კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:00 / 15-02-2014
სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლა
საგ­ზაო, სამ­შე­ნებ­ლო და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მან­ქა­ნათ­მ­შე­ნებ­ლო­ბა­ში ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლე­ბი. გა­მო­გო­ნე­ბა "სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლა­ზე" მი­სი ავ­ტო­რი, ინ­ჟი­ნერ-მე­ქა­ნი­კო­სი, ტექ­ნი­კის მეც­­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი ვლა­დი­მერ მი­რუ­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას წინ უს­წ­რებს ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სი, ყო­ველ მეც­ნი­ე­რულ-ტექ­ნი­კურ სი­ახ­ლე­ზე, გა­მო­გო­ნე­ბა­ზე სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბაა სა­ჭი­რო. თუ გვინ­და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა გან­ვი­თარ­დეს და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი პრო­დუქ­ცია ვა­წარ­მო­ოთ, მას­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და ჩავ­დოთ გო­ნე­ბის პრო­დუქ­ტი, ნო­ვა­ცია. სამ­ს­ხ­ვ­რევ მან­ქა­ნას ნე­ბის­მი­ე­რი მყა­რი მა­სა­ლის - ოქ­როს, ქვა­ნახ­ში­რის, სპი­ლენ­ძის, ასე­ვე ინერ­ტუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის - მარ­მა­რი­ლოს, ქვა-ღორ­ღის და სხვა­თა და­სამ­ს­ხ­ვ­რე­ვად იყე­ნე­ბენ. ამ­გ­ვა­რი მან­ქა­ნე­ბი ყველ­გან სჭირ­დე­ბათ და არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში აწარ­მო­ე­ბენ. გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სამ­ს­ხ­ვ­რევ და­ნად­გარს ძალ­ზე ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა აქვს: მშე­ნებ­ლო­ბა, სამ­თა­მად­ნო, ქი­მი­უ­რი წარ­მო­ე­ბა. ჩვე­ნი სამ­ს­ხ­ვ­რე­ვი მან­ქა­ნა არა­ერ­თი თვალ­საზ­რი­სი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, უწყ­ვე­ტი მოქ­მე­დე­ბი­საა, მი­ნი­მუმ, ათ­ჯერ ნაკ­ლებ ენერ­გი­ას ხარ­ჯავს, მე­ტი მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბა აქვს, მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბაც უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლივ პე­რი­ოდ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, რე­მონ­ტის გა­რე­შე. ამას­თა­ნა­ვე, მუ­შა­ო­ბი­სას მან­ქა­ნა არ ზი­ან­დე­ბა, მსხვრე­ვის პრო­ცე­სი ერ­თი დარ­ტყ­მით, რამ­დე­ნი­მე კა­მე­რა­ში ერ­თ­დ­რო­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მა­სა­ლა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ივ­ლის სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლა­ში, რომ სა­ბო­ლო­ოდ, სა­სურ­ვე­ლი სი­დი­დის ნა­ტე­ხი, და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი მა­სა
You must have Flash Player installed in order to see this player.
მი­ვი­ღოთ. ჩვენ მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლას მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი სხვე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, უნი­კა­ლუ­რია. სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ გას­რე­სის, დარ­ტყ­მის, გახ­ლე­ჩის ან გა­და­ხერ­ხ­ვის პრინ­ციპ­ზე, ზო­გი­ერთ მან­ქა­ნა­ში მა­სა­ლა გატყორ­ც­ნით კე­დელს ეჯა­ხე­ბა და ისე იმ­ს­ხ­ვ­რე­ვა, ზო­გან გას­რე­სით, გა­და­ხერ­ხ­ვით, რის გა­მოც ნა­წი­ლე­ბი ცვდე­ბა. ჩვე­ნი სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლა მუ­შა­ობს დარ­ტყ­მის პრინ­ცი­პით, მსხვრე­ვის­თ­ვის სა­ჭი­რო დარ­ტყ­მის ძა­ლა ყველ­გან ერ­თ­დ­რო­უ­ლად გა­და­ე­ცე­მა, ვრცელ­დე­ბა, რაც მე­ტი კა­მე­რაა, მეტ მა­სა­ლას ამ­ს­ხ­ვ­რევს და რაც ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ნაკ­ლე­ბი ენერ­გია სჭირ­დე­ბა. ამ­გ­ვა­რი სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლას წარ­მო­ე­ბა­ში და­ნერ­გ­ვა ეფექ­ტუ­რი და ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა, მი­სი დამ­ზა­დე­ბა ბევ­რად იაფია, ვიდ­რე მან­ქა­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან ყიდ­ვა. და­ნად­გა­რი ასე­ვე უსაფ­რ­თხოა ეკო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, არა­ვი­თა­რი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბა არ გა­მო­ი­ყო­ფა, ისე­ვე რო­გორც გრდემ­ლ­ზე ჩა­ქუ­ჩის დარ­ტყ­მი­სას. ანალოგიური, ოღონდ გას­რე­სის პრინ­ციპ­ზე მო­მუ­შა­ვე სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლას მოქ­მე­დი მო­დე­ლიც და­ვამ­ზა­დე პა­ტა­რა ძრა­ვით, რო­მე­ლიც გა­მოვ­ცა­დეთ და სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა.

ესაუბრა ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი



გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
19:52 / 15-02-2014
სამსხვრეველა ქართულად "დრაბილკაა" და იცოდეთ!!!
:--))
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:37 / 19-02-2017  Image ირაკლი ალასანია საქმიანობას ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში განაგრძობს
ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს პარტიის ყრილობის შემდეგ განუცხადა
16:49 / 19-02-2017  Image დღის ფოტო: "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან
აქციის დასასრულს "რუსთავი 2"-ის თანმაშრომლები სრული შემადგენლობით სცენაზე ავიდნენ
20:30 / 19-02-2017  Image სოსო ოხანაშვილის კომენტარი პატრიარქის ვიდეომიმართვის შეახებ
"როდესაც პატრიარქის ვიდეომიმართვა ჩაიწერა, მასთან ერთად პალატაში რამდენიმე მღვდელმთავარი და სასულიერო პირი იმყოფებოდა"
14:22 / 19-02-2017  Image როგორი იქნება მსოფლიო 2030 წელს - ყველაზე "თავქარიანი" მილიარდერის 6 პროგნოზი
საჯარო ტრანპორტი ავტოპილოტზე მოსიარულე ავტობუსებით შეიცვლება
15:00 / 19-02-2017  Image სკანდალური რუსი ლამაზმანი მაისურზე ქართული წარწერით: "ყველამ თავის ბ... მამიდას მიხედოს"
თბილისელი დიზაინერის ალექსანდრ არუთინოვის მაისურით წარსდგა
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49