დედა პარასკევა - მამა გაბრიელთან დაკავშირებით ხილვა ან გამოცხადება არ მქონია

დედა პარასკევა - მამა გაბრიელთან დაკავშირებით ხილვა ან გამოცხადება არ მქონია

მამა გაბრიელის საფლავს ვთხოვე, რომ ხალხისთვის სურვილები შეესრულებინა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მცხეთის დედათა მონასტერის მონაზონმა, დედა პარასკევამ განუცხადა. მისი თქმით, არ ყოფილა არც გამოცხადება და არც ხილვა. "მამა გაბრიელის საფლავზე ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. შეწუხებულები იყვნენ ეს ადამიანები და ვთხოვე მამა გაბრიელს, რომ შეესრულებინა მათი სურვილები სადიდებლად ღვთისა და რაღაც ისეთი მოეხდინა ერში, რომ გამოცოცხლებულიყო, გამხიარულებულიყო საქართველო და გაძლიერებულიყო სარწმუნოებაში. მოხდა სასწაული და ამდენი ადამიანი მოვიდა ჩვენთან. 31 დეკემბერს ვთხოვე მამა გაბრიელს საფლავზე, რომ შეგვწეოდა და დაგვხმარებოდა", - აცხადებს დედა პარასკევა.

მან ისიც აღნიშნა, რომ მამა გაბრიელი ყოველთვის ახდენს სასწაულებს და ეს კონკრეტულ დღეზე დამოკიდებული არ არის.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სამთავროს დედათა მონასტერში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. იქ მისულთა თქმით, დედა პარასკევას ჰქონდა გამოცხადება, ხილვა - მან ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან, ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება.

ხალხის სიმრავლის გამო, დედათა მონასტერთან მისასვლელ გზებზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებდა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია