მოსახლეობის რამდენ პროცენტს მოსწონს პატრიარქის საქმიანობა - NDI-ის კვლევა

მოსახლეობის რამდენ პროცენტს მოსწონს პატრიარქის საქმიანობა - NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საქმიანობა გამოკითხულთა 94 პროცენტს მოსწონს. კითხვაზე, მოგწონთ თუ არა, მეორე ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი, მესამეზე - ირაკლი ალასანია , ხოლო შემდგომ ადგილებზე - გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

კვლევაში მართლმადიდებელი ეკლესია შესული არ არის. როგორც ლუის ნავარომ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კვლევისას ინსტიტუციებისადმი ნდობის რეიტინგი არ გაუზომავთ, შესაბამისად, საქმიანობის შეფასების რეიტინგში ეკლესია ჩასმული არ არის.

ინსტიტუციებისადმი ნდობის რეიტინგში, წინა კვლევებში ეკლესია პირველ ადგილზეა.

ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში" 13-დან 27 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით 3,915 რესპონდენტი წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (შიდა) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია