რო­დის მი­ი­ღე­ბენ თბი­ლი­სე­ლე­ბი წყალს შეუ­ფერ­ხე­ბლად - "რის­თ­ვის ვიხ­დით ფულს?"

რო­დის მი­ი­ღე­ბენ თბი­ლი­სე­ლე­ბი წყალს შეუ­ფერ­ხე­ბლად - "რის­თ­ვის ვიხ­დით ფულს?"

დე­და­ქა­ლაქ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის წყლის შეუფერხებლად მი­წო­დე­ბა საკ­მა­ოდ სე­­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად იქ­ცა. ეს პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­რე­უბ­ნებს აწუ­ხებს.

- "დი­ღომ­ში ვცხოვ­რობ, წყა­ლი ხში­რად ზაფხულ­შიც არ გვაქვს, ზამ­თარს ხომ ნუ­ღარ იკითხავთ! ზოგ­ჯერ მთე­ლი დღე-ღა­მე არ გვაქვს წყა­ლი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, თან დე­და­ქა­ლაქ­ში, ადა­მი­ანს წყა­ლი არ მი­ე­წო­დე­ბო­დეს?! ვრე­კავთ ცხელ ხაზ­ზე და იქაც არა­ვინ გვპა­სუ­ხობს, ეს წყლის კომ­პა­ნი­ის დი­დი უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა" - აღ­შ­ფო­თე­ბას ვერ მა­ლავს ლა­ლი გე­ლაშ­ვი­ლი.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ბურ­თა­ლო 24- სა­ა­თი­ან წყალ­მო­მა­რა­გე­ბის გრა­ფიკ­შია ჩას­მუ­ლი, ხში­რად წყა­ლი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დაწყ­ვე­ტი­ლია, თან წნე­ვაც და­ბა­ლია. რის­თ­ვის ვიხ­დით ფულს? წყლის გა­და­სა­ხადს სრუ­ლად გვახ­დე­ვი­ნე­ბენ, წყა­ლი კი სა­ნა­ხევ­როდ არ გვაქვს" - შე­მოგ­ვ­ჩი­ვის სა­ბურ­თა­ლოს ერთ-ერ­თი მცხოვ­რე­ბი.

"ყვე­ლა სი­ახ­ლემ" "ჯორ­ჯი­ან უოთერ ენდ ფა­უ­ერს" რამ­დე­ნი­მე კითხ­ვით მი­მარ­თა. გთა­ვა­ზობთ მათ პა­სუხ­საც: "წყლის მი­წო­დე­ბის შეწყ­ვე­ტის მი­ზე­ზე­ბი არის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მა­გის­ტ­რა­ლურ ქსე­ლებ­ზე, მო­უ­ლოდ­ნე­ლი ავა­რი­ე­ბი და მათ აღ­საკ­ვე­თად აუცი­ლე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, წნე­ვის რე­გუ­ლა­ტო­რე­ბი­სა თუ წნე­ვის გა­მაძ­ლი­ე­რებ­ლე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბის პრო­ცე­სი, გამ­რიცხ­ვე­ლი­ა­ნე­ბა, წყლის გა­თიშ­ვა მო­სახ­ლე­ო­ბის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე (რო­დე­საც და­ზი­ა­ნე­ბაა მო­ბი­ნად­რე­ე­ბის კუთ­ვ­ნილ ში­და ქსელ­ზე და კორ­პუსს ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ურ­დუ­ლი არ გა­აჩ­ნი­ა) და ახა­ლი აბო­ნენ­ტე­ბის არ­სე­ბულ ქსე­ლებ­თან მი­ერ­თე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. კომ­პა­ნია სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს. პირ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი წყალ­სა­დე­ნის ქსე­ლებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ძვე­ლი ქსე­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის ახა­ლი მი­ლე­ბით შეც­ვ­ლა, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად მგრძნო­ბი­ა­რეა ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბის მი­მართ. 2014 წლის გეგ­მი­სა და ბი­უ­ჯე­ტის თა­ნახ­მად, და­გეგ­მი­ლია წყალ­სა­დე­ნის ქსე­ლე­ბის 70 კმ-ზე მე­ტის შეც­ვ­ლა თბი­ლის­ში. კომ­პა­ნია მუ­შა­ობს, რომ აღ­მოფხ­ვ­რას მილ­დე­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მე­ო­რე, ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი და და­ა­რე­გუ­ლი­როს ქსე­ლებ­ში მი­წო­დე­ბუ­ლი წყლის წნე­ვა, რაც უნ­და მოხ­დეს ზო­ნი­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბით და თბი­ლი­სის სხვა­დას­ხ­ვა უბან­ში უახ­ლე­სი ტი­პის წნე­ვის რე­გუ­ლა­ტო­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბით (ბო­ლო 2 თვის მან­ძილ­ზე 28 რე­გუ­ლა­ტო­რი და­მონ­ტაჟ­და). და ბო­ლოს, წყლის შეწყ­ვე­ტის შემ­თხ­ვე­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­მოწ­ვე­უ­ლია არ­სე­ბუ­ლი ქსე­ლე­ბის არა­სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კუ­რი მოწყო­ბით (ე­სეც ძვე­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­ა). ერთ კონ­კ­რე­ტულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ზი­ა­ნე­ბის აღ­სად­გე­ნად, თუნ­დაც მომ­ხ­მა­რებ­ლის კუთ­ვ­ნილ ში­და ქსელ­ზე, კომ­პა­ნია იძუ­ლე­ბუ­ლია წყლის მი­წო­დე­ბა გა­უ­თი­შოს დიდ არე­ალს, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მი­ლის გარ­შე­მო. 2014 წლის გეგ­მის თა­ნახ­მად, კომ­პა­ნი­ის ბი­უ­ჯეტ­ში გა­მო­ყო­ფი­ლია მლნ ლა­რი წყალ­სა­დე­ნის ქსე­ლებ­ზე საკ­ვან­ძო ჭე­ბი­სა და ჩამ­კეტ-მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ურ­დუ­ლე­ბის მო­საწყო­ბად, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს შე­ვამ­ცი­როთ წყლის გა­თიშ­ვის არე­ა­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში".

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია