნე ოც­ნე­ბა. ვმუ­შა­ობ ორ უძ­ლი­ე­რეს დი­ზა­ი­ნერ­თან - ვე­რა ვან­გთან და ბეტ­სი ჯონ­სთან, ჩე­მი ოფი­სი ნი­უ­-ი­ორ­კის მთა­ვარ გამ­ზირ­ზე "ფას­ჰი­ონ ავე­ნიუ­ე­ზე" მდე­ბა­რე­ობს. ამ ყვე­ლა­ფერს მხო­ლოდ ჩე­მი შრო­მით მი­ვაღ­წი­ე. ბავ­შვო­ბი­დან ჩა­ვა­გო­ნებ­დი სა­კუ­თარ თავს - "ა­რა­სო­დეს და­ნებ­დე" და ასე ვცხოვ­რობ დღემ­დე. მჯე­რა, რომ თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის შე­დე­გად ყვე­ლა­ზე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ოც­ნე­ბე­ბიც კი სრულ­დე­ბა. 2005 წელს ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რის მოწ­ვე­ვით წა­ვე­დი ნი­უ­-ი­ორ­კში. გა­ზეთ­ში ნა­პოვნ სამ­სა­ხუ­რებ­ში ვმუ­შა­ობ­დი და პა­რა­ლე­ლუ­რად ვე­ძებ­დი კო­ლე­ჯს, სა­დაც ჩე­მი პრო­ფე­სი­ით ვის­წავ­ლი­დი. ასე გან­ვლო ამე­რი­კა­ში ყოფ­ნის ორ­მა წელ­მა. შემ­დე­გი ორი წე­ლი ვი­მუ­შა­ვე პა­ტა­რა კომ­პა­ნი­ა­ში დი­ზა­ი­ნე­რებ­თან. მათ­თან მუ­შა­ო­ბი­სას ალ­ღო ავუ­ღე, თუ რო­გორ მუ­შა­ობს ნი­უ­-ი­ორ­კში მო­დის ბიზ­ნე­სი. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი ერ­თ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში, სა­დაც ჩე­მი მო­ვა­ლე­ო­ბა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­თვის ქსო­ვი­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა იყო. ეს საქ­მე ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ო­და, შევ­ხვედ­რო­დი და გა­მეც­ნო წამ­ყვა­ნი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი. ერ­თხე­ლაც ჩვე­ნი კლი­ენ­ტი გახ­და ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ბეტ­სი ჯონ­სო­ნი, თუმ­ცა ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა მხო­ლოდ ქსო­ვი­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით დას­რულ­და. ასე­ვე ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი კომ­პა­ნი­ას­თან "სუ­ზი ჩი­ნი". ერ­თხე­ლაც და­ვინ­ტე­რეს­დი, რა­ი­მე ვა­კან­სია ხომ არ ჰქონ­დათ კომ­პა­ნი­ა­ში. მი­პა­სუ­ხეს, გვაქვს, მაგ­რამ დი­ზა­ინ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ გექ­ნე­ბა­ო.­ თუმ­ცა მე მა­ინც დავ­თან­ხმდი და ქსო­ვი­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ასის­ტენ­ტად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა.

- მთა­ვა­რი დი­ზა­ი­ნე­რის ყუ­რადღ­ე­ბის მიპყ­რო­ბა რო­გორ მო­ა­ხერ­ხე?

- მეგ­რუ­ლი ჭკუა ხომ იცი (ი­ცი­ნის)... ერ­თხე­ლაც სა­მუ­შაო მა­გი­დას­თან ჩე­მი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი გა­ვა­კა­რი და ვინც ნა­ხა, ყვე­ლა აღ­ფრთო­ვან­და, ხელ­მძღვა­ნელ­მა მითხ­რა, შენ ბევ­რად მეტს იმ­სა­ხუ­რე­ბო და მთა­ვა­რი დი­ზა­ი­ნე­რის, სუ­ზის პერ­სო­ნა­ლურ ასის­ტენ­ტად გა­და­მიყ­ვა­ნა. შემ­დეგ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სუ­ზიმ და­ტო­ვა კომ­პა­ნია და ვე­რა ვან­გისა და ბეტ­სი ჯონ­სო­ნის მთა­ვა­რი დი­ზა­ი­ნე­რი გახ­და, მე კი ისევ ასის­ტენ­ტო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, ეს იყო ჩემ­თვის შო­კი, რად­გან ამე­რი­კა­ში ორ უდი­დეს დი­ზა­ი­ნერ­თან მო­მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა.

- შენს მო­ვა­ლე­ო­ბა­ში რა შე­დის?

- დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს, რა­საც ხში­რად თა­ვად ბეტ­სი ჯონ­სო­ნი ეს­წრე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც მიშ­ვე­ბენ შეხ­ვედ­რებ­ზე კომ­პა­ნი­ის სა­ხე­ლით. ვე­რა ვან­გის დი­ზა­ი­ნერ­თა გუნ­დსაც ძა­ლი­ან მოს­წონს ჩე­მი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი და ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის შექ­მნა­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ.

მარი ქობალია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია