როგორი იქნება პატრულის ახალი ავტომობილები - შსს ავტოპარკის განახლებას გეგმავს

როგორი იქნება პატრულის ახალი ავტომობილები - შსს ავტოპარკის განახლებას გეგმავს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც პატრულის მანქანების ახალი მოდელები იყო წარმოდგენილი. იმის დასაზუსტებლად, ჩაანაცვლებს თუ არა ფოტოზე გამოსახული ავტომობილები პატრულის ამჟამინდელ მოდელებს, Ambebi.ge შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელს, ვიკა კლიმიჩევას დაუკავშირდა.

"შსს-ში ყოველწლიურად მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება. ახალი ავტომობილი შსს-მ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზნით სატესტო რეჟიმში ჩამოიყვანა. ამ ეტაპზე, დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად ამ ფოტოზე ნაჩვენები მოდელით მოხდება თუ არა ავტოპარკის განახლება. ფოტოზე ნაჩვენები მოდელის გარდა, სხვა მოდელებიც განიხილება",- განაცხადა შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა, ვიკა კლიმიჩევამ.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია