რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა სიზმრის შესახებ

რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა სიზმრის შესახებ

ძველ ხალხს - ეგ­ვიპ­ტე­ლებს, ასუ­რე­ლებს, ბა­ბი­ლო­ნე­ლებს სიზ­მ­რე­ბი უდი­დე­სი ყუ­რადღე­ბის ღირ­სად მი­აჩ­ნ­დათ. რად­გან ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ღმერ­თე­ბი ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ანთ ნე­ბას სიზ­მ­რე­ბით უცხა­დებ­დ­ნენ და მა­თი­ვე წარ­მო­სახ­ვით, კერ­პებ­სა და ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ერთ-ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა სიზ­მა­რი იყო.

ადა­მი­ან­თა დიდ ნა­წი­ლს სიზ­მ­რე­ბი დღე­საც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნია და სიზ­მარ­ში ცუ­დად დაც­დი­ლი ნივ­თის ან მოვ­ლე­ნის ნახ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი მღელ­ვა­რე­ბა, ზოგ­ჯერ მთე­ლი კვი­რა მიჰ­ყ­ვე­ბა...

მა­ინც რა არის ეს იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი მოვ­ლე­ნა - სიზ­მა­რი? რა­ტომ ხე­და­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი სიზ­მ­რებს? და სა­ერ­თოდ, რა უნ­და იცო­დეს მორ­წ­მუ­ნე ადა­მი­ან­მა სიზ­მარ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

არ­ქი­მან­დ­რი­ტი მა­კა­რი (ა­ბე­სა­ძე):

- სიზ­მარს ეკ­ლე­სია ისე­ვე ხსნის და უყუ­რებს, რო­გორც მე­დი­ცი­ნა. მას რა­ი­მე რე­ლი­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს. პი­რი­ქით, წმინ­და წე­რი­ლი გვაფ­რ­თხი­ლებს, რომ არ უნ­და ვენ­დოთ სიზ­მ­რებს. სიზ­მა­რი არის ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბის ნა­აზ­რე­ვი, რო­მელ­საც ძი­ლის დროს სიზ­მ­რის სა­ხით ნა­ხუ­ლობს. რო­დე­საც ადა­მი­ანს სძი­ნავს, ამ დროს გო­ნე­ბა­სა და ფიქ­რებს კონ­ტ­როლს ვერ უწევს, მი­სი გო­ნე­ბა უფ­რო თა­ვი­სუფ­ლად აზ­როვ­ნებს, უფ­რო მე­ტად ფან­ტა­ზი­ო­რობს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც შე­იძ­ლე­ბა სიზ­მარ­ში ვნა­ხოთ, ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას შე­საძ­ლოა, აზ­რა­დაც არ მოგ­ვი­ვი­დეს. არ­სე­ბობს სა­მი სა­ხის სიზ­მა­რი, - ღვთის­გან, ბო­რო­ტის­გან და ფი­ზი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბი­სგან გა­მომ­დი­ნა­რე... რა თქმა უნ­და, არის ღვთის­გან მომ­დი­ნა­რე სიზ­მ­რი­სე­უ­ლი ჩვე­ნე­ბა, ანუ ღვთის ნე­ბის გან­ცხა­დე­ბა ძი­ლის დროს, მაგ­რამ ეს არის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნა. წმინ­და მა­მა­თა ცხოვ­რე­ბე­ბი­დან ვი­ცით, რომ ისი­ნი მა­ში­ნაც არ ენ­დო­ბოდ­ნენ სიზ­მ­რებს, რო­დე­საც ღვთის­გან იყო მოვ­ლე­ნი­ლი. ამის გა­მო უფა­ლი ზოგ­ჯერ რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნუცხა­დებ­და ხოლ­მე თა­ვის ნე­ბას, რა­თა ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცი­ათ და ღვთივ­გა­მოცხა­დე­ბუ­ლად მი­ე­ღოთ. ეს სწო­რედ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა, რომ ადა­მი­ა­ნი არ აჰ­ყ­ვეს თა­ვის აზ­რებს, არ მი­ენ­დოს მათ და არ და­ი­ღუ­პოს სუ­ლი­ე­რად.

- მარ­თა­ლია, წმინ­და მა­მე­ბი ძა­ლი­ან დი­დი სიფ­რ­თხი­ლით უდ­გე­ბოდ­ნენ სიზ­მ­რებს, მაგ­რამ ხომ გვაქვს ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აღი­ა­რე­ბუ­ლი სიზ­მ­რე­ბიც, - ბიბ­ლი­უ­რი სიზ­მ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ღვთივ­გა­მოცხა­დე­ბუ­ლა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი, თუნ­დაც მარ­თა­ლი ფა­რა­ო­ნის, ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სორ მე­ფის ან მარ­თა­ლი იოსე­ბის სიზ­მა­რი გა­ვიხ­სე­ნოთ...

- პირ­ველ რიგ­ში ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ, რომ ეს იყო ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში. ძველ აღ­თ­ქ­მა­ში ორი ათე­უ­ლი სა­უ­კუ­ნის წინ მომ­ხ­და­რი მოვ­ლე­ნე­ბია აღ­წე­რი­ლი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ჯერ კი­დევ არ იყ­ვ­ნენ გა­მოხ­ს­ნილ­ნი. ახა­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მოხ­ს­ნილ­ნი არი­ან და ჩვენ ვი­ცით გზა, რო­გორ უნ­და ვიცხოვ­როთ, რა­თა სუ­ლის ცხო­ნე­ბა მო­ვი­პო­ვოთ. თუ ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს - მე თუ ღვთის­გან რა­ი­მე გა­მო­მეცხა­დე­ბა ან და­მე­სიზ­მ­რე­ბა, ამის შემ­დეგ ვიცხოვ­რებ ქრის­ტი­ა­ნუ­ლად და გავ­ყ­ვე­ბი უფ­ლის გზა­სო, ეს არის სიც­რუე და თა­ვის გა­მარ­თ­ლე­ბა მცნე­ბე­ბის შეუს­რუ­ლე­ბლობის­თ­ვის. ღვთივ­გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სიზ­მ­რე­ბი ბიბ­ლი­ა­შიც იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა. სულ რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტია მოთხ­რო­ბი­ლი. უფ­რო ცნო­ბი­ლია ფა­რა­ო­ნის სიზ­მა­რი იოსე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ასე­ვე მე­ფე ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სო­რის სიზ­მა­რი, რო­მე­ლიც მას და­ნი­ელ წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­მა გა­ნუ­მარ­ტა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სიზ­მა­რი. არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, - ქვეყ­ნის მე­ფე­ე­ბი და მათ ეს სიზ­მ­რე­ბი პირ­ველ რიგ­ში იმის გა­მო ესიზ­მ­რე­ბათ, რომ პირ­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში იოსე­ბის, ხო­ლო მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში და­ნი­ელ წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლის ღვთივ­რ­ჩე­უ­ლო­ბა გაცხა­დე­ბუ­ლი­ყო. ფა­რა­ონ­სა და ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სორს არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­დათ ჭეშ­მა­რიტ სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას­თან, წარ­მარ­თე­ბი იყ­ვ­ნენ და ათას­გ­ვარ მჩხი­ბა­ო­ბა­სა თუ ე.წ. წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბებს მის­დევ­დ­ნენ. მათ­თ­ვის სიზ­მა­რი იყო მი­სა­ღე­ბი და სწო­რედ აქე­დან გა­ნუცხა­და უფალ­მა თა­ვი­სი ნე­ბა. იოსებ­მა და და­ნი­ელ­მა კი, არათუ სიზ­მა­რი, არა­მედ ღვთის ნე­ბა შე­იტყ­ვეს და გა­ნაცხა­დეს კაც­თა წი­ნა­შე. ხო­ლო რო­დე­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ერის­კაც­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად ხე­და­ვენ სიზ­მარს და ზო­გი­ერ­თე­ბი თვლი­ან, რომ მა­თი სიზ­მა­რი წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლუ­რია, ეს არის მა­თი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბი­დან და ამ­პარ­ტავ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მელ­საც არა­ფერი სა­ერ­თო არა აქვს ღვთის ნე­ბას­თან. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის ნე­ბის შე­ერ­თე­ბა და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზის ნე­ბას­თან.

აქ­ტუ­ა­ლუ­რი კითხ­ვე­ბი

- სურ­ვი­ლი მაქვს, ბავშვს სა­ხე­ლი შე­ვუც­ვა­ლო. რამ­დე­ნად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია ეს ეკ­ლე­სი­უ­რად?

- სა­ხე­ლის შეც­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეკ­ლე­სი­ას რა­ი­მე სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არა აქვს. მით უფ­რო, თუ ადა­მი­ანს არ ჰქვია წმინ­და­ნის სა­ხე­ლი, სა­სურ­ვე­ლი­ცაა, რო­მე­ლი­მე მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი წმინ­და­ნის სა­ხე­ლი ვუ­წო­დოთ, ხო­ლო თუ მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი წმინ­და­ნის სა­ხელს ატა­რებს, მაგ­რამ სურ­ვი­ლი გვაქვს გა­და­ვარ­ქ­ვათ და სხვა სა­ხე­ლი და­ვარ­ქ­ვათ, უმ­ჯო­ბე­სია, თა­ვი შე­ვი­კა­ოთ.

- ჩემს შვილს ჰყავს ნათ­ლია, რო­მე­ლიც ნათ­ლო­ბას არ ეს­წ­რე­ბო­და. მის­მა ძმამ სიყ­ვა­რუ­ლი ამიხ­ს­ნა, მე­უბ­ნე­ბა, რომ მი­სი და ნათ­ლი­ად არ ით­ვ­ლე­ბა, რად­გან ნათ­ლო­ბას არ ეს­წ­რე­ბო­და. მა­ინ­ტე­რე­სებს, ცოდ­ვად ით­ვ­ლე­ბა თუ არა ამ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა?

- თუ ადა­მი­ა­ნი ნათ­ლო­ბის დროს ნათ­ლი­ად იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, ნათ­ლი­ად ით­ვ­ლე­ბა.

- ერ­თ­დ­რო­უ­ლად ორი შვი­ლი დავ­კარ­გე, ნა­ად­რე­ვად ვიმ­შო­ბი­ა­რე. ერ­თი ვა­ჟი მშო­ბი­ა­რო­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, მო­ნათ­ვ­ლა ვერ მო­ვას­წა­რით. მე­ო­რე ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და იქ მო­ნათ­ლეს, მე­ო­რე დღეს ისიც გარ­და­იც­ვა­ლა. მა­ინ­ტე­რე­სებს, შე­იძ­ლე­ბა თუ არა მათ სა­ხელ­ზე სან­თე­ლი ავან­თო მიც­ვა­ლე­ბულ­თა ხსე­ნე­ბის დღე­ებ­ში ან რო­მე­ლი ლოც­ვე­ბი ვი­კითხო? მირ­ჩი­ეთ, რო­გორ მო­ვიქ­ცე?

- ლოც­ვა, სან­თ­ლის დან­თე­ბა თუ სხვა სა­ეკ­ლე­სიო წე­სე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბა შე­გიძ­ლი­ათ მხო­ლოდ იმ ჩვი­ლის სა­ხელ­ზე, რო­მე­ლიც მო­ნათ­ლუ­ლი აღეს­რუ­ლა. მე­ო­რე ჩვი­ლის ბე­დი უნ­და მი­ან­დოთ მრა­ვალ­მოწყა­ლე ღმერთს.

- მიყ­ვარს ჩემ­ზე ათი წლით უმ­ც­რო­სი მა­მა­კა­ცი. შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ვი­ქორ­წი­ნოთ? გვაქვს თუ არა ჯვრის­წე­რის უფ­ლე­ბა?

- ეკ­ლე­სი­უ­რი კა­ნო­ნი არ კრძა­ლავს ასა­კით უმ­ც­როს მა­მა­კაც­ზე ქორ­წი­ნე­ბას. ასა­კობ­რივ სხვა­ო­ბას სა­ეკ­ლე­სიო წე­სი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჯვრის­წე­რის უფ­ლე­ბა გაქვთ, მაგ­რამ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ქორ­წი­ნე­ბა, ჯვრის­წე­რის სა­ი­დუმ­ლო უნ­და აღეს­რუ­ლოს აუცი­ლებ­ლად მშობ­ლე­ბის კურ­თხე­ვით.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა ქორ­წი­ნე­ბა მა­მის ნათ­ლი­ის შვი­ლიშ­ვილ­თან?

- მშობ­ლის ნათ­ლი­ის შვი­ლიშ­ვილ­თან ქორ­წი­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია