საამაყო წლის ამბავი: დმანისი 2013 წლის მსოფლიოს მთავარ სამეცნიერო აღმოჩენებში

საამაყო წლის ამბავი: დმანისი 2013 წლის მსოფლიოს მთავარ სამეცნიერო აღმოჩენებში

რუსული საიტი factroom.ru 2013 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენების რეიტინგს აქვეყნებს, რომელთა შორის დმანისში აღმოჩენილი თავის ქალა მოხვდა.

1. "ვოიაჯერ 1" მზის სისტემას გასცდა

მზის სისტემიდან გასვლა არ შეიძლება ჩვეულებრივ მიღწევად ჩაითვალოს. 36 წლის განმავლობაში NASA -ს კოსმოსური აპარატი "ვოიაჯერ -1" მზესა და მას შორის მანძილს ზრდიდა. მას იგი 17 კმ/სთ-ს სიჩქარით შორდებოდა. მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან "ვოიაჯერ- 1" ჰელიოსფეროს პერიფერიას მიაღწევდა, რომელიც მზის სისტემას არტყამს გარს და მის საზღვრებს განსაზღვრავს, მაგრამ როდის გადაკვეთდა ამ ბარიერს, დაზუსტებით ცნობილი არ იყო.

გაურკვევლობის რამდენიმე თვის შემდეგ, წელს სექტემბერში NASA-მ ოფიციალური განცხადება გააკეთა: "ვოიაჯერ-1" ადამიანის მიერ შექმნილი პირველი ობიექტია, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში გავიდა".

2. დნმ-ში მოკლე პალინდრომული გამეორებები (CRISPR) აღმოაჩინეს.

3. ირმის ნახტომი ცხოვრებისთვის გამოსადეგი პლანეტებით სავსეა

ნოემბერში ასტრონავტებმა განაცხადეს, რომ ირმის ნახტომის ვარსკვლავების 22%-ს საკუთარი ორბიტების გარშემო პოტენციურად საცხოვრებლად გამოსადეგი პლანეტები აქვთ.

შორეული პლანეტების ზომა დედამიწისას უტოლდება. ეს შესანიშნავი ფაქტი აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ჩვენს გალაქტიკაში 2 მლნ-ზე მეტი ცხოვრებისთვის გამოსადეგი პლანეტა არსებობდეს, ხოლო უახლოესი ასეთი პლანეტა დედამიწიდან მხოლოდ 12 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობდეს.

შესაძლოა, იქ დედამიწის ტყუპისცალი არსებობდეს. ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ამის გასარკვევად ტელესკოპ "კეპლერის" წყალობით, სპეციალისტებმა ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღეს, საჭიროა მხოლოდ მათი გაანალიზება. 

4. ინტერფეისი ტვინი-ტვინთან

ჯერ კიდევ თებერვალში მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ორ თაგვის ტვინს შორის კავშირი წარმატებით განახორციელეს:  ერთი თაგვის ტვინიდან სიგნალები მეორე თაგვს რეალურ დროში რთული დავალებების გადაწყვეტაში დაეხმარნენ. ამასთან, ცხოველები ერთმანეთისგან 100 კილომეტრის მოშორებით იყვნენ.

რამდენიმე თვის შემდეგ ასეთი კავშირი ადამიანისა და თაგვის ტვინებს შორის დამყარდა, ხოლო მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მეცნიერებმა ორი ადამიანის ტვინებს შორის კავშირის დამყარება შეძლეს და პირველი წარმატებული ექსპერიმენტის შედეგები გამოაქვეყნეს.

5. დედამიწის კიდეზე ცხოვრება არსებობს

ტბა უილანსში ცხოვრება არსებობს. მილიონობით წელი თხევადი წყლით სავსე პაწაწინა ტბა ანტარქტიდის როსის შელფური მყინვარის ქვეშ ასობით მეტრის სიღრმეში გარესამყაროს მოწყვეტილი იყო და მისი სიღრმის შესწავლის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობდა.

წელს მკვლევარების ჯგუფმა მონტანას შტატის უნივერსიტეტის გლაციოლოგ ჯონ პრისკუს ხელმძღვანელობით უილანსის ტბამდე გვირაბის გაბურღვა და სიცოცხლის პოვნა შეძლეს. შედეგად, პრისკუ და მისი კოლეგები პირველი ადამიანები გახდნენ, რომელთაც დედამიწის კიდეზე ცოცხალი ორგანიზმები აღმოაჩინეს.

6. ექიმებმა აივ-ინფექსიით დაავადებული ბავშვი განკურნეს, რომელიც ავადმყოფი დაიბადა

მარტში ექიმებმა მედიცინაში გრანდიოზული შემთხვევის შესახებ განაცხადეს - ბავშვის აივ-ინფექციისგან განკურნება მოხერხდა. დოქტორმა დებორა პერსომ ამის შესახებ მოხსენება

რეტროვირუსულ და ოპორტუნისტული ინფექციების ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინა.

7. ახლახან აღმოჩენილმა თავის ქალებმა შესაძლოა, კაცობრიობის ევოლუციური ხე შეამცირონ

საქართველოში, დმანისში 1,8 მლნ წლის წინანდელი შესანიშნავად შემონახული თავის ქალა აღმოჩნდა.

შესაძლოა, აღმოჩნდეს დასტური იმისა, რომ Homo-ს გვარის ევოლუციურ ხეს იმაზე ნაკლები ტოტი აქვს ვიდრე ადრე ითვლებოდა. დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ქართველ ანთროპოლოგ დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, მკვლევართა ჯგუფმა ისტორიაში პირველი, შესანიშნავად შემონახული ჰომინიდიის თავის ქალა იპოვეს.

თუ ამ თავის ქალას ოთხ სხვას შევადარებთ, რომლებიც იქვე შორიახლოს იპოვეს, ნათელი გახდება, რომ ჰომოს ყველაზე ადრეული ცნობილი წევრები (Homo habilis, Homo rudolfensis და Homo erectus ) ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან.

სრულიად შესაძლოა, ისინი ერთი პოპულაციისა და ერთი სახეობის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.

ეს აიძულებს მეცნიერებს, გააანალიზონ დამკვიდრებული მოსაზრებები ადრეული ჰომოს რამდენიმე სახეობის არსებობის შესახებ.

8. ნევროლოგებმა ტვინი უხილავი გახადეს

ახალი ტექნოლოგიები მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ტვინის ნივთიერება სრულიად გამჭვირვალე გახადონ. ეს ნეიროანატომიის დარგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ბოლო ათწლეულების მანძილზე.

9. მარსზე მავალმა Curiosity-მა დაამტკიცა, რომ მარსზე ოდესღაც სიცოცხლე იყო

მარტში NASA-ს მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ტკიცებულები იმისა, რომ მარსზე ოდესღაც სიცოცხლე იყო. წელს Curiosity-იმ გეილის კრატერში ძველი მდინარის კალაპოტის შორიახლოს დანალექი ქანების რამდენიმე ნიმუში გაბურღა. ამ ადგილებში არის მთელი რიგი ხაზები, რომლებიც დამშრალი მდინარეების კალაპოტებს ჰგავს, რაც შესაძლოა ადასტურებდეს, რომ პლანეტაზე ოდესღაც წყალი იყო.

10. გენომის ანონიმურობის სიკვდილი

ცოტა რამ თუ შეიძლება იყოს მსოფლიოში იმაზე პირადული, ვიდრე თქვენი დნმ-ი. ამ მიზეზით ისეთ პროექტებში, როგორიც ადამიანთა გენომის მონაცემთა ბაზაა, ყოველთვის პატივისცემით ექცეოდნენ მონაწილეთა პირად ცხოვრებას.

ფიზიკური პირების ინდივიდუალური მახასიათებლების შესწავლისას, მათ მიერ ნაჩუქარი დნმ-იდან მკვლევარები "გენომის ანონიმურობის" სტანდარტს იცავდნენ. ეს დღეები ახლა ოფიციალურად დასრულდა.

იანვარში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ საკუთარი გენომის გამღები მოხალისეების მსგავსება შეიძლება მხოლოდ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისას განისაზღვროს.

პროექტის წამყვანი მკვლევარი იანივ ერლიჰი მოყვა, როგორ მუშაობს ეს მეთოდი, მისი აღმოჩენის შედეგები განმარტა და ისაუბრა იმაზე, თუ რატომ შეიძლება შეცვალოს ამან ჩვენი დამოკიდებულება გენეტიკური მონაცემებისადმი.

მომზადებულია factroom.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია