უშიკიშვილი: "მიხსნიდნენ, პირადად ღარიბაშვილის მოთხოვნაა, სამსახურიდან გაგანთავისუფლოთო"

 უშიკიშვილი: "მიხსნიდნენ, პირადად ღარიბაშვილის მოთხოვნაა, სამსახურიდან გაგანთავისუფლოთო"

"ასე რომ, მეგობრებო, აღარ ვარ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი. მიუხედავად ბევრი მნიშველოვანი პროექტისა, გამათავისუფლა ბატონმა მინისტრმა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წერილზე ხელის მოწერას თავი ავარიდე. ოღონდ აღსანიშნავია, რომ ხელი მხოლოდ იმიტომ ვერ მოვაწერე, რომ შებულებაში ვარ :))) აჰა, ასე აღადგინა სამართლიანობა ანზორ ერქომაიშვილმა. არაუშავს, ეს დასაწყისია დიდი ბრძოლის. მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის" - ეს სიტყვები გიორგი უშიკიშვილმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა…

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავად გიორგი უშიკიშვილი გვესაუბრა:

- გუშინ კულტურის სამინისტროდან იყო იურისტი ჩემთან, რომელმაც მითხრა რომ პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაა, ერქომაიშვილი უნდა მოაბრძანონ ფოლკლორის ცენტრის დირექტორადო... მიხსნიდნენ, პირადად ირაკლი ღარიბაშვილის მოთხოვნაა თქვენ სამსახურიდან გაგანთავისუფლოთო. თუ შენით დაწერ განცხადებას კარგი იქნება, თავიდან ავირიდებთ უხერხულობებს, თუ არა და, მაშინ რაღაც დებულებას შეგიცვლით, შეიძლება ფინანსურ პოლიციაშიც დაგიბარონ და შენ გაწყობს ესეთებიო? რა თქმა უნდა, ეს ადამიანი უარით გავისტუმრე. დღეს კი გამოჩნდა ასეთი აბსურდული ბრძანებულება, თითქოს თავი ავარიდე რაღაც დოკუმენტზე ხელი მომეწერა. არადა ხელს როგორ მოვაწერდი, როცა დღესაც კი შვებულებაში ვარ?! ამიტომაც ჩემმა მოადგილემ მოაწერა დოკუმენტს ხელი. მე მკურნალობას ვაპირებდი და ამის გამო უხელფასო შვებულება ავიღე. ცხვირის ოპერაციის გაკეთებას ვგეგმავდი თურქეთში. დოკუმენტზე ხელის არ მოწერა იყო მიზეზი თითქოსდა ჩემი განთავისუფლების, მაგრამ იქ სხვა მიზეზებია. დავწერე კიდეც,, ანზორ ერქომაიშვილმა ასე "აღადგინა სამართლიანობა" -მეთქი. ანზორ ერქომაიშვილი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მებრძვის.

- რატომ?

- ეს თაობებს შორის დაპირისპირებაა. იგი არ ეთანხმება ჩემ საქმიანობას. არ მოვწონვარ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობით ვაზელინი არ მაქვს. თავის დროზე მან დამიბარა და მითხრა, ქართულ ფოლკლორთან დაკავშირებით ყველა მეკითხება აზრს და შენ რას წარმოადგენ, საერთოდ არაფერს რომ არ მეკითხებიო?!... რატომ უნდა შევკითხვოდი აზრს, როდესაც მე ფოლკლორის ცენტრის დირექტორი ვიყავი და თავად ვიღებდი გადაწყვეტილებას?! ანზორ ერქომაიშვილისთვის რატომ უნდა მეკითხა აზრი, როდესაც იქ ეთერ თათარაიძე მყავდა?!

იხილეთ სტატია ვრცლად Kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია