ბებია, ბაბუა და შვილიშვილი - შემზარავი ავარია სანაპიროზე

ბებია, ბაბუა და შვილიშვილი - შემზარავი ავარია სანაპიროზე

"დედა მენატრებაო, ამბობდა... ყოვლთვის მხიარული იყო, მაგრამ რაღაცნაირი კეთილი და გულიანი. დედის გარეშე ძალიან უჭირდა ყოფნა. წინა ღამეს, რამდენჯერმე გამოუღვიძია, - რამდენ ხანში გათენდება, დედიკოს მალე ვნახავო?.." - ასე იგონებს 5 წლის ლუკა ბალხამიშვილს მისი ოჯახის ახლობელი...

23 მაისს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვეფხვის და მოყმის ძეგლთან ავარია მოხდა, - მერსედესის მარკის ავტომობილს ჯიპი შეეჯახა, რომელსაც 24 წლის ახალგაზრდა მართავდა. მერსედესში, მცხეთიდან თბილისისკენ მომავალი ვოვა ტუავი, მისი მეუღლე და ერთადერთი შვილიშვილი, ლუკა ისხდნენ. ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი, სასწრაფოს დახმარების მანქანამ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს... შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია 76-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

- ლუკა, რამდენიმე დღეების განმავლობაში, მცხეთაში, ბებია-ბაბუასთან იყო. საერთოდ, საცოდავ ვოვას ხშირად ჰყავდა სახლში შვილიშვილი. ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს და მათაც ერთი შვილი ჰყავდათ, - ყველასთვის საყვარელი, სულ მხიარული და მოუსვენარი ლუკა...

რამდენიმე დღის წინ, ბავშვის ბიძამ, მამის ძმამ, ყველასთვის გაუგებარი მიზეზით, თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ მიუსწრეს და ჩამოხსნეს და ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში იწვა... ბავშვის დედა მას ედგა თავზე. ძალიან თბილი და ყურადღებიანი გოგოა, სულ ცდილობდა, ყველას გული მოეგო. მისი საცოდაობით ქვა ატირდება - ერთადერთი შვილი, სამშაბათს დაკრძალა, მშობლები კი, ხუთშაბათს უნდა მიაბაროს მიწას მცხეთაში. არ ვიცი, ასეთი უბედურების, როგორ გააგრძელებენ ის და გიორგი ცხოვრებას.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია