პირველი კადრები მამა გაბრიელის საფლავის გახსნიდან (+7 ფოტო)

პირველი კადრები მამა გაბრიელის საფლავის გახსნიდან (+7 ფოტო)

სამთავროს დედათა მონასტერში მამა გაბრიელის საფლავი ამ მომენტისათვის სავარაუდოდ გახსნილია. მონასტრის ტერიტორიაზე შესვლა სპეციალური საშვებით ხდება. მონასტერთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგს ჯარისკაცები იცავენ. მათ მიერ გაკეთებულია კორდონი მონასტრიდან სვეტიცხოვლის მიმართულებით, შესაბამისად, გადაკეტილია მცხეთის ცენტრი და მონასტერთან ასახვევი.

ჯარისკაცები რკინის ბარიერის გასწვრივ დგანან. ფერიცვალების ტაძრიდან ისმის გალობა. ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულდება. მონასტრის გარშემო ტერიტორიაზე უამრავი მომლოცველი იმყოფება.

მომლოცველთა ნაწილი ასევე მონასტერთან ახლოს მდებარე მთაზეც არიან ასული და იქიდან აკვირდებიან სიტუაციას. მცხეთაში შესასვლელი გზები პოლიციის მიერ გადაკეტილია. ისინი მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ავტომობილებს ატარებენ.

მონასტრის ტერიტორიაზე ამ მომენტამდე შესვლას ვერც მედიის წარმომადგენლები ახერხებენ. ღირსი მამა გაბრიელის საფლავის გახსნის სამუშაოები გუშინ სავარაუდოდ 22 საათზე დაიწყო. ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მობრძანებას 12:00 საათისათვის ელოდებიან, რომლის დროსაც უწმინდესი პარაკლისს გადაიხდის.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაადგინა. სახელად ღირსი მამა გაბრიელ სალოსი ეწოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია