დავით კეზერაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების პირველი წუთები (+6 ფოტო)

დავით კეზერაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების პირველი წუთები (+6 ფოტო)

სოციალურ ქსელში ექს-ან-პროვანსში მყოფი, პატიმრობიდან გათავისუფლებული საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ფოტოები ვრცელდება. ფოტოები სააგენტო "ფრანს პრესის" მიერ არის გადაღებული.

მათზე პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომი პირველი წუთები და ოჯახის წევრებთან შეხვედრაა აღბეჭდილი.

საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი პატიმრობიდან 3 თებერვალს გაათავისუფლა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გათავისუფლდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მოსამართლემ დავით კეზერაშვილს აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და დააკისრა ვალდებულება იცხოვროს ექს-ან-პროვანსში მოსამართლის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე.

გადაწყვეტილების თანახმად, კეზერაშვილს სასამართლომ უფლება მისცა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მხოლოდ 10:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს და კვირას 9:00-დან 21:00 საათამდე. ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად განისაზღვრა 6 თვე.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილმა სასამართლოს უნდა ჩააბაროს მისი ორი პასპორტი.

როგორც ცნობილია, კეზერაშვილის საქმის განხილვას საფრანგეთის სასამართლო 27 თებერვალს გააგრძელებს. საქართველოს მთავარი პროკურატურა განაგრძობს ექსტრადიციის საკითხზე მუშაობას ფრანგ კოლეგებთან სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

კეზერაშვილი ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე საფრანგეთში დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში 2 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია