ვაკის პარკის ნაწილს გაჩეხვა ემუქრება - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მწვანე ნარგავების ნაცვლად

ვაკის პარკის ნაწილს გაჩეხვა ემუქრება - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მწვანე ნარგავების ნაცვლად

ვაკის პარკში, ჭავჭავაძის #68-ში დაგეგმილ სასტუმროს მშენებლობას, შესაძლოა, მწვანე ნარგავები შეეწიროს. როგორც "პარტიზანი მებაღეების" იდეის ავტორმა, ნატა ფერაძემ ambebi.ge-ს აცნობა, ამ ადგილას მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებაა დაგეგმილი და 31 დეკემბრამდე 9 ძირ ხეს მოჭრა ემუქრება, რისი ნებართვაც თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურს 2013 წლის 17 სექტემბერს აქვს გაცემული. ინფორმაცია სასტუმროს მშენებლობის შესახებ არაა გასაიდუმლოებული. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული.

პროექტს სასტუმროების ქსელის მართვის ოპერატორი BEST WESTERN და სამშენებლო კომპანია "ტიფლის დეველოფმენტი" ერთობლივად ახორციელებენ.

"პარტიზანმა მებაღეებმა" დოკუმენტის მოძიება შეძლეს, სადაც გარკვევით წერია, რომ "ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახური თანახმაა მოჭრას აღნიშნული ხე-მცენარეები 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით." დოკუმენტს ხელს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი ქორქაშვილი აწერს.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს თბილისის მერიის ეკოლოგის და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი. როგორც მან Ambebi.ge-ს აცნობა, სასტუმროს მშენებლობა არა უშუალოდ ვაკის პარკის, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი სასტუმრო "ბუდაპეშტის" ტერიტორიაზეა დაგეგმილი:

"პარტიზანი მებაღეები" რატომღაც ვაკის პარკის ტერიტორიის გაჩეხვის საფრთხეზე საუბრობენ, არადა ეს ტერიტორია ვაკის პარკს არ ეკუთვნის. არავითარი გაჩეხვის საფრთხე არ არსებობს. გამწვანების სამსახურმა მხოლოდ 5 ძირი ხის მოჭრის ნებართვა გასცა. სხვაგვარად იქ მშენებლობის დაწყება შეუძლებელი იქნებოდა",- აღნიშნა გიორგი ქორქაშვილმა.

რაც შეეხება "პარტიზანი მებაღეების" პოზიციას, ისინი ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად დაცული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის სტატუსის მოხსნას მიიჩნევენ:

"ხელს გვიშლის ის ფაქტი, რომ ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებული მიწა კერძო საკუთრებაშია. ბერლინელი და ჩეხი ურბანისტები გვეხმარებიან კანონმდებლობის შემუშავებაში, რომლის მიხედვითაც სარეკრეაციო ზონებისთვის სტატუსის მოხსნა კატეგორიულად აკრძალული იქნება",- განაცხადა "პარტიზანი მებაღეების" იდეის ავტორმა, ნატა ფერაძემ.

"გადავარჩინოთ ვაკის პარკი" - ამ ლოზუნგით პარტიზანი მებაღეები მოქალაქეებს კვირას, 3 საათზე მერიასთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში სარეკრეაციო ზონები საგრძნობლად შემცირდა. გამწვანებულ ტერიტორიებსა და პარკებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მრავალი ასწლოვანი ნარგავი შეეწირა. 8 ივლისს ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე 42 ხე მოიჭრა, კუს ტბის ფერდობზე რესტორნის მშენებლობას კი შედეგად ე.წ. ციყვების ტერიტორიის მწვანე ნარგავებისგან გასუფთავება მოჰყვა.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია