პატრიარქი ხელისუფლებას სთხოვს, ძალა არ დაიშურონ, რომ ციხეში არც ერთი ქალი არ იყოს

პატრიარქი ხელისუფლებას სთხოვს, ძალა არ დაიშურონ, რომ ციხეში არც ერთი ქალი არ იყოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სასჯელაღსრულების ქალთა №5 დაწესებულებას ესტუმრა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა უწმინდესის ინიციატივითა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ორგანიზებით შედგა.

ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები გიგა გიორგაძე და არჩილ თალაკვაძე, დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი, დეპარტამენტისა და დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ილია მეორემ მსჯავრდებული ქალების მიერ შექმნილი ნივთები დაათვალიერა და მსჯავრდებულები დალოცა.

კათალიკოს-პატრიარქმა პატიმრებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათთვის ილოცებს. ილია მეორემ სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების ბინადრებს თავისი სურვილიც გაანდო - უწმინდესმა სთხოვა საქართველოს პრეზიდენტს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და პარლამენტს, ძალა არ დაიშურონ იმისათვის, რომ ციხეში არც ერთი ქალი არ იყოს.

სტუმრის პატივსაცემად მსჯავდებულებმა პოეზიის საღამო გამართეს, სადაც ერთ-ერთი მსჯავრდებული ქალბატონის ლექსები -"გისოსებს მიღმა დაწერილი სტროფები" წაიკითხეს.

პოეზიის საღამოს დასრულების შემდეგ სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა მსჯავრდებული ქალბატოებისთვის რამდენიმე სიმღერა და საგალობელი შეასრულა.

ღონისძიების დასასრულს პატრიარქმა მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია