1900-იანი წლების ქართველი ქალი პროკუდინ - გორსკის ობიექტივში

1900-იანი წლების ქართველი ქალი პროკუდინ - გორსკის ობიექტივში

რუს ფოტოგრაფ სერგეი პროკუდინ-გორსკის (1863- 1944) დიდი წვლილი მიუძღვის ადრეული ფერადი ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფის განვითარებაში. ფოტოგრაფი და ქიმიკოსი პროკუდინ-გორსკი ბევრს მოგზაურობდა და სხვადასხვა მხარეში ფერად ფოტოებს იღებდა.  გორსკის ფოტოობიექტივში საქართველოც მოხვდა. მას ეკუთვნის აფხაზეთის, შავი ზღვისპირეთის, თბილისის და საქართველოს სხვა ადგილებში გადაღებული ფერადი ფოტოები. პროკუდინ-გორსკის ფოტოები ვაშინგტონში, კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული. ამჯერად გთავაზობთ 3 ფოტოს.

პირველ ფოტოზე ქართველი ქალია გამოსახული, ის ხალიჩაზე დგას. მეორე ფოტოზე წარმოდგენილია მტკვრიდან დანახული ლიკანის სასახლე. ხოლო მესამე ფოტოზე გამოსახულია თავად ფოტოგრაფი, ეს ფოტო მდინარე ყოროლისწყალის (ფოტოს აქვს დართული, რომ ფოტო გადაღებულია Karolitskhali-სთან) ნაპირთანაა გადაღებული.

ფოტოები დაახლოებით 1905-1915 წლებშია გადაღებული.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს