ცოტნე გამსახურდიას ყოფილი ცოლი ჩინეთში წარმატებული მოდელია

ცოტნე გამსახურდიას ყოფილი ცოლი ჩინეთში წარმატებული მოდელია

"რეიტინგის" გასულ ნომერში ჩინეთში მომუშავე ქართველ მოდელ ნანუკა ტორონჯაძესთან ინტერვიუ დაიბეჭდა. ნანუკამ გვითხრა, რომ მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მოდელი სოფია ჩიკვილაძე ცხოვრობდა. საზოგადოება სოფიას იცნობს, როგორც ცოტნე გამსახურდიას ყოფილ მეუღლეს, თუმცა თავადაც ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ მისი ეს სტატუსი მეორე მხარეს აღიზიანებდა. სოფიასა და ცოტნეს ორი საერთო შვილი ჰყავთ, მაგრამ დღეს მათ შორის არანაირი ურთიერთობა არ არის. ინტერვიუ გუანჯოუში მცხოვრებ მოდელთან "სკაიპის" საშუალებით ჩავწერეთ.

- სოფია, როგორ მოხვდი ჩინეთში?

- ერთ-ერთმა სააგენტომ შემომთავაზა და ამ წინადადებაზე დიდხანს არც მიფიქრია. თავიდან არ მქონდა მაღალი ანაზღაურება, ათას დოლარზე იყო საუბარი. კლუბში ჩვენებებზე უნდა გამოვსულიყავი. სხვათა შორის, საქართველოში ჩინეთზე ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ, მაგრამ თუ ნამდვილი მოდელი არ ხარ, ბოლომდე დარჩები კლუბში. მე იქ მხოლოდ ორი კვირა გამოვდიოდი, შემდეგ საკმაოდ კარგ სააგენტოსთან გავაფორმე ხელშეკრულება და საცხოვრებლად გუანჯოუში გადმოვედი. ხელფასიც უფრო მაღალი მქონდა. ახლა "ბუქმეიქერები" მიკავშირდებიან და შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს სხვადასხვა ფოტოსესიაში მონაწილეობაზე, კორპორატიულ ღონისძიებებზე, ფეშენშოუებზეც გამოვდივარ, ოღონდ არა ღამის კლუბში. აქ ზოგიერთ ადამიანს უნდა, რომ წვეულებაზე ჰქონდეს ფეშენშოუ.

- რამდენი ხანია, რაც ჩინეთში ხარ?

- ერთი წელიწადია და ყველაზე მეტად ბავშვების გარეშე მიჭირს. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, მაგრამ იმდენი გადაღება მაქვს, ვცდილობ, ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. მე აქ ტურისტული ვიზით არ ვცხოვრობ, ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მაქვს, თუმცა ბევრ გოგონას სწორედ ვიზის გამო ექმნება პრობლემები. მე ეს პრობლემა მოგვარებული მაქვს.

- ჩინელებს საქართველოზე როგორი წარმოდგენა აქვთ?

- ასი ჩინელიდან ერთს თუ მიახვედრებ, რომ საქართველო ქვეყანაა. ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები სააკაშვილით ხვდებიან, რომელი ქვეყანაა საქართველო. რუსი და უკრაინელი გოგონები ჩვენზე, ქართველებზე აფანატებენ. თებერვლის დასაწყისში უნივერსიტეტში სწავლას ვიწყებ, ჩინური ენა და ლიტერატურა უნდა შევისწავლო. ზაფხულში ორი კვირით ჩამოვალ, ბავშვების გარეშე არ შემიძლია. ერთი პერიოდი მათ ჩამოყვანაზეც ვფიქრობდი, მაგრამ იმდენი გადაღება მაქვს და ისეთი გრაფიკი, რომ გამიჭირდება. დაახლოებით ორი-სამი წელიწადი აქედან წამოსვლას არ ვაპირებ.

- საინტერესო ფოტოსესიებში მიიღე მონაწილეობა, ერთი მეტ-ნაკლებად თამამიც იყო...

- ერთი ფოტოსესია ნიუიორკული ჟურნალისთვის მქონდა, სჭირდებოდათ დიდთვალება ლამაზი გოგონა, რომელიც სხვადასხვა როლს მოირგებდა. ასეთი მე გამოვდექი (იცინის). რაც შეეხება ჩემი და ნანუკას ფოტოებს, მანდ არაფერია პროვოკაციული. ასეთი ფოტოები არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ მაგაზე თამამ ფოტოებს არ გადავიღებ. ჩინეთში წარმატებული მოდელი ნიშნა-ვს, რომ გიღებენ კატალოგებისთვის, დადიხარ კასტინგებზე და გაქვს ფასიანი ფოტოსესიები. აქ მეტს ვერაფერს მიაღწევ, ვარსკვლავი ვერ გახდები. რაც შეეხება უფრო მეტად გაშიშვლებას, რაღაც ეტაპზე უნდა იყო თამამი ადამიანი, რომ ეს გარისკო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია