ჰომოსექსუალური სცენები და ორალური სექსის დეტალური აღწერა VI კლასელთა კლასგარეშე საკითხავში - სკანდალი 147-ე სკოლაში

ჰომოსექსუალური სცენები და ორალური სექსის დეტალური აღწერა VI კლასელთა კლასგარეშე საკითხავში - სკანდალი 147-ე სკოლაში

"როცა საღამოობით მუხლებზე მდგარი, ფიქრებში ფეხებზე ვეხვევი, ამ ფეხების სიმკვრივე მაოცებს, მაბნევს და ერთმანეთში მერევა. და მოგონება, რომელსაც ჩემი ღამეების საძოვარს სიამოვნებით ვუთმობ, შენზეა, უძრავად რომ იწექი, ვიდრე გეფერებოდი; და მხოლოდ შენი ამდგარი, მოცახცახე ასო მეჭრებოდა ხახაში იმ მაწანწალას მოულოდნელი გამხეცებით, რომელიც შლაპის ქინძისთავით იჩხვლეტს გულ-მკერდზე სისხლიან ხორცმეტს; შენ არც ინძრეოდი, არც გეძინა, არც ოცნებობდი, სადღაც შორს იყავი, უმოძრაო და გაფითრებული, გაშოტილი იყავი განიერ საწოლზე, რომელიც ზღვის ზედაპირზე მოტივტივე კუბოს ჰგავდა".

ეს არის ამონარიდი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფრანგი მწერლისა და დრამატურგის, ჟან ჟენეს ავტობიოგრაფიული რომანიდან "ყვავილების ღვთისმშობელი", რომელიც ქალაქ თბილისის 147-ე სკოლის VI კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს პროექტის "ვისაუბროთ წიგნებზე" ფარგლებში კლასგარეშე საკითხავად სახლში გაატანეს. მოსწავლე სასულიერო პირის, მამა დავით ლასურაშვილის 11 წლის შვილი აღმოჩნდა. Ambebi.ge დეკანოზ დავით ლასურაშვილს ესაუბრა:

- როგორ მოხვდა ეს წიგნი თქვენს ოჯახში და რამ გამოიწვია თქვენი გაღიზიანება?

- მიმდინარე წლის 5 ნოემბერს 147-ე სკოლაში დაარიგეს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, რომელიც მე-6 კლასელ მოსწავლეებს შეხვდათ. ჩემს შვილს ჟან ჟენეს რომანი "ყვავილების ღვთისმშობელი" შეხვდა. ვიდრე ბავშვი წიგნის წაკითხვას დაიწყებდა, ვნახე გარეკანი, სადაც მითითებულია, რომ ჟენე ბავშვობიდან აწყდებოდა გარკვეულ სიძნელეებს, 15 წლის მოხვდა არასრულწლოვან დამნაშავეთა კოლონიაში, სადაც პირველი ჰომოსექსუალური გამოცდილება მიიღო. ანუ ამ ადამიანმა დაწერა ის, რაც ნახა და განიცადა. მხოლოდ ერთი გვერდი წავიკითხე და საკმაოდ ლეგიტიმური აღელვება გამოვხატე. წიგნში ჰომოსექსუალური სცენები და ორალური სექსის დეტალური აღწერაა. მივმართე სკოლის დირექციას. აღმოჩნდა, რომ წინა საღამოს პედაგოგებს დაურიგეს სხვადასხვა მწერლების წიგნები, რომლებიც 40-50 ბავშვს უნდა წაეკითხა და მომდევნო დღეს ისინი ერთად ისაუბრებდნენ წაკითხულის შესახებ. ეს წიგნები პროექტ "ვისაუბროთ წიგნებზე" ფარგლებში დაიბეჭდა. ამასთან ერთად, პროექტის ფარგლებში ბავშვებს წაკითხულის მიხედვით 500 სიტყვიანი ესსე უნდა დაეწერათ და ამავე დროს შინაარსი ფურცელზე ნახატის სახით წარმოედგინათ. ეს წიგნი რომ ჩემს მეექვსეკლასელ შვილს წაეკითხა, ვერ წარმომიდგენია, რა უნდა დაეხატა ან რაზე უნდა ესაუბრა სხვების თანდასწრებით. გავარკვიეთ, რომ სხვა მეექვსეკლასელებს ეს წიგნი არ შეხვედრია, ზოგს პეპი გრძელი წინდა შეხვდა, ზოგს გიუნტერ გრაფის "დედალი ვირთაგვა", სადაც ბიბლიისა და წმინდანების შეურაცხმყოფელი ტექსტებია,"- იხსენებს მამა დავით ლასურაშვილი.

- პროექტის ხელმძღვანელთან დაკავშირება თუ სცადეთ და რა პასუხი გაგცათ?

აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტის ხელმძღვანელ მაია ჩიტაიას ვესაუბრე. ჩიტაიამ პროექტის მიზნად ბავშვებისთვის წიგნების შეყვარება დაასახელა და გადამამისამართა ხათუნა ცხადაძესთან, რომელსაც პროექტის ფარგლებში სკოლებში დასარიგებელი წიგნების შერჩევა ევალებოდა. ცხადაძემ მითხრა, რომ ჟან ჟენეს წიგნი მცირეწლოვანი ბავშვების ხელში შემთხვევით მოხვდა, ვინაიდან წიგნები წინა დღეს მცირე დროში დაარიგეს და პედაგოგებს დროც კი არ ჰქონდათ გასცნობოდნენ ლიტერატურასო.

ეს პროექტი საკუთარ ფესვებზე უარის თქმის პოლიტიკის ნაწილია, ადამიანების გარყვნა სურთ, რადგან გარყვნილი ადამიანი ადვილი სამართავია. მე ჩემს შვილს სკოლაში განათლებისა და ზნეობის სასწავლად ვაგზავნი, და არა უზნეობის გასაცნობად. ამერიკის სკოლებშიც კი სექსუალური განათლება სკოლებში მხოლოდ მაღალ კლასებში და მოსწავლეების მშობლების ნებართვის შემდეგ ისწავლება. ახლავე თუ არ ამოვიღეთ ხმა, ცუდ შედეგამდე მივალთ. ამ თემით დაინტერესებულმა მოვიძიე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი აპირებს საკანონმდებლო ბაზის შექმნას, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გაწერილი იქნება, რომ თუ მცირეწლოვანი ბავშვი აღმოჩნდება არატრადიციული ორიენტაციის მქონე, მშობელს მისი ენდოკრინოლოგთან მიყვანის უფლება არ ექნება. თურმე ეს დაავადება არ არის, ბავშვები ოჯახებში მამათმავლებად უნდა ჩამოყალიბდნენ? ეს საკუთარი ბავშვების წართმევის პოლიტიკას მაგონებს.

როგორც Ambebi.ge-ს დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა აცნობა, სკოლებისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში გარკვევით წერია პროექტის რაობისა და მისი მიზნების შესახებ. ამონარიდი:

"ვისაუბროთ წიგნებზე" - ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდობაში წიგნის კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ევროპული ლიტერატურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას."

დავით ლასურაშვილის თქმით, მას მიაჩნია, რომ ამ წიგნების სკოლაში შეტანა განათლების სამინისტროს ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა, თუმცა სკოლას არ სურდა, რომ სამინისტროს სახელი ყოფილიყო ხსენებული რაიმე კონტექსტში.

Ambebi.ge ხათუნა ცხადაძესთან სცადა გაერკვია, რა პრინციპით მოხდა წიგნების შერჩევა სკოლებისათვის და რეალურად რა მიზანს ემსახურებოდა პროექტი "ვისაუბროთ წიგნებზე":

- დავით ლასურაშვილს რომ ჰკითხოთ, ყველაფერში დამნაშავე ევროკავშირია. მე არ ვმუშაობ ევროკავშირში და არც ევროკავშირია პროექტის ორგანიზატორი. მე მხოლოდ დისკუსიის თემაზე ვიყავი პასუხისმგებელი. უბრალოდ, მაია ჩიტაიამ მთხოვა წიგნების შერჩევაში მონაწილეობის მიღება. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირმა უბრალოდ დააფინანსა ეს იდეა და ის არ აგებს პასუხს ამ პროექტზე. კონტრაქტშიც წერია, რომ ევროკავშირს იურიდიულად არანაირი კავშირი არ აქვს ამასთან.

სულ წიგნების 20 პაკეტი დარიგდა 20 სკოლაში, თბილისში, გორში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში, ჟან ჟენეს წიგნი კი სულ 20 ცალი იყო. ეკლესია, რომელიც 16 და 17 წლის ბავშვებს ჯვარს სწერს, ეუბნება ახალგაზრდებს, რომ ჟან ჟენე არ უნდა წაიკითხონ. ეს წიგნები მცირეწლოვან ბავშვებზე გათვლილი არ იყო, მაგრამ სავარაუდოდ დროის სიმცირის გამო მასწავლებლებმა ვერ მოახერხეს წიგნებისთვის გადაეხედათ და ჟან ჟენეს რომანი არასრულწლოვანის ხელში აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ პროექტის ხელმძღვანელმა რამდენიმე სკოლაში დარეკა და გააფრთხილა კიდეც მსგავსი წიგნის არსებობის შესახებ. რამდენადაც ვიცი, ოციდან ორ სკოლაში მოხვდა ჟან ჟენეს "ნოტრ-დამ-დე-ფლერი".

Ambebi.ge კომენტარისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ნატა ასათიანს დაუკავშირდა. მისი თქმით, განათლების სამინისტრომ მხოლოდ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ წამოწყებულ პროექტს და ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა პასუხისმგებლობა არ გააჩნია.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ ლობირებს სკოლაში პორნოგრაფიის სწავლებას?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია