სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლა

სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლა

საგ­ზაო, სამ­შე­ნებ­ლო და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მან­ქა­ნათ­მ­შე­ნებ­ლო­ბა­ში ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლე­ბი. გა­მო­გო­ნე­ბა "სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლა­ზე" მი­სი ავ­ტო­რი, ინ­ჟი­ნერ-მე­ქა­ნი­კო­სი, ტექ­ნი­კის მეც­­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი ვლა­დი­მერ მი­რუ­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას წინ უს­წ­რებს ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სი, ყო­ველ მეც­ნი­ე­რულ-ტექ­ნი­კურ სი­ახ­ლე­ზე, გა­მო­გო­ნე­ბა­ზე სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბაა სა­ჭი­რო. თუ გვინ­და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა გან­ვი­თარ­დეს და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი პრო­დუქ­ცია ვა­წარ­მო­ოთ, მას­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და ჩავ­დოთ გო­ნე­ბის პრო­დუქ­ტი, ნო­ვა­ცია. სამ­ს­ხ­ვ­რევ მან­ქა­ნას ნე­ბის­მი­ე­რი მყა­რი მა­სა­ლის - ოქ­როს, ქვა­ნახ­ში­რის, სპი­ლენ­ძის, ასე­ვე ინერ­ტუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლის - მარ­მა­რი­ლოს, ქვა-ღორ­ღის და სხვა­თა და­სამ­ს­ხ­ვ­რე­ვად იყე­ნე­ბენ. ამ­გ­ვა­რი მან­ქა­ნე­ბი ყველ­გან სჭირ­დე­ბათ და არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში აწარ­მო­ე­ბენ. გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სამ­ს­ხ­ვ­რევ და­ნად­გარს ძალ­ზე ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა აქვს: მშე­ნებ­ლო­ბა, სამ­თა­მად­ნო, ქი­მი­უ­რი წარ­მო­ე­ბა. ჩვე­ნი სამ­ს­ხ­ვ­რე­ვი მან­ქა­ნა არა­ერ­თი თვალ­საზ­რი­სი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, უწყ­ვე­ტი მოქ­მე­დე­ბი­საა, მი­ნი­მუმ, ათ­ჯერ ნაკ­ლებ ენერ­გი­ას ხარ­ჯავს, მე­ტი მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბა აქვს, მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბაც უფ­რო ხან­გ­რ­ძ­ლივ პე­რი­ოდ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, რე­მონ­ტის გა­რე­შე. ამას­თა­ნა­ვე, მუ­შა­ო­ბი­სას მან­ქა­ნა არ ზი­ან­დე­ბა, მსხვრე­ვის პრო­ცე­სი ერ­თი დარ­ტყ­მით, რამ­დე­ნი­მე კა­მე­რა­ში ერ­თ­დ­რო­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მა­სა­ლა რამ­დენ­ჯერ­მე გა­ივ­ლის სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლა­ში, რომ სა­ბო­ლო­ოდ, სა­სურ­ვე­ლი სი­დი­დის ნა­ტე­ხი, და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი მა­სა მი­ვი­ღოთ. ჩვენ მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლას მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი სხვე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, უნი­კა­ლუ­რია. სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ გას­რე­სის, დარ­ტყ­მის, გახ­ლე­ჩის ან გა­და­ხერ­ხ­ვის პრინ­ციპ­ზე, ზო­გი­ერთ მან­ქა­ნა­ში მა­სა­ლა გატყორ­ც­ნით კე­დელს ეჯა­ხე­ბა და ისე იმ­ს­ხ­ვ­რე­ვა, ზო­გან გას­რე­სით, გა­და­ხერ­ხ­ვით, რის გა­მოც ნა­წი­ლე­ბი ცვდე­ბა. ჩვე­ნი სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლა მუ­შა­ობს დარ­ტყ­მის პრინ­ცი­პით, მსხვრე­ვის­თ­ვის სა­ჭი­რო დარ­ტყ­მის ძა­ლა ყველ­გან ერ­თ­დ­რო­უ­ლად გა­და­ე­ცე­მა, ვრცელ­დე­ბა, რაც მე­ტი კა­მე­რაა, მეტ მა­სა­ლას ამ­ს­ხ­ვ­რევს და რაც ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ნაკ­ლე­ბი ენერ­გია სჭირ­დე­ბა. ამ­გ­ვა­რი სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლას წარ­მო­ე­ბა­ში და­ნერ­გ­ვა ეფექ­ტუ­რი და ნა­ყო­ფი­ე­რი იქ­ნე­ბა, მი­სი დამ­ზა­დე­ბა ბევ­რად იაფია, ვიდ­რე მან­ქა­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან ყიდ­ვა. და­ნად­გა­რი ასე­ვე უსაფ­რ­თხოა ეკო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, არა­ვი­თა­რი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბა არ გა­მო­ი­ყო­ფა, ისე­ვე რო­გორც გრდემ­ლ­ზე ჩა­ქუ­ჩის დარ­ტყ­მი­სას. ანალოგიური, ოღონდ გას­რე­სის პრინ­ციპ­ზე მო­მუ­შა­ვე სამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ლას მოქ­მე­დი მო­დე­ლიც და­ვამ­ზა­დე პა­ტა­რა ძრა­ვით, რო­მე­ლიც გა­მოვ­ცა­დეთ და სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა.

ესაუბრა ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია