15 წლის ბიჭის გაუპატიურების შემდეგ უცხოელებს ფიზიკური ანგარიშსწორება ემუქრებათ - ზანდუკელზე მდგომარეობა დაძაბულია

15 წლის ბიჭის გაუპატიურების შემდეგ უცხოელებს ფიზიკური ანგარიშსწორება ემუქრებათ - ზანდუკელზე მდგომარეობა დაძაბულია

ბოლო განახლება: სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ბრალდებით კიდევ ორი ერაყელი დააკავეს

თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდგომარეობა დაძაბულია. როგორც Ambebi.ge-ს კორესპოდენტი იუწყება, დღეს გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის თანახმად ერაყელმა მამაკაცმა 15 წლის ბიჭი გააუპატიურა, ახალგაზდათა ჯგუფმა ამავე ქუჩაზე მცხოვრები ინდოელების ფიზიკური ანგარიშსწორება დააპირა.

დაზუსტებული ინფორმაციით, ნაცემია ერთი ინდოელი. პოლიციამ, მათი დაცვის მიზნით, უცხოელებს ზანდუკელის ქუჩაზე, ერთ-ერთ შენობაში მოუყარა თავი. სამართალდამცველებმა დამხმარე ჯგუფებიც გამოიძახეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ერაყის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება ედება ბრალად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვანი ბიჭი მოტყუებით მიიყვანა, შემდეგ ძალის გამოყენებით მასთან სქესობრივი კონტაქტი დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით დაზარალებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

უტა ბიწაძე, Ambebi.ge

ასევე იხილეთ:

15 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობისთვის ერაყის მოქალაქეა დაკავებული

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია