ხანძარი რადიო "ფორტუნას" შენობაში

ხანძარი რადიო "ფორტუნას" შენობაში

მარშალ გელოვანის გამზირზე, რადიო "ფორტუნას" შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი მოდებული იყო შენობის სახურავის 300-400 კვადრატულ მეტრ ფართობზე , ამჟამად ცალკეული კერების ჩაქრობა მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობიდან მოქალაქეების გამოყვანა დროულად მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ადგილზე 11 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია