საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საგანგებო განცხადება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საგანგებო განცხადება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თავს მოვალედ მიიჩნევს, გამოეხმაუროს რამდენიმე ქართული მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით - "საქართველო ტურისტებისთვის სარისკო ქვეყნების რეიტინგში მოხვდა".

აღნიშნულ სტატიაში განცხადებულია, თითქოსდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულოს საქმეთა ბიურო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 2014 წელს თავი აარიდონ საქართველოში მოგზაურობას.  განვმარტავთ, რომ სტატიაში მოყვანილ მონაცემებს საერთო არაფერი აქვს აშშ-ს ოფიციალური სტრუქტურების პოზიციასთან და ეყრდნობა კონკრეტული ვებ-გვერდის www.escapehere.com-ის მიერ გაკეთებულ არასწორ ინტერპრეტაციას.

ჩვენს მიერ დადასტურებული ინფორმაციით კი რეალობა შემდეგია - უკვე რამდენიმე წელიწადია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია მოგზაურთათვის, სადაც საქართველოში ვიზიტის მსურველებს აფრთხილებენ შემდეგის თაობაზე: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრად აფრთხილებს ამერიკის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ორ რეგიონში (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი) მგზავრობისგან. აღნიშნულ რეგიონებში არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის იურისდიქცია და კონტროლი. რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების მიერ გრძელდება ოკუპაცია ორივე რეგიონში.

ჩვენის მხრივ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ საქართველო მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოდ ევროპაში, რაზეც მეტყველებს კონტინენტის მასშტაბით ყველაზე მაღალი ზრდა ტურიზმში. 2013 წელს საქართველო 5 365 356 საერთაშორისო მოგზაურმა მოინახულა და ამჟამადაც ზრდის დინამიკა საკმაოდ მაღალია. ავტორიტეტული გამოცემების მიერ (მაგალითად www.roughguides.com) საქართველო შესულია ტურისტულად მიმზიდველ ქვეყანათა ხუთეულში. ქართულ მედიას ვთხოვთ, მეტი ყურადღებით, პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით მოეკიდონ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს" - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ: საქართველო ტურისტებისთვის სარისკო ქვეყნების რეიტინგში მოხვდა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია