ქალაქში გავრცელდა ჭორი, რომ ყოფილი მერის მეუღლემ, ლელა კილაძემ კინოპროდიუსერ გუკა რჩეულიშვილთან ერთად საქართველო დატოვა და სავარაუდოდ, მას ცოლად გაჰყვა. Ambebi.ge ჭორის გადასამოწმებლად გუკა რჩეულიშვილის მეგობარს, მსახიობ მიშა მესხს დაუკავშირდა.
- მიშა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუკა რჩეულიშვილმა ყოფილი მერის, გიგი უგულავას მეუღლესთან, ლელა კილაძესთან ერთად, საქართველო დატოვა და ლელა გუკას ცოლად გაჰყვა.
- რა სისულელეა... სრული დეგენერატობაა.
- სად არის ამ წუთას გუკა? საქართველოშია?
- დღეს არ მინახავს, მე ავად ვარ, გუშინწინ ერთად ვიყავით. ახლა არ ვიცი, სად არის...
- თბილისშია?
- კი.
- ე.ი. ნუცა არ მიუტოვებია?
- ხომ გითხარით, სისულელეა-მეთქი? რატომ მალაპარაკებთ ამდენს?!
ასევე დაგაინტერესებთ: გიგი უგულავას და ლელა კილაძის ოჯახური ალბომი (+30 ფოტო)