დეფი: გაოგნებული დავრჩი წარმოუდგენელი ზიზღით, რომლითაც საზოგადოებამ დამაჯილდოვა (+VIDEO)

დეფი: გაოგნებული დავრჩი წარმოუდგენელი ზიზღით, რომლითაც საზოგადოებამ დამაჯილდოვა (+VIDEO)

Ambebi.ge ახალი რუბრიკით, რომლის მიზანი მკითხველისთვის საინტერესო ადამიანების საინტერესო სახლების ჩვენებაა, პოეტს, რომანისტს, პერფორმერს და მულტიმედია არტისტს, დავით დეფის ესტუმრა. მკითხველი მალე იხილავს მულტიმედია რეპორტაჟს მისი სახლიდან, მანამდე კი ინტერვიუდან იმ ეპიზოდს გთავაზობთ, რომელშიც მწერალი საუბრობს, თუ რა გავლენას იქონიებს ბოლო წლების ქართული სოციალური თუ პოლიტიკური ყოფა მის ლიტერატურაზე. გაეცნობით მის შეხედულებას ახალი თუ ძველი ხელისუფლების მიმართ და ამასთან, გაიგებთ, თუ რას ფიქრობს დეფი საზოგადოების ერთ ნაწილში მის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაზე. "გაოგნებული დავრჩი ჩემდამი რაღაც წარმოუდგენელი ზიზღით, რომლითაც საზოგადოებამ მე დამაჯილდოვა,"- ამბობს დეფი.

"ბოლო რომანი, "დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება" არის სწორედ ბოლო მიჯნაზე დაწერილი. ამბავი ვითარდება 2010 წლიდან 2013-მდე. რომანის მოქმედი გმირი მუსიკოსია. სანამ ამ რომანს დავწერდი, ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ჩემში გაიარა და ეს ჩემში იყო კატასტროფა - 2012 წლის არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ნაჩვენები ეს შემზარავი კადრები, ეს იყო გამანადგურებელი. ბუნებრივია, ერთი-ორი დღე დამჭირდა, რომ ტვინს ოდნავ მაინც დაესვენა, იმიტომ რომ, ისეთი დეპრესია დამეწყო, რომ სახლიდანაც არ მინდოდა გასვლა და დავიწყე ამ ყველაფრის ანალიზი - რა მოხდა, რა შეიძლება მომხდარიყო და დაგვირგვინება, დიდი ეპოქა დასრულდა დრამად... საშინელი, ანტიჰუმანური დრამა გათამაშდა".

თუმცა ამის მიუხედავად, დეფი მედლის მეორე მხარესაც ხედავს და აფიქრებს ის, თუ რა გზით მოვიდა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში.

"ეს არის პრობლემა ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, კვლევის საგანი: რა ხალხია, რა პოლიტიკოსები არიან ერთად შეკრებილი, რა განვითარების, რა IQ-ს, რა სულის, და რა სურვილების პატრონები... ეს ცალკე თემაა", - ამბობს დეფი.

ასევე დაგაინტერესებთ: "ჩემსკენ როდესაც გაიშვერენ ხელებს და იტყვიან, რომ მე ბინძური ვარ, ჯერ საკუთარი ხელების სისუფთავეში დარწმუნდნენ" - დეფი ახალ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ხელოვანებზე

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია