ვაჟა ფშაველა: "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი"

ვაჟა ფშაველა: "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი"

დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა პრეზიდენტობის კანდიდატ  გიორგი მარგველაშვილს ინიციატივით მიმართა, რომ ვაჟა-ფშაველას წერილი - "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი" , სასკოლო სახელმძღვანელოების პირველ გვერდზე, სხვადასახვა ენაზე ნათარგმნი დაიბეჭდოს.

აღნიშნული პუბლიცისტური წერილი ვაჟა-ფშაველამ 1905 წელს დაწერა. წერილში  მწერალი  პატრიოტიზმისა და კოსმოპოლიტიზმის შესახებ საუბრობს და საზოგადოებას სთავაზობს თავის შეხედულებას, როგორ უნდა მოხდეს ამ ორი ცნების გაგება:

"პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა."- წერდა ვაჟა თავის წერილში.

შეგახსენებთ,  ამ წერილის სახელმძღვანელოებში დაბეჭდვის ინიციატივით სოსო ჯაჭვლიანი დღეს გამოვიდა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს