სოჭის მშენებლობებზე ზუგდიდელი და თბილისელი ხელოსნები მუშაობენ

სოჭის მშენებლობებზე ზუგდიდელი და თბილისელი ხელოსნები მუშაობენ

სოჭის ოლიმპიურ ობიექტებზე ქართველი მუშები მრავლად არიან. მათი უმრავლესობა აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეა, ზოგიც რუსეთიდან ჩასული, რომელმაც იქ მუშაობის უფლება კონკურსის გავლის შემდეგ მოიპოვა. მათი შრომის ანაზღაურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ხმაურდება. სავარაუდოდ, ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაზე ქართველების გასამრჯელო იმაზე მეტია, რასაც ისინი აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოიმუშავებენ.

ოკუპირებულ რეგიონში მშენებლობებზე დასაქმებულთა ყოველთვიური ანაზღაურება, საშუალოდ, 200-300 დოლარს შეადგენს. ექსპერტთა კლუბის წევრის ირაკლი ცქიტიშვილის ვარაუდით, სოჭში ისინი გაცილებით მეტ თანხას გამოიმუშავებენ. არსებობს გარკვეული რისკიც, რადგან იქ მომუშავეთა საკმაოდ დიდ ნაწილს შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

ფაქტია, რომ ოლიმპიური ქალაქის მშენებლობაზე ქართველებიც აღმოჩნდნენ. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია აფხაზეთიდან დევნილ ჟურნალისტ თენგიზ პაჭკორიას. ქართველ მოხალისეებთან შეხვედრას ჟურნალისტი ემოციურად აღწერს:

"იმ ტერიტორიაზე სადაც მთავარი ოლიმპიური სტადიონი "ფიშტი" მდებარეობს, ცერემონიის დაწყებამდე 3 საათით ადრე შევედი. ტერიტორიაზე უკვე იმყოფებოდა ათასზე მეტი მოხალისე, რომელთა შორის ადლერ-სოჭში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებიც იყვნენ, რომლებმაც ოლიმპიურ ობიექტებზე მუშაობის უფლება გარკვეული კონკურსების გავლის შემდეგ მიიღეს.

სიტყვები არ მეყოფა იმ გრძნობების გადმოსაცემად, რომლებიც მათ განიცადეს ჩემ ტანსაცმელზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმის და წარწერის - GEORGIA - დანახვაზე! ოლიმპიადაზე მომუშავე მოხალისეებს შორის არიან ზუგდიდიდან და თბილისიდან რუსეთში საცხოვრებლად წასული ჩვენი თანამემამულეები, დევნილები სოხუმიდან, გაგრიდან, გულრიფშის და გალის რაიონებიდან", - წერს თენგიზ პაჭკორია.

ფაქტს, რომ ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაზე მოხალისეებად იმყოფებიან ზუგდიდელი და თბილისში მცხოვრები სოხუმელი დევნილები, ირაკლი ცქიტიშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, ვისაც შესაძლებლობა მიეცა, შანსი ხელიდან არ გაუშვა და ამაში მათ ვერავინ გაამტყუნებს.

"ხალხი გარბის სამუშაოდ. ჩვენთან საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია იმისთვის, რომ ადამიანებმა ასეთ სარგებელზე უარი თქვან. კონკრეტული ინფორმაცია, ვინ მიიღო ოლიმპიური ქალაქის მშენებლობაში მონაწილეობა და რა პირობებს დასთანხმდნენ, არ მომეპოვება. რამდენადაც ვიცი, იქ იმყოფებიან ზუგდიდელები და თბილისში მცხოვრები დევნილებიც.

გალელები რომ საკმაოდ ბევრი იყვნენ, ეჭვიც არ მეპარება და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი. ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს და მცირედი გამოცდილება, ასეთ შესაძლებლობაზე უარს ვერ იტყოდა. განსაკუთრებით კი სოჭში გამგზავრება რუსეთში მცხოვრებ ქართველებს გაუადვილდებოდათ. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაზე დაკავდებიან თუ რუსეთში სახლებს ააშენებენ", - აცხადებს ცქიტიშვილი.

რაც შეეხება ქართველების შრომით ანაზღაურებას, მისი თქმით, ჯერჯერობით ეს უცნობია. თუმცა, არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამკვეთების მხრიდან პირობა არ შესრულდა და რამდენიმე მუშა დეპორტით უკან გამოუშვეს.

"სოჭში ბევრი ისეთი ფაქტი დაფიქსირდა, რომ მშენებლობაზე აყვანილ მუშებს დაპირებული თანხა არ გადაუხადეს, ანუ "გადააგდეს". ჩემი ვარაუდით, ზოგადად იმაზე მეტ თანხას იხდიდნენ, ვიდრე აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობებზე. მნიშვნელობა არ აქვს, გასამრჯელო მიზერულია თუ არა. რომ არ უღირდეს, სოჭში სამუშაოდ არავინ გაემგზავრებოდა", - დასძენს ირაკლი ცქიტიშვილი.

ოლიმპიური ქალაქის მშენებლობაზე გალელების მონაწილეობის შესახებ "ბიზნესრეზონანსს" ადგილობრივმა ქართველებმაც განუცხადეს. სპეციალურად ამ მიზნით სოჭში, როგორც ისინი ამბობენ, გალის ქვედა ზონიდან რამდენიმე მცხოვრებიც გაემგზავრა. ამისთვის კონკურსი მათ სოხუმში გაიარეს.

გალის ქვედა ზონის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები ზაურ რ. ერთ-ერთია, რომელიც გულრიფშში მშენებლობებზე მუშაობს. მისი თქმით, სოჭში გამგზავრება, ოჯახური პირობების გამო, არ უცდია. რამდენიმე მისმა თანასოფლელმა ეს შედარებით ადვილად შეძლო და დღემდე ოლიმპიურ ქალაქში იმყოფება.

"აფხაზების მხრიდან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მეც მქონდა, მაგრამ იმ პერიოდში დედა გარდამეცვალა და წასვლაზე არც მიფიქრია. ხელოსანი ვარ და აქ მუშაობის დაწყება არ გამჭირვებია. ჩვენი სოფლიდან გულრიფშსა და აფხაზეთის ორიოდე ქალაქში, მშენებლობაზე ათამდე ადამიანი მუშაობს. მათ სოხუმში კონკურსი გაიარეს და ექვსი მათგანი გაემგზავრა კიდეც.

სიმართლე გითხრათ, საკმაოდ ბუნდოვანი პირობები წაუყენეს. ზუსტი თანხა რა უნდა მიეღოთ, არავის განუმარტავს. უთხრეს, ოლიმპიადის დაწყებამდე დარჩებოდნენ, მაგრამ ჯერაც არ ჩამოსულან. აფხაზეთის ტერიტორიაზე 300 დოლარამდე გვიხდიან. დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ გაცილებით მეტს გადაუხდიან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია. არ ვიცი, სინამდვილეში რა ხდება. რაკი დღემდე რჩებიან სოჭში, ალბათ, პირობები ხელს აძლევთ", - ამბობს დევნილი ხელოსანი.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია