სულისშემძვრელი ნაამბობი: თვითმხილველი ვაკეში დედა-შვილის მეცხრე სართულიდან გადმოხტომას დეტალურად აღწერს

სულისშემძვრელი ნაამბობი: თვითმხილველი ვაკეში დედა-შვილის მეცხრე სართულიდან გადმოხტომას დეტალურად აღწერს

ვაკეში დედა-შვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა. შემთხვევის შედეგად შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი - საავადმყოფოშია გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. მოზარდის მე-9 სართულიდან გადმოხტომის ერთ-ერთ მიზეზად დედა-შვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება სახელდება.

ვაკეში მომხდარ შემზარავ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Facebook-ზე თვითმხილველის ნაამბობი ვრცელდება, რომელიც დეტალურად აღწერს მომდარს:

"წუხელ, კოშმარი ღამე მქონდა… დაახლოებით 2- საათისთვის ისეთი საშინელი ხმა მომესმა, რომლის მსგავსი არასოდეს გამეგო… ვიფიქრე, ნუთუ, აქვე ახლოს რაღაც აფეთქდა- მეთქი… გავიხედე ღია ფანჯრიდან, მაგრამ ვერაფერი დავინახე… სულ რამდენიმე წამში ქალის განწირული ხმით კივილი შემომესმა… შველას ითხოვდა… გავვარდი უცებ გარეთ და ვხედავ, ახალგაზრდა ქალს შუა ქუჩაში დავარდნილი გოგონა გულში ჰყავს ჩახუტებული და უაზროდ და არაადამიანური ხმით კივის. მივედი ახლოს და მთხოვს, სასწრაფო გამოიძახეთო…

გული წაუვიდა- მეთქი? – ვეკითხები დაბნეული… არაო, მიპასუხა… გადმოვარდაო… საიდან- მეთქი, მეცხრე სართულიდანო (ჩემი სახლის გვერდით 9-სართულიანი შენობიდან), გადავირიე… ვერ აღვწერ იმ მდგომარეობას, რა დღეში ჩავვარდი, თვითონ გავხდი მოსაბრუნებელი… ამასობაში, ჩემი რძალიც გამოვარდა სახლიდან… დარეკე სასწრაფოში- მეთქი, – უკვე დავრეკეო, მიპასუხა. გოგონას კი სიცოცხლის არანაირი ნიშანი აღარ აღენიშნებოდა…

გული მომიკვდა… თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, როგორ გაიმეტა თავი ასეთი სისასტიკით ხელეყო ღმერთისგან ბოძებული ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე! ამ დროს, ნეტავ, ტვინი როგორ არის მომართული, ასეთ ნაბიჯს რომ დგამს… ნუთუ, იმ წუთას ეშმაკმა აცდუნა… სად და რატომ ჩაუსაფრდა? ეს აზრები წამში ტრიალებდა ჩემს თავში და პასუხს ვერ ვპოულობდი… უკვე თითქმის მთელი სახლის მაცხოვრებლები გამოვიდნენ, სასწრაფო არ ჩანდა, პატრული კი უცებ მოვიდა… თან უამრავი, ვერც დათვლიდი… სასწრაფოც, როგორც იქნა, გამოჩნდა…

შემდეგ, მეზობლებისგან გავიგე, გოგონა, რომელიც გადმოხტა, 15 წლის ყოფილა, დედის ერთადერთი შვილი, რომელიც უმამოდ გაუზრდია ამ ახალგაზრდა ქალს. უცებ დავინახე, მეორე ქალი, რომელიც ასევე განწირული ხმით კიოდა და მოთქვამდა, ეს რა ქენი, შვილოო…

ბებია ყოფილა გაჭირვებული. მეზობლებმა ცოტა ხნის შემდეგ ბებია სახლში აიყვანეს. გოგონა კი საკაცეზე დაასვენეს და როცა დედა მიხვდა, საავადმყოფოში აღარ მიჰყავდათ სასწრაფოს ექიმებს, მიხვდა, რომ შვილი გარდაცვლილი იყო… გასაცოდავებული, შოკში ჩავარდნილი ქალი, აღრიალებული, მეზობლებმა პატრულის დახმარებით სახლში აიყვანეს. ცოტა ხანში, ისევ იგივენაირი ხმა… ზედა სართულიდან კივილი… და ჰოი, ღმერთო ჩემო, ახლა დედა გადახტა მეცხრე სართულის უკანა აივნიდან… გადახტა, გადახტაო, იძახდა ხალხი…

პატრული და ნაწილი მოსახლეობისა სასწრაფოდ გავარდნენ სახლის უკანა მხარეს ჩაბნელებულ ეზოში, მაგრამ ქალი ვერ იპოვეს… შემდეგ ვიღაცამ დაინახა, რომ რომელიღაცა სართულის აივანი, რომელიც უფრო განიერი იყო და კარგად წინ წამოწეული, ქალი ამ აივნის სახურავზე ეგდო… მესმის მისი მდგომარეობა… წამებში დაემხო თავზე მთელი ცხოვრება, წამებში დაკარგა აზრი მისმა ამ ქვეყნად ყოფნამ, მაგრამ სიკვდილი თუ არ გიწერია, თურმე არაფრით არ მოკვდები… გადარჩა…", – წერს თვითმხილველი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია