გორი-ხაშურის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, ოთხი ავტომობილი დაიმტვრა

გორი-ხაშურის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად, ოთხი ავტომობილი დაიმტვრა

გორი-ხაშურის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ავტომობილი დაიმტვრა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ავარიის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა. მათ პირველადი დახმარება ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის სამაშველო სამსახურის ოპერატიული ჯგუფი და პოლიცია.

აღდგომის დღესასწაულის მოახლოების გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე მეორე დღეა პერიოდულად საცობები წარმოიქმნება. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მეორე დღეა მაგისტრალზე მოძრაობის დარეგულირებას ცდილობენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია