რა სა­ერ­თო აქვთ მოს­კო­ველ მხატ­ვარს და პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილს

რა სა­ერ­თო აქვთ მოს­კო­ველ მხატ­ვარს და პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილს

რუ­სეთ­ში კი ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლო­ბა ნამ­დვი­ლად არ და­მი­კარ­გავს. მი­ხა­რი­ა, რომ ქარ­თუ­ლი გა­ზე­თი­დან და­მი­კავ­შირ­დით - ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ა", - ამ­ბობს რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი 25 წლის მხატ­ვა­რი ელე­ნე მეტ­რე­ვე­ლი და თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­სა და მოს­კო­ვურ ცხოვ­რე­ბა­ზე მოგ­ვითხ­რობს.

- წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, ზამ­თარ­სა და ზაფ­ხულ­ში ყო­ველ­თვის ჩა­მოვ­დი­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში. თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის 53-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, მე­რე კი მშობ­ლებ­თან ერ­თად საცხ­ოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გად­მო­ვე­დი. მოს­კოვ­ში ექ­სტერ­ნად და­ვამ­თავ­რე სკო­ლა და სუ­რი­კო­ვის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხატ­ვრო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ვეწყვ­ე. ეს გახ­ლავთ ევ­რო­პა­ში ცნო­ბი­ლი და უძ­ლი­ე­რე­სი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­დაც ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლია კლა­სი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა. აქ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ტექ­ნი­კას ნაკ­ლე­ბად ინარ­ჩუ­ნე­ბენ სტუ­დენ­ტე­ბი, მაგ­რამ მე გა­მი­მარ­თლა, რად­გან არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი და კლა­სი­კუ­რი ხატ­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ იყო, ამი­ტომ პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა ფა­კულ­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად ვხა­ტავ­დი, რაც მინ­დო­და. სა­ბო­ლო­ოდ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე მა­ინც უა­რი ვთქვი და ხატ­ვა ვირ­ჩი­ე.

- თქვენს "ფე­ის­ბუქის" გვერ­დზე ცნო­ბილ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე. სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში ხართ?

- მთლად ასე ვერ ვიტყ­ვი, მაგ­რამ... უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ნელ­-ნე­ლა ილუს­ტრა­ცი­ე­ბის კე­თე­ბა და­ვიწყე და ხში­რად სა­მო­დე­ლო ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის და დი­ზა­ი­ნე­რე­ბის­თვი­საც ვმუ­შა­ობ­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ რუ­ს დი­ზა­ი­ნერს ტან­საც­მლის­თვის "პრინ­ტე­ბი" ანუ ნა­ხა­ტე­ბი გა­ვუ­კე­თე და სხვა­თა შო­რის, ახ­ლაც ბევ­რი შეკ­ვე­თა მაქვს. მა­გა­ლი­თად, იუ­ლია კარ­მალ­ნო­ვი­ჩის, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­შია ცნო­ბი­ლი და სხვა ქა­ლა­ქებ­თან ერ­თად ნი­უ­-ი­ორ­კის ერ­თ-ერთ უდი­დეს შო­ფინ­გ-ცენ­ტრში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით იყი­დე­ბა მი­სი ტან­საც­მე­ლი, ახ­ლან­დე­ლი კო­ლექ­ცია სწო­რედ ჩე­მი "პრინ­ტე­ბი­თა­ა". ცნო­ბილ დი­ზა­ი­ნერ ალექ­სან­დერ არი­უ­ტი­ნოვ­საც, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან "კუ­ტი­ურ" ტან­საც­მელს აკე­თებს, ბო­ლო კო­ლექ­ცი­ა­ზე მე გა­ვუ­კე­თე "პრინ­ტი". მან კი ისე გა­ნა­ვი­თა­რა ეს "პრინ­ტი", რომ ამ ტან­საც­მლის უკ­ვე ცალ­-ცალ­კე "ბუ­ზე­ბი" აქვს. ახ­ლა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ერ ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერ გო­ლა და­მი­ან­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ. მი­ხა­რი­ა, რომ უკ­ვე ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მაქვს და დი­ზა­ი­ნე­რებს შო­რის არ­ჩევ­ნის გა­კე­თე­ბაც იო­ლად შე­მიძ­ლი­ა.

- ევ­რო­პელ დი­ზა­ი­ნე­რებ­თა­ნაც თა­ნამ­შრომ­ლობთ?

- "პრინ­ტე­ბი" ჯერ არ გა­მი­კე­თე­ბია ევ­რო­პე­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ... ახ­ლა ერ­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვა­პი­რებ ერთ ცნო­ბილ დი­ზა­ი­ნერ­თან, მაგ­რამ ვიდ­რე კონ­ტრაქტს არ გა­ვა­ფორ­მებთ, სამ­წუ­ხა­როდ, მის ვი­ნა­ო­ბას ვერ გა­გიმ­ხელთ. ცო­ტა ხნის წინ კი ევ­რო­პელ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან სხვა კუთხ­ით მო­მი­წია თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ - პა­რიზ­ში, ქარ­თვე­ლი სო­ფიო ჭყო­ნი­ას მი­ერ მოწყ­ო­ბილ ტრა­დი­ცი­ულ "არ­ტჯორ­ჯი­ა­ზე" ძი­რი­თა­დად, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი წარ­დგნენ და მხატ­ვარ­თა­გან მხო­ლოდ ჩე­მი ნა­ხა­ტე­ბი იყო გა­მო­ფე­ნი­ლი. კო­ლა­ბო­რა­ცია ცნო­ბილ მწე­რალ გუ­რამ გვა­სა­ლი­ას­თან მქონ­და. მან ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა მო­ი­ა­რა და ამ­ჯე­რად პა­რიზ­ში ცხოვ­რობს. გა­მო­ფე­ნა­ზე სწო­რედ მი­სი წიგ­ნის­თვის - "სა­იზ ზე­რო" (სი­ზე ზე­რო) შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი - საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი ტი­ლო­ე­ბი გა­მოვ­ფი­ნე. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს გუ­რამ გვა­სა­ლი­ას ძმას­თა­ნაც - დემ­ნას­თან. ის ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რია და 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ი­სონ მარ­ტინ მარ­ჯი­ე­ლას სახ­ლში საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რად იმუ­შა­ვა, ახ­ლა კი კომ­პა­ნია "ლუი ვუ­ი­ტონ­ში" მუ­შა­ობს. ვმე­გობ­რობ მო­დის ინ­დუს­ტრი­ის ერ­თ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან პერ­სო­ნას­თან, ცნო­ბილ ლონ­დო­ნელ დი­ზა­ი­ნერ­თან და ბლო­გერ­თან ნიკ ტა­კარ­თან. ის მარკ ჯე­ი­კობ­სთან, კარლ ლა­გერ­ფილ­დთან და ჯან პოლ გო­ტი­ეს­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და და ახ­ლა ტან­საც­მლის სა­კუ­თა­რი ხა­ზი აქვს... მოკ­ლედ, ისე მოხ­და, რომ მა­ინც უმე­ტეს­წი­ლად მო­დის სამ­ყა­რო­ში ვტრი­ა­ლებ. მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა კი­დეც ამის თქმა, მაგ­რამ ჩე­მი სტი­ლის, ჩაც­მუ­ლო­ბის გა­მო რა­ტომ­ღაც თით­ქოს ვი­ზი­დავ დი­ზა­ი­ნე­რებს (ი­ცი­ნის). კრი­ტი­კო­სე­ბი ჩემს ფერ­წე­რას "ა­ვან­გარ­დულ ლუ­ჩიზმს" უწო­დე­ბენ, რად­გან ძი­რი­თა­დად კონ­კრე­ტულ ობი­ექტს ვირ­ჩევ და მო­ნას­მე­ბით მის­გან მომ­დი­ნა­რე­ობს სხი­ვე­ბი. მა­გა­ლი­თად, პა­რი­ზის გა­მო­ფე­ნის ექ­ვსი­ვე ნა­ხა­ტი ავან­გარ­დუ­ლი­ა. ძა­ლი­ან მინ­და, თბი­ლის­შიც მო­ვაწყო გა­მო­ფე­ნა და ჩე­მი შე­მოქ­მე­დე­ბა ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც გა­ვაც­ნო.

- მოს­კოვ­ში ქარ­თვე­ლო­ბის გა­მო პრობ­ლე­მა არ გექ­მნე­ბათ?

- 2008 წელს, გან­სა­კუთ­რე­ბით რომ და­ი­ძა­ბა რუ­სეთ­-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა, ჯერ კი­დევ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი და მახ­სოვს, გან­სა­კუთ­რე­ბულ სით­ბოს, ყუ­რადღ­ე­ბას, თა­ნაგ­რძნო­ბა­სა და ხელ­შეწყ­ო­ბას ვგრძნობ­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რე­ბის­გან და სტუ­დენ­ტე­ბის­გან. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ ომის გა­მო და არც ფა­რავ­დნენ სა­კუ­თარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

- ელე­ნე, ამ სა­ა­ხალ­წლოდ გა­და­ღე­ბულ თქვენს ფო­ტო­ებ­ში ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილ­თან, ანას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოც შევ­ნიშ­ნე. მე­გობ­რობთ ანას­თან?

- ანას დე­და ცხოვ­რობს მოს­კოვ­ში და მას სტუმ­რობ­და სა­ა­ხალ­წლოდ. ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი ახ­ლობ­ლობ­დნენ, ანას მა­მა­ჩე­მი ას­წავ­ლი­და აქ, ქარ­თულ სკო­ლა­ში, ჩვენ შო­რის კი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა და კი ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს, "ფე­ის­ბუ­ქი­თაც" ვურ­თი­ერ­თობ­დით, მაგ­რამ ბო­ლო ხანს სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გაგ­ვიჩ­ნდა და უფ­რო და­ვახ­ლოვ­დით. ძა­ლი­ან თბი­ლი, გულ­ღია და კე­თი­ლი გო­გო­ნა­ა, ისე­თი უშუ­ა­ლო­ა, პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი რომ არის, ვე­რაფ­რით იგ­რძნობ.

ირმა ხარშილაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია