"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ქვითრებში ასახულ მონაცემებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

 "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ქვითრებში ასახულ მონაცემებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბუნებრივი აირის გადასახადთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს , ზოგიერთი აბონენტის ქვითარში ასახულია თვენახევრის ან 2 თვის ხარჯი.

"გაცნობებთ, რომ საახალწლო დღეებში, 1-ელიდან 7 იანვრის ჩათვლით, კომპანია ტრადიციულად თავს იკავებს მოსახლეობის შეწუხებისგან და ბუნებრივი გაზის მრიცხველებიდან ანათვლების აღებისგან. შესაბამისად, იმ აბონენტებთან, რომლებთანაც საახალწლო დღეებში უნდა შევსულიყავით, სპეცრეჟიმში მრიცხველის მონაცემების წაკითხვა რამდენიმე დღით ადრე მოგვიწია. 8 იანვრის შემდეგ კომპანიამ ჩვეული რეჟიმით განაგრძო ანათვლების აღება. იმ აბონენტთა საყურადღებოდ, ვისთანაც კომპანიის წამკითხველმა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხა წინასაახალწლო დღეებში შესვლა და ანათვალი მხოლოდ იანვარში აიღო, ვაცნობებთ, რომ მათ ქვითრებში ასახულია თვენახევრის ან 2 თვის ხარჯი.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" მადლობას გიხდით თანამშრომლობისა და გულისხმიერებისთვის. დამატებითი კითხვების ან გაუგებრობის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ბიზნესცენტრებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია