კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბა, ჰო­როს­კო­პე­ბის რწმე­ნა და აზარ­ტად ქცე­უ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი

კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბა, ჰო­როს­კო­პე­ბის რწმე­ნა და აზარ­ტად ქცე­უ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის გარ­და, არ­სე­ბობს აზარ­ტის სხვა სა­ხის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბიც. მა­გა­ლი­თად, ჰო­როს­კო­პე­ბი­სა და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის მკითხა­ო­ბით, სე­რი­ა­ლე­ბით ან კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბით გა­ტა­ცე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეკ­ლე­სი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ საკ­მა­ოდ ხში­რად გვე­კითხე­ბი­ან ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლე­ბიც...

დე­კა­ნო­ზი და­ვით ქვლი­ვი­ძე:

- სა­ერ­თოდ, თა­მა­შით გა­მო­ხა­ტუ­ლი უნ­და იყოს სიყ­ვა­რუ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი კი აუცი­ლებ­ლად აღ­ძ­რავს ჟინს, ვნე­ბას, მრის­ხა­ნე­ბას, ხში­რად მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის მი­მართ სი­ძულ­ვილს, შუღ­ლ­სა და მტრო­ბა­საც კი. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თა­მა­ში ფულ­ზეა. წა­გე­ბულს ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად სძულს მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე, რომ მის სიკ­ვ­დილ­საც ნატ­რობს, რა­თა ფუ­ლი არ მი­უ­ტა­ნოს. არც მო­გე­ბას მო­აქვს თუნ­დაც მი­წი­ე­რი სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა. მქო­ნია მო­თა­მა­შე­ებ­თან სა­უ­ბა­რი და ყვე­ლა ამ­ბობს, რომ მო­გე­ბის დროს სი­ხა­რულს ვერ გრძნობს. ეს ხალ­ხი აზარ­ტის ვნე­ბით არის შეპყ­რო­ბი­ლი. ქრის­ტი­ა­ნის უმ­თავ­რე­სი საქ­მე ლოც­ვა და ღვთივ­სათ­ნო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბაა. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში, თუნ­დაც სა­მა­გი­დო, ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ღვთის ნე­ბას, ამი­ტომ ყვე­ლა­ნა­ი­რად უნ­და ვე­ცა­დოთ, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი დრო და­ვუთ­მოთ გარ­თო­ბა­სა და თა­მაშს. თუ ადა­მი­ანი ღვთის­კენ ის­წ­რაფ­ვის, თან­და­თან გა­იზ­რ­დე­ბა სუ­ლი­ე­რად და თა­ვის­თა­ვად გა­უქ­რე­ბა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სურ­ვი­ლიც. რაც შე­ე­ხე­ბა `კარტს~, ვი­მე­ო­რებ, რომ ეს მის­ტი­კუ­რი თა­მა­შია და ქრის­ტი­ანს ბან­ქოს ხელ­ში აღე­ბაც კი ეკ­რ­ძა­ლე­ბა.

- რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს ქრის­ტი­ანს სე­რი­ა­ლე­ბის მი­მართ?

- სე­რი­ა­ლე­ბის წყა­ლო­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ­თ­ვის მი­სა­ღე­ბი ხდე­ბა უცხო ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბის წე­სი, უცხო ხალ­ხის ტრა­დი­ცი­ე­ბი. ეს ქვეყ­ნი­სა და ერის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თუ­ლი დი­ვერ­სიაა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მარ­თ­ლაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია შეპყ­რო­ბი­ლი სე­რი­ა­ლე­ბის აზარ­ტით. ვერც აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ ცოდ­ვა­ში ვარ­დე­ბი­ან. მე­ტიც, შე­მო­გე­და­ვე­ბი­ან კი­დეც - მე­რე რა მოხ­და, ჩვენ ხომ ასე არ ვი­ზამთ, ამას არ გა­ვა­კე­თებ­თო. ვერ ვიტყ­ვით, რომ სე­რი­ა­ლე­ბი ზრდას­რულ თა­ო­ბა­ზე არ ახ­დე­ნენ უარ­ყო­ფით და დამ­ღუპ­ველ გავ­ლე­ნას. არ­სე­ბობს შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც სის­ხ­ლით ნა­თე­სა­ვე­ბი ამ­ყა­რე­ბენ ერ­თ­მა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. სე­რი­ა­ლე­ბი არის სუ­ლი­ე­რი შხა­მი, ოღონდ ჩვე­ნამ­დე ლა­მა­ზად მო­ტა­ნი­ლი.

- არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნე­ტე­ბის, წიგ­ნე­ბი­სა თუ სხვა ნივ­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბით არი­ან გა­ტა­ცე­ბულ­ნი. კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბაც ხომ ერ­თ­გ­ვა­რი აზარ­ტია, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­სარ­გებ­ლო ნივ­თე­ბის კო­ლექ­ცი­ას აგ­რო­ვებს.

- თუ ადა­მი­ა­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის, ეკ­ლე­სი­ის­თ­ვის მი­სა­ღებ და ერის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო ნივ­თე­ბის ან წიგ­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ას აგ­რო­ვებს, ეს არ ეკ­რ­ძა­ლე­ბა, მაგ­რამ კო­ლექ­ცია კერ­პად არ უნ­და აქ­ცი­ოს. ზო­გი­ერთს იმ­დე­ნად უყ­ვარ­დე­ბა შეგ­რო­ვი­ლი ნივ­თე­ბი, რომ მათ გა­მო ყვე­ლაფ­რის დათ­მო­ბა შე­უძ­ლია. რო­დე­საც ასე ხდე­ბა, კერ­პ­თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლო­ბის ცოდ­ვა­ში ვცვივ­დე­ბით, რაც ერთ-ერ­თი უმ­ძი­მე­სი ცოდ­ვაა.

- ჰო­როს­კო­პე­ბის შე­სა­ხე­ბაც ვი­სა­უბ­როთ. ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის მი­მართ რწმე­ნაც ერ­თ­გ­ვა­რი აზარ­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. მა­თი არა­ერთ ადა­მი­ანს სწამს.

- ჰო­როს­კო­პე­ბი, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს იღებს წარ­მარ­თუ­ლი, კერ­­პ­თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლუ­რი რე­ლი­გი­ე­ბი­დან - ბუ­დიზ­მი­დან, ინ­დუ­იზ­მი­დან და აღ­მო­სავ­ლუ­რი რე­ლი­გი­ე­ბი­დან, უდი­დე­სი სიც­რუეა. წარ­მარ­თ­თა ღმერ­თ­ნი ვი­ცით, რომ ეშ­მაკ­ნი არი­ან. ჰო­როს­კო­პე­ბიც ეშ­მა­კის სწავ­ლე­ბა­ზე, სიც­რუ­ე­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჰო­როს­კო­პი პირ­ვე­ლად გაჩ­ნ­და მე­ფე ლა­შა-გი­ორ­გის დროს. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში მო­იხ­სე­ნი­ე­ბა პირ­ვე­ლად `ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში~: `უ­ჩინ­მა­ჩი­ნე­ბი გა­მოჩ­ნ­დ­ნენ (სა­უ­ბა­რია მონ­ღო­ლებ­ზე), რო­მელ­თათ­ვი­საც ზე­ცა თორ­მეტ ნა­წი­ლად არის და­ყო­ფი­ლი. იქი­დან ადა­მი­ა­ნის ბედს აგე­ბენ და ეშ­მაკს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან~. მი­ი­ღო თუ არა ქარ­თ­ველ­მა კაც­მა სწავ­ლე­ბა ჰო­როს­კო­პე­ბის შე­სა­ხებ, და­იწყო სუ­ლი­ე­რი და­ცე­მაც... წმინ­და წე­რი­ლი გვას­წავ­ლის, - ღმერ­თ­მა ადა­მი­ა­ნი შექ­მ­ნა ხა­ტად და მსგავ­სად თვის­სა. ანუ რო­გორც ღმერ­თია თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­სე­ბა, ასე­ვე თა­ვი­სუ­ფალ არ­სე­ბად შექ­მ­ნა ადა­მი­ა­ნიც. ჰო­როს­კო­პე­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­დის, რომ ღმერ­თი წი­ნას­წარ გეგ­მავს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას და ჩვენ ვი­ცით, რა გვე­ლო­დე­ბა მო­მა­ვალ­ში. მა­შინ რის­თ­ვის ვლო­ცუ­ლობთ და ვითხოვთ ღვთის­გან წყა­ლო­ბა­სა და მადლს ან სხვა მცნე­ბებს რა­ტომ ვას­რუ­ლებთ? ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­სე­ბაა და თვი­თონ­ვე არის შე­მოქ­მე­დი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­სა. ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით კი გა­მო­დის, რომ ჩვენ თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­სე­ბე­ბი კი არა, რო­ბო­ტე­ბი ვყო­ფილ­ვართ. ასე­ვე, თუ ვი­ცით, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, ისიც უნ­და ვი­ცო­დეთ, სა­მოთხე­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბით თუ ჯო­ჯო­ხეთ­ში. თუ ცოდ­ვას ჩა­ვი­დენთ, ეს ჩვე­ნი კი არა, ღმერ­თის ბრა­ლი ყო­ფი­ლა, ღმერ­თი ყო­ფი­ლა დამ­ნა­შა­ვე ჩვენს უკე­თურ საქ­მე­ებ­ში და არა - ჩვენ. ნა­ხეთ, სა­დამ­დე მიჰ­ყავს ჰო­როს­კო­პე­ბის რწმე­ნას ადა­მი­ა­ნი. კი­დევ ერთ ფაქ­ტ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა: ვთქვათ, გე­მი იძი­რე­ბა ან სხვა სა­ხის კა­ტას­ტ­რო­ფა ხდე­ბა. ჰოროს­კო­პის ენით თუ ვიტყ­ვით, იმ გემ­ში სხვა­დას­ხ­ვა ვარ­ს­კ­ვ­ლავ­ზე, სხვა­დას­ხ­ვა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის­თ­ვის ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით ეს დღე ბედ­ნი­ე­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ზო­გის­თ­ვის კი - უბე­დუ­რი. კა­ტას­ტ­რო­ფის დღეს კი ყვე­ლა­ნი ერ­თად იხო­ცე­ბი­ან. ამას ერ­თა­დერ­თი ახ­ს­ნა აქვს - ეშ­მა­კის­გან მო­გო­ნი­ლი სიც­რუეა.

- ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი თავ­და­ვიწყე­ბი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის მკითხა­ო­ბით.

- სხვა­დას­ხ­ვა ჯუ­რის მკითხა­ვებს, მის­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ბო­რო­ტი სუ­ლე­ბი აწ­ვ­დი­ან და ადა­მი­ა­ნებს გა­დას­ცე­მენ. მათ­თან კონ­ტაქ­ტი და­უშ­ვე­ბე­ლია. მათ­თან ოთახ­ში შეს­ვ­ლა­საც კი უნ­და მო­ვე­რი­დოთ, რად­გან იქ ბო­რო­ტი სუ­ლე­ბის მოწ­ვე­ვის ად­გი­ლია, სა­დაც მათ­თან კონ­ტაქ­ტი მყარ­დე­ბა. რო­გორც ტა­ძა­რია ღვთის სახ­ლი და იქ ან­გე­ლო­ზე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან, ასე­ვე არის მის­ნე­ბი­სა და მკითხა­ვე­ბის სამ­ყო­ფე­ლი ეშ­მა­კის სახ­ლი. ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა­ფე­რი ბო­რო­ტე­ბი­თა და უკე­თუ­რე­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ალ­ბათ ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, რას მო­ი­წევს მკითხავ­თ­მორ­წ­მუ­ნე და მათ­თან `პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად~ მი­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი.

- მარ­თა­ლია ვნე­ბებს, მათ შო­რის აზარ­ტის ვნე­ბა­საც ეშ­მა­კი აღ­გ­ვიძ­რავს, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნი მის ნე­ბას არ დაჰ­ყ­ვა, ძა­ლით ცოდ­ვას ხომ ვერ ჩა­ა­დე­ნი­ნებს...

- ცხა­დია, თუ ჩვე­ნი ნე­ბა არ იქ­ნე­ბა, ბო­როტ სულს ძა­ლით ზე­მოქ­მე­დე­ბა არ შე­უძ­ლია. თა­ვის მი­ზანს ვერ მი­აღ­წევს. ეშ­მა­კი ჩვენ­ში მხო­ლოდ უკე­თურ სურ­ვი­ლებს აღ­ძ­რავს. ბო­როტ იმ­პულ­სებს გვაწ­ვ­დის. თუ ავ­ყ­ვე­ბით, მის ბა­დე­ში ვეხ­ვე­ვით. თავს სა­კუ­თა­რი ნე­ბით ვა­ბა­რებთ ეშ­მაკს. ბო­როტ სულს არა თუ ადა­მი­ან­ზე ძა­ლა­დო­ბა, პი­რუტყ­ვებ­ში შეს­ვ­ლაც კი არ შე­უძ­ლია. ამის უფ­ლე­ბაც არა აქვს. სა­ხა­რე­ბი­დან ვი­ცით, რომ რო­დე­საც ერთ-ერ­თი ადა­მი­ა­ნის­გან ეშ­მაკ­თა ლე­გი­ო­ნი გა­მო­დის, ბო­რო­ტი სუ­ლე­ბი მაცხო­ვარს სთხო­ვენ, ღო­რე­ბის კოლ­ტ­ში შეს­ვ­ლის უფ­ლე­ბა მა­ინც მოგ­ვე­ციო და მხო­ლოდ მი­სი ნე­ბარ­თ­ვის შემ­დეგ აკე­თე­ბენ ამას. ასე რომ, თუ ჩვე­ნი ნე­ბა არ იქ­ნე­ბა, არც ერთ ცოდ­ვა­ში არ ჩავ­ც­ვივ­დე­ბით.

აქ­ტუ­ა­ლუ­რი კითხ­ვე­ბი

- ერ­თი წე­ლია, ჩე­მი შვი­ლი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ვა - თმა გა­ი­ზარ­და, შა­ვი სა­მო­სის ჩაც­მა და­იწყო, ხა­ტებს შე­უ­რაცხ­ყოფს. თა­ვი­სი­ვე მსგავ­სი მე­გო­ბა­რი ჰყავს და ყვე­ლა­ფერს მას უჯე­რებს. მირ­ჩი­ეთ, რო­გორ მო­ვიქ­ცე, რო­გორ და­ვეხ­მა­რო?

- რო­გორც წმინ­და წე­რი­ლი­დან ვი­ცით, მშობ­ლის ლოც­ვას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლა შეს­წევს. თქვენ პი­რა­დად უნ­და მი­მარ­თოთ მოძღ­ვარს და აიღოთ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა, რო­მე­ლი ლოც­ვე­ბი იკითხოთ თქვე­ნი შვი­ლის შე­წევ­ნის­თ­ვის. უპირ­ვე­ლე­სად, თა­ვად უნ­და იცხოვ­როთ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბით, რა­თა უფალ­მა თქვე­ნი ლოც­ვა შე­ის­მი­ნოს, თქვენს შვილს მო­ხე­დოს და გა­მო­იყ­ვა­ნოს ამ მდგო­მა­რეო­ბი­დან.

- მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ უნ­და ვი­კითხო წმინ­და წე­რი­ლი?

- თუ თქვენ გა­ინ­ტე­რე­სებთ ეკ­ლე­სი­ის აზ­რი ამა­ზე და სურ­ვი­ლი გაქვთ, ბიბ­ლია იკითხოთ ისე, რო­გორც ეკ­ლე­სი­ურ­მა ადა­მი­ან­მა, ამას­თან შე­ი­მეც­ნოთ, გა­ი­გოთ მი­სი ჭეშ­მა­რი­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ჯერ უნ­და ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა და­იწყოთ, - აიყ­ვა­ნოთ სუ­ლი­ე­რი მოძღ­ვა­რი (თუ, რა თქმა უნ­და, ჯერ კი­დევ არ გყავთ) და შემ­დეგ მოძღ­ვ­რის­გან აიღოთ კურ­თხე­ვა და მი­თი­თე­ბე­ბი, რო­გორ იკითხოთ წმინ­და წე­რი­ლი. ხო­ლო თუ ბიბ­ლი­ას უდ­გე­ბით რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ წიგნს, მა­შინ თქვე­ნი პი­რა­დი გა­და­საწყ­ვე­ტია, რო­გორ წა­ი­კითხავთ მას.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა ქორ­წი­ნე­ბა, თუ ქა­ლი ვა­ჟის დის ნათ­ლი­ის შვი­ლია?

- მათ შო­რის ქორ­წი­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ისი­ნი ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის ისე­თი­ვე ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან სუ­ლი­ე­რად, რო­გორც ხორ­ცი­ე­ლი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ან ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა ნათ­ლი­ის მა­მი­და­ზე ქორ­წი­ნე­ბა?

- შე­იძ­ლე­ბა.

შო­რე­ნა მერ­კ­ვი­ლა­ძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია