ბათუმის სამშობიაროში გარდაცვლილი ქალის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ბათუმის სამშობიაროში გარდაცვლილი ქალის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ბათუმის სამშობიარო სახლში გარდაცვლილი 29 წლის მზევინარ შაინიძის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის მეუღლემ, მერაბ დიასამიძემ განუცხადა, საკეისრო კვეთის შემდეგ მის მეუღლეს გემოგლობინი დაუვარდა და ექიმებმა ეს დროულად ვერ გაიგეს. მერაბ დიასამიძე განმარტავს, რომ მისი მეუღლე ყოველი დარეკვის დროს მისგან შველას ითხოვდა, რადგან მასთან ექიმები საჭიროებისამებრ არ შედიოდნენ.

"ჩემი მეუღლე საავადმყოფოში დროულად მივიყვანე. ექიმმა მითხრა, რომ ერთ საათში დაეწყებოდა მშობიარობა, თუმცა ისიც მითხრა, რომ შესაძლო გართულებების არსებობის შემთხევაში საკეისრო კვეთა გახდებოდა საჭირო. საკეისრო კვეთის თანხმობაზე ხელი მოვაწერე და გამოვედი. გავიდა ნახევარი საათი და მეუღლემ დამირეკა - მიშველე, გადამარჩინე, ექიმები შემოვიდნენ, მაგრამ ისევ გავიდნენ, მარტო ვარ და ცუდად ვარო. ავედი ექიმთან და გავაფრთხილე, რომ ყურადღება მიექციათ. კიდევ რამდენიმე წუთი გავიდა და ჩემმა მეუღლემ დამირეკა, ისევ არ შემოსულან და ცუდად ვარო, ამ დროს მასთან შევიდა ექთანი და ტელეფონში ასეთი საუბრის ხმა მომესმა: შენ გადარეკე და უთხარი მარტო ვარო? პაციენტი მარტო დატოვეს, შემდეგ კი საქმის რჩევა დაუწყეს. გამაგებინეს, რომ გემოგლობინი დაბალი ჰქონდა და სისხლის გადასხმა იყო საჭირო. გადაუსხეს სისხლი, ჩატარდა საკეისრო კვეთა და გოგონა მოევლინა ქვეყანას. ჩვენ კი წავედით და ბავშვის დაბადება ტრადიციულად აღვნიშნეთ. გვიან ღამით ისევ დავრეკე მეუღლესთან, მაგრამ არ მიპასუხა, ვიფიქრე, რომ ეძინა. გამთენიისას დამირეკა ჩემმა მეუღლემ და მითხრა რომ ცუდად იყო და სასწრაფოდ უნდა მივსულიყავი. მივედი საავადმყოფოში და ექმიმმა მითხრა, რომ ოპერაციის გაკეთება და საშვილოსნოს ამოღება იყო საჭირო. ვფიქრობ, რომ ჩემი მეუღლე უყურადღებოდ დარჩა, გემოგლობინი დაუვარდა და სისხლისგან დაიცალა. ველოდებოდი, რომ საშვილოსნოს ამოჭრიდნენ, თუმცა გამაგებინეს, რომ რეანიმაციაში გადაიყვანეს და დღეს, 15:00 საათზე დაიღუპაო", - აღნიშნა მერაბ დიასამიძემ.

მისივე განმარტებით, მისი მეუღლის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი და საქმეს სამართალდამცველები იკვლევენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია