იმყოფებოდნენ თუ არა ჩამოვარდნილ თვითმფრინავში საქართველოს მოქალაქეები - საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ინფორმაცია

იმყოფებოდნენ თუ არა ჩამოვარდნილ თვითმფრინავში საქართველოს მოქალაქეები - საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ინფორმაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ფლობენ ინფორმაციას, იმყოფებოდნენ თუ არა უკრაინაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში საქართველოს მოქალაქეები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამასთან დაკავშირებით მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს და ინფორმაციის დაზუსტებას გარკვეული დრო დასჭირდება.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში დღეს საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და რომელიც 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

"ესპრესო.ტვ"-სთან საუბარში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული თვითმფრინავის ჩამოსაგდებად, სულ მცირე "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო დანადგარია აუცილებელი, რაც მისი თქმით, სეპარატისტებს არ გააჩნიათ. ამდენად, ანონიმური წყაროს განმარტებით, აღნიშნული დანადგარიდან გასროლა რუსეთის ტერიტორიიდან შეიძლება იყოს განხორციელებული.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია