ვაკის პარკში შეკრებილი მოქალაქეები სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

ვაკის პარკში შეკრებილი მოქალაქეები სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ

ვაკის პარკში შეკრებილი მოქალაქეები სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. მოქალაქეთა ჯგუფს მიტანილი აქვს აპარატურა და აქცია მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ ბაქრაძემ განუცხადა, აქციები მომავალშიც იქამდე გაგრძელდება, სანამ შედეგი მიღწეული არ იქნება.

"ჩვენ დღეს ვაკის პარკში შევიკრიბეთ. აქციის მიზანია, ჩვენმა პროტესტმა, სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით შედეგი გამოიღოს. ამ სასტუმროს მშენებლობით ვაკის პარკს საფრთხე ემუქრება; საფრთხე ემუქრება ხეების გაჩეხვას. ასევე, დიდი ზიანი მიადგება პარკს, სასტუმროს გარდა, პარკირების ადგილითაც", - განაცხადა ბაქრაძემ.

აქციაზე იმყოფება ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილიც. მისი თქმით, ის დღეს აპროტესტებს იმ უმსგავსობას, რაც ვაკის პარკში ხდება.

"ფაქტობრივად, ერთადერთი პარკიღა დაგვრჩა თბილისში და ამ პარკსაც ზიანს აყენებენ. მე მინდა ვცხოვრობდე ისეთ ქალაქში, ისეთ ქვეყანაში, სადაც ხეების გაჩეხვის ფონზე არ მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია