"თბილისში ყველა ყველგან "გათხლეშილი" მთვრალია" (+18 ფოტო)

"თბილისში ყველა ყველგან "გათხლეშილი" მთვრალია" (+18 ფოტო)

გიორგი ნებიერიძე ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც ბერლინში მოღვაწეობს. ფოტოგალერეაში წარმოდგენილი კოლექცია გერმანიაში გამგზავრებამდე თბილისში გადაიღო.

"მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ საბჭოთა კავშირი დაინგრა, საქართველოსთვის ჯერ კიდევ ძალიან რთულია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო. იქ ალკოჰოლური სასმელი და სიგარეტი თითქმის თავისუფალია, მაგრამ არ შეგიძლია მიიღო ნარკოტიკი, ასე რომ, ახალგაზრდა ადამიანები ერთმანეთში ურევენ სასმელებსა და ხელით დამზადებულ სინთეზურ ნარკოტიკებს. თბილისში ყველა ყველგან მთვრალია. ის შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვისაც "მძიმე მეტალი" უყვარს. ამასთან, ეს არის ადგილი, სადაც საავადმყოფოები ჟრუანტელს იწვევს - მათ შეუძლიათ დაგასნეულოთ მაშინაც კი, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები არ გაქვთ. ფოტოებს ყველგან ვიღებ, ღამის კლუბებშიც კი - აქ არ არის ასეთი რამ, რომ "ფოტოგრაფები არ დაიშვებიან", უმთავრესად იმიტომ, რომ საქართველოში ყველაფერი უკანონობის ზღვარზეა", - ამბობს ის.

შეგახსენებთ, სტატია სათაურით "თბილისში ყველა ყველგან "გათხლეშილი" მთვრალია" (Everyone, Everywhere in Tbilisi Is Drunk As Fuck All the Time) და ფოტოგალერეა საერთაშორისო ჟურნალ Vice-ს ვებსაიტზე vice.com დაიბეჭდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია vice.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია