ნონა გაფრინდაშვილს სამეფო გვირგვინის ორდენის მანდილოსნობა მიენიჭა (+ფოტო)

 ნონა გაფრინდაშვილს სამეფო გვირგვინის ორდენის მანდილოსნობა მიენიჭა (+ფოტო)

საქართველოს სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება საზოგადოების კიდევ რამდენიმე ცნობილ წარმომადგენელს მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაცია სამეფო ოჯახის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"7 დეკემბრის ცერემონიალზე საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის რაინდობა მიენიჭათ ქართული საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენლებს.

სამეფო ორდენის დიდი ოფიცრის კავალრობა მიენიჭა 1996-2003 წლებში საქართველოს შინაგანი ჯარების სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი შერვაშიძესა და ცნობილ ქართველ მწერალსა და ფილოლოგს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს ლაშა თაბუკაშვილს.

საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ბატონიშვილმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, ქვეყნის წინაშე მრავალგზის დამსახურებებისა და ღვაწლის დაფასების მიზნით, საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის მანდილოსნობა მიანიჭა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონსა და მსოფლიოში პირველ დიდ მაგისტრ ქალბატონს ჭადრაკში, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს.

ინვესტიტურის ცერემონიალი ჩატარდა დარეჯანის სასახლეში, რომელსაც უძღვებოდა სამეფო სახლის მეთაური ბატონიშვილი ნუგზარი და მისი მემკვიდრე ბატონიშვილი ანა ნუგზარის ასული. ცერემონიალს ასევე ესწრებოდა საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის მეუღლე, სამეფო უმაღლესობა ლეილა ყიფიანი და საქართველოს თავადაზნაურთა წარმომადგენლები", - აღნიშნულია სამეფო ოჯახის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, სამეფოს გვირგვინის ორდენის რაინდობა ცოტა ხნის წინ მიენიჭა ბიზნესმენ ლევან ვასაძეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

საქართველოს სამეფო ოჯახმა ლევან ვასაძეს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტორეპორტაჟი)

საქართველოს სამეფო კარმა რუს სასულიერო პირს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტო)

საქართველოს სამეფო ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია