ტრაგედია, რომელსაც ვერაფერი გამოასწორებს – მამამ ქალიშვილზე იძალადა?..

ტრაგედია, რომელსაც ვერაფერი გამოასწორებს – მამამ ქალიშვილზე იძალადა?..

როგორც ამბობენ, ცხოვრებისთვის არაფერია უცხო, თუმცა არის თემები, რომელიც ვერც ჩვეულებრივს დაარქმევ და ვერც ვერასოდეს შეეგუები, - ეს შეუძლებელია. ასეთი თემები მასობრივ შოკს იწვევს და მათი გამამართლებელი კანონი არ არსებობს. ზუსტად ასეთი კლასიფიკაცია ეძლევა სოფელ ხორნაბუჯში მომხდარ ინციდენტს, სადაც ღვიძლ მამას 15 წლის ქალიშვილის გაუპატიურების მცდელობაში ედება ბრალი...

მამაკაცი წინასწარ პატიმრობაშია აყვანილი. გამოძიება დანაშაულის უტყუარობას საბოლოოდ დადგენს. თუმცაღა ისტორია, რომელიც ამაზრზენ ბრალდებამდე მივიდა დაახლოებით ასე ვითარდებოდა...

ნ. გ. - სოფელ ხორნაბუჯის მკვიდრი:

- იმ კაცს, ვისაც რომელსაც შვილის გაუპატიურებაში ედება ბრალი, ყველა ვიცნობთ. ასეთი რამ, ჩემი აზრით, მარტო სულიერად ავადმყოფ ადამიანს შეეძლო გაეკეთებინა და ეგ მაგისთანა შთაბეჭდილებას არ ტოვებს... როგორც გავიგეთ, საჩივარი ბავშვის ღვიძლმა დედამ შეიტანა. მან დაადანაშაულა ყოფილი ქმარი, - საკუთარი შვილის გაუპატიურება უნდოდაო. თუ იცოდა მისი ქმარი რა სულისაც იყო, რატომ გამოუშვა საცოდავი ბავშვი სოფელში მამასთან და დედინაცვალთან საცხოვრებლად? ან თუ არ იცოდა, რატომ არ იცოდა, - სანამ დაშორდებოდა, ამ კაცის გვერდზე ხომ ცხოვრობდა და როგორ ვერ მიხვდა, მის ქმარს რა სული ჰქონდა? უჭირდა თუ ულხინდა, არ ერჩია, შვილი თავის გვერდით ჰყოლოდა? ცხოვრება რატომ დაუნგრია?

- როგორც გავიგე, გოგონას დედამ, იმის მიუხედავად, რომ ქმართან გაყრილი იყო, შვილის აღზრდა ყოფილ ქმარსა და მის მეორე ცოლს მიანდო. ალბათ მატერიალური მდგომარეობის გამო...

- ეგ ჩვენ არ ვიცით. ეს ბავშვი დედასთან იზრდებოდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად ისევ მამასთან დაბრუნდა. ამ დროს მამამისს უკვე 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა მეორე ცოლთან...

- დედინაცვალი გერს ცუდად ხომ არ შეხვდა?

- მაგას ვერ ვიტყვით... ამ ქალს ნამდვილად არ ეტყობა, რომ ცუდი ადამიანია. შვილები სუფთად და მოვლილი ჰყავს და საბავშო ბაღშიც დაჰყავს.. არც გერთან მისი ჩხუბი გაგვიგია... მიუხედავად იმისა, რომ იოლი ცხოვრების პირობები არ ჰქონდა...

- რატომ?

- ძალიან გაჭირვებულები არიან და იმიტომ. სოციალურ დახმარებას იღებენ და ძირითადად იმის იმედზე არიან...

- რატომ, ოჯახში არავინ მუშაობდა? თუ რაიმე სხვა მიზეზიც არის მათი გაჭირვების? ეს ადამიანი ხომ არ სვამდა?

- ჰო, ეგრეც შეგვიძლია ვთქვათ... გოგო კი ძალიან კარგი ბავშვია. წესიერი და წყნარი გოგოა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ნახეთ ვიდეო: დედოფლისწყაროელ მამაკაცს შვილის გაუპატიურების მცდელობა ედება ბრალად

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია