San Diego Reader - "ესტუმრეთ საქართველოს, გაიცანით ამაყი და გულთბილი ქართველები"

San Diego Reader - "ესტუმრეთ საქართველოს, გაიცანით ამაყი და გულთბილი ქართველები"

აშშ-ში სან-დიეგოში გამოცემა San Diego Reader საქართველოს შესახებ ელის დაიამონდის სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი მკითხველს ქვეყნის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას აწვდის.

"საქართველოს დედაქალაქი თბილისია. რატომ უნდა ესტუმროთ საქართველოს? ჩვენი სიის პირველ ადგილს ზღაპრული სამზარეულო იკავებს. ქართველებს მდიდარი, გემრიელი და პიკანტური კერძები აქვთ. ამ ქვეყნის ტრადიციულ კერძებს სხვაგან ვერსად მიირთმევთ, მაგალითად, ხაჭაპურს. თბილისის შემდეგ კახეთს, ღვინის სამშობლოს ვესტუმრეთ. ავტომობილი, რომლითაც ვიმგზავრეთ ბუნებრივ, ეკონომიურ გაზზე იყო, როგორც ჩანს, აქ გაზს საწვავად ხშირად იყენებენ. მიწის ყოველ მონაკვეთზე ყურძენი გვხვდებოდა. ყურძენი ყველა სახლის ეზოში იყო. მეორე მიზეზი, რისთვისაც ამ ქვეყანაში უნდა ჩახვიდეთ, მონასტრებია", - წერია სტატიაში.

როგორც ელისი წერს, ქვეყანაში სიღარიბე იგრძნობა და ძველ შენობებს სასწრაფო რესტავრაცია ესაჭიროება, მაგრამ ამის ფონზე ბევრი ახალი და ლამაზი ნაგებობაცაა.

ჟურნალისტის თქმით, საქართველოში ხალხს ბევრი ფული არ აქვს, მაგრამ მათ აქვთ ის, რაც სხვაგან არსად შეგხვდებათ - სტუმართმოყვარობა.

"ესტუმრეთ საქართველოს და აღმოაჩინეთ ამაყი, გულთბილი და კარგი იუმორის მქონე ქართველები. სტუმართმოყვარეობა მათი ცხოვრების წესია. გახდით ამ აღმოჩენის ნაწილი", - წერია სტატიაში.

მომზადებულია sandiegoreader.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია