ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესს იწვევს, რა შენდება ჩელუსკინელების ხიდთან - ზოგი ამბობს - უნივერსიტეტიაო, ზოგის აზრით კი, ელიტური საცხოვრებელი კორპუსი. თუმცა, როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, იქ მრავალფუქციური შენობა "თბილისი-რეზიდ-თაუერსი" შენდება.
"ეს საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. შენობა ორი ბლოკისაგან შედგება: მაღალ, პირამიდის მსგავს ნაწილში, რომლის სიმაღლე 125 მეტრია, ოფისები და საცხოვრებელი ფართები იქნება, შედარებით დაბალ, 82 მეტრიანში კი სასტუმრო განთავსდება. ეს 40 სართულიანი მრავალფუნქციური შენობა იქნება", - განუცხადა Ambebi.ge-ს არქიტექტორმა ნიკოლოზ აბაშიძემ.

ნინო კვიტაშვილი, Ambebi.ge