"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პატრიარქებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს" - ილია მეორე მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე

"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პატრიარქებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს" - ილია მეორე მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

როგორც უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი სტამბოლში, სადაც მსოფლიო პატრიარქმა ყველა მართლმადიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურები, პატრიარქები მიიწვია და იყო მსჯელობა მომავალ კრებაზე, რომელიც შეიძლება შედგეს ორ წელიწადში.

მისი თქმით, მსოფლიო პატრიარქი და სხვები თვლიან, რომ ჩამოყალიბდა ისეთი საკითხები, რომელიც უნდა იყოს განხილული კრებაზე და ამას ყველა უჭერს მხარს, მაგრამ გამოითქვა აზრი, რომ ჯერ ყველა საკითხი უნდა იყოს შესწავლილი ანალიტიკური აზროვნებით და შემდეგ უნდა ფიქრი ამ კრებაზე.

უწმინდესის აზრით, ეს კრება უნდა იყოს მაჩვენებელი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ძალისა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაპირისპირება კი არ მოხდეს ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის, არამედ ერთი სული და ერთი გონება უნდა სუფევდეს.

ამასთან, ქადაგების დროს პატრიარქმა ქართველებთან შეხვედრაც გაიხსენა. "გასულ კვირას მართლმადიდებლობის ზეიმის კვირა ეწოდებოდა და ჩვენ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ერთობრივი წირვა შევასრულეთ. საოცარი იყო, რომ მრევლის ნახევარზე მეტი იყო ქართველი. ერთის მხრივ, მე ძალიან გამიხარდა, რომ ქართველები ვნახე იქ და მეორეს მხრივ მეწყინა, უცხოეთში ამდენი ქართველი გადახვეწილი ძალიან საშიში და ძალიან ცუდია. რომ შევხვდით, ატყდა ტირილი და მსოფლიო პატრიარქები გვიყურებდნენ გაოცებული თუ რა ხდებოდა. ეს იყო სიყვარულის ზეიმი, საოცარი გამოვლინება სიყვარულისა ეკლესიასა და მრევლს შორის და მე მოვუწოდე მათ, რომ მალე დაამთავრონ თავისი საქმიანობა უცხოეთში და დაბრუნდნენ სახლში, სამშობლოში", - აღნიშნა ილია მეორემ.

იხილეთ ასევე: "განათლების სამინისტრო მივა დასკვნამდე, რომ სკოლებსა და უმაღლესებში ანალიტიკური აზროვნება შეტანილი იქნება"

ილია მეორე - საცხოვრებლად უცხოეთში წასვლა ერის გადაგვარებაა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია