როგორ ებრძვიან უცხოეთში ქართველ კანონიერ ქურდებს - რაზე აიყვანეს კიევში ''ყურშა''

როგორ ებრძვიან უცხოეთში ქართველ კანონიერ ქურდებს - რაზე აიყვანეს კიევში ''ყურშა''

ბოლო პერიოდი განსაკუთრებით აქტიური გამოდგა დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ მებრძოლებისთვის. სხვა კრიმინალებთან ერთად, არც ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყებიათ. ამ სფეროში კი, ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის - საბედნიეროდ, კვლავ უდაოდ ლიდერობენ ქართველები.

23 იანვარს მოსკოვში დაიჭირეს ე.წ. კანონიერი ქურდი ოთარ ტოტოჩია, მეტსახელად ''ბატია''. მას ყალბი რუსული პასპორტი ჰქონდა თან. სამართალდამცველებმა მალე გაარკვიეს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქურდია საქართველოში, რამდენჯერმე ნასამართლევი. ამ მომენტში მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ყალბი დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე, თუმცა ძიებას იმედი აქვს, რომ სხვა ბრალდებებიც ამოტივტივდება.

ამავე პერიოდში კიევში აიყვანეს ერთდროულად რამდენიმე ქურდი, წარმოშობით ქუთაისელები. სამართალდამცველების ყურადღება მიიპყრო რესპექტაბელურმა BMW-მ, რომლითაც ქუთაისელები გადაადგილდებოდნენ. მგზავრებს შორის უკრაინელმა სამართალდამცველებმა ამოიცნეს მათი ''ძველი ნაცნობი'', 39 წლის პოლიკარპე ჯანელიძე, რომელიც შარშან სექტემბერში იქნა დეპორტირებული უკრაინიდან. მეორე მგზავრი აღმოჩნდა 41 წლის ''კანონიერი ქურდი'' ვლადიმერ ჯავახაძე, მეტსახელად ყურშა ან ვალერა კუტაისკი.

მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ცნობილია, ჯავახაძე ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს და თითქმის არ ჩანს გახმაურებულ საქმეებში. ფაქტობრივად არ ჩავარდნია ხელში მილიციას ე.წ. ოდესის სხოდკის შემდეგ (1998 წელს). გავრცელებული მონაცემებით, სწორედ ყურშამ ''მონათლა'' 2002 წელს პოლიკარპე.

თვით ჯავახაძის კორონაცია კი 39 ცნობილი ქუთაისელი ქურდის დათო სებისკვერაძის სახელს უკავშირდება, რომლის 39 წლის ვაჟი ვალერი, ასევე იმყოფებოდა მანქანაში ქურდების აყვანის მომენტში. აღმოჩნდა, რომ ის მომავალი ქურდია, რომელიც ამ ტიტულზე აცხადებს პრეტენზიას და კორონაციას ელის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია