გიორგი მარგველაშვილი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

გიორგი მარგველაშვილი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"დღეს, როდესაც ჭაბუა ამირეჯიბი ჩვენს გვერდით აღარ არის, რთულია სიტყვებით გადმოსცე ის უდიდესი გულისტკივილი, რითაც მისმა გარდაცვალებამ აგვავსო. მისი დიდი შემოქმედება ამოუწურავი საგანძურია, რომელთან ყოველი შეხვედრისას სამართლიანობის, თავისუფლების სიყვარულისა და ჰუმანიზმის გაკვეთილებს ვიღებთ. ხოლო მისი შეუპოვარი, გმირული ცხოვრების ისტორია მუდამ სამშობლოსა და ხალხის უანგარო მსახურების სახელმძღვანელოდ დარჩება. ბატონი ჭაბუას დიდ ოჯახთან, მთელ საქართველოსთან ერთად ვწუხვარ ამ უდიდეს დანაკლისს. ღრმად მწამს - ჭაბუა ამირეჯიბის უკვდავი, მსოფლიო მასშტაბის შემოქმედება და ბიოგრაფია მუდამ იქნება შთაგონების წყარო ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლების, სამართლიანობისა და ჰუმანიზმის იდეალები - ცხოვრების მთავარი ორიენტირებია", – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია